საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g04 5/8 გვ. 23-24
  • მხოლოდ თავს იწონებენ?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მხოლოდ თავს იწონებენ?
  • გამოიღვიძეთ! — 2004
  • მსგავსი მასალა
  • ბუმბული შემოქმედების სასწაული
    გამოიღვიძეთ! — 2007
  • ფრინველები [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ბუნება შთაგონების წყარო
    გამოიღვიძეთ! — 2010
  • რა საფრთხეს უქმნის შენობები ფრინველებს?
    გამოიღვიძეთ! — 2009
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2004
g04 5/8 გვ. 23-24

მხოლოდ თავს იწონებენ?

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ესპანეთიდან

შეგიმჩნევიათ, რამდენ ხანს ანდომებენ ფრინველები ნისკარტით ბუმბულის გაწმენდას? ისინი ყოველდღე რამდენიმე საათი ისუფთავებენ მას. თუთიყუშები თუ ვარხვები, ბეღურები თუ ფლამინგოები — ყველა, გამონაკლისის გარეშე, ასრულებს ამ ყოველდღიურ რიტუალს. მაგრამ რატომ? მხოლოდ თავის მოსაწონებლად?

ნამდვილი მიზეზი უფრო მეტად მნიშვნელოვანია. მათ ნისკარტით ბუმბულის გაწმენდა ისევე ესაჭიროებათ, როგორც თვითმფრინავს ესაჭიროება პერიოდული შეკეთება. ფრინველებისთვის ბუმბულის კარგად მოვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დროთა განმავლობაში მათ უზიანდებათ ბუმბული, ამიტომ ნისკარტით მისი გაწმენდა არა მარტო სისუფთავეს უნარჩუნებს ან პარაზიტებს აშორებს, არამედ ფრენაშიც ეხმარებათ.

ყოველდღიური პროცედურის დროს ფრინველები ისწორებენ თითოეულ აწეწილ ბუმბულს და „კრავენ“ მის გაშლილ ბოლოებს. ბუმბულის სათანადოდ დაწყობა ფრინველს ფრენას უადვილებს. „განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ორი სახის ბუმბული: ფრთებზე განლაგებული მომქნევი ბუმბული და კუდზე განლაგებული საჭის ბუმბული“, — ნათქვამია წიგნში „დიდი ბრიტანეთის ფრინველები“.

გარდა ამისა, ფრინველებს მუდმივად უწევთ პარაზიტებთან ბრძოლა. პაწაწინა პარაზიტები არა მარტო ავრცელებენ სხვადასხვა დაავადებებს, არამედ ჭამენ კიდეც ბუმბულს. ნატურალისტებმა შენიშნეს, რომ ფრინველები, რომლებსაც უზიანდებათ ნისკარტი, კარგად ვერ ისუფთავებენ ბუმბულს და ამიტომ სხვა ფრინველებისგან განსხვავებით მათ უფრო მეტი პარაზიტი ჰყავთ. პარაზიტებისგან თავის დასაღწევად, ფრინველთა ზოგი სახეობა „ჭიანჭველების აბაზანას“ იღებს, რომელთა მჟავა, როგორც ჩანს, სასარგებლო ინსექტიციდივით მოქმედებს.

და ბოლოს, ფრინველთა ბუმბული საჭიროებს გაპოხვას. ასეთი გაპოხვის წყალობით წყალში მცურავი ფრინველების ბუმბული წყალგაუმტარი ხდება, ყველა სხვა ფრინველი კი უკეთესადაა დაცული ცუდი ამინდისგან. მაგრამ საიდან მოაქვთ ფრინველებს საპოხი ზეთი? ფრინველის კუდის ძირთან მოთავსებულია ე. წ. კუდუსუნის ჯირკვალი, რომელშიც გამომუშავდება ცხიმი, რასაც ფრინველი გულდასმით იცხებს ბუმბულზე. ამ პროცესის დროსაც დიდი ყურადღება ექცევა მომქნევ ბუმბულს.

ასე რომ, არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს ფრინველები დროს ფუჭად ხარჯავენ, როცა ბუმბულს ისუფთავებენ. მართალია, ამ დროს ისინი თავის მოწონებაზეც ზრუნავენ, მაგრამ ეს რიტუალი ჯანმრთელობის შენარჩუნებაშიც ეხმარებათ. ფრინველებისთვის ბუმბულის გასუფთავება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

[დიაგრამა⁄სურათები 24 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ღერო

ტოტები

სხივები

სხივების კაუჭები

[სურათი]

ბუმბულის გასუფთავებისას ფრინველები ისწორებენ აწეწილ ბუმბულს და კრავენ გაშლილ ბოლოებს.

[სურათის საავტორო უფლება 23 გვერდზე]

Cortesía del Zoo de la Casa de Campo, Madrid

[სურათის საავტორო უფლებები 24 გვერდზე]

Pelican: Foto: Loro Parque, Puerto de la Cruz, Tenerife; parrot: Cortesía del Zoo de la Casa de Campo, Madrid

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება