საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • my მოთხ. 54
  • უძლიერესი კაცი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • უძლიერესი კაცი
  • ბიბლიური მოთხრობები
  • მსგავსი მასალა
  • იეჰოვა ძალას აძლევს სამსონს
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მიჰბაძეთ სამსონს და მიენდეთ იეჰოვას
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2023
  • სამსონი იეჰოვას ძალით იმარჯვებდა!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • სამსონი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
ბიბლიური მოთხრობები
my მოთხ. 54
სამსონი იარაღის გარეშე ლომს კლავს

მოთხრობა 54

უძლიერესი კაცი

იცი, ვინ იყო ყველაზე ძლიერი კაცი? ეს იყო მსაჯული სამსონი. ძალა მას იეჰოვამ მისცა. სანამ სამსონი დაიბადებოდა, იეჰოვამ დედამისს უთხრა: ‘მალე ვაჟი გეყოლება. ის გადაარჩენს ისრაელს ფილისტიმელებისგან’.

ქანაანში მცხოვრები ფილისტიმელები ბოროტები იყვნენ. მათ ბევრი მეომარი ჰყავდათ და ისრაელებს ავიწროებდნენ. ერთხელ, როცა სამსონი ფილისტიმელებთან მიდიოდა, გამძვინვარებულ ლომს გადაეყარა. სამსონმა ის ცარიელი ხელებით მოკლა. მან ასობით ბოროტი ფილისტიმელიც დახოცა.

მოგვიანებით სამსონს დალილა შეუყვარდა. ფილისტიმელი თავკაცები დაჰპირდნენ დალილას, რომ თითოეული 1 100 ვერცხლს მისცემდა, თუ გაიგებდა, რაში იყო სამსონის ძალა. დალილა ფულს დახარბდა. სინამდვილეში მას არც სამსონი უყვარდა და არც ღვთის ხალხი. ის დაჟინებით სთხოვდა სამსონს, გაემხილა, რაში იყო მისი ძალა.

სამსონი და დალილა

ბოლოს დალილამ ათქმევინა სამსონს მისი ძალის საიდუმლოება. ‘თმა არასოდეს შემიჭრია, — უთხრა სამსონმა. — დაბადებიდან ღვთის რჩეული მსახური, ნაზირი ვარ. თმას თუ შევიჭრი, ძალა გამომეცლება’.

დალილამ სამსონი თავის კალთაზე დააძინა. შემდეგ მოუხმო კაცებს, რომ მისთვის თმა შეეჭრათ. გაიღვიძა სამსონმა და ძალა აღარ ჰქონდა. მივიდნენ ფილისტიმელები და შეიპყრეს ის, თვალები დასთხარეს და მონად გაიხადეს.

სამსონი სვეტებს აწვება და შენობა ფილისტიმელებს თავზე ემხობა

ერთ დღეს ფილისტიმელები თავიანთი ღვთის, დაგონის თაყვანსაცემად შეიკრიბნენ და სამსონიც მიაყვანინეს, რომ ემხიარულათ. ამ დროისთვის სამსონს თმა უკვე წამოზრდილი ჰქონდა. პატარა ბიჭს, რომელსაც ხელჩაკიდებული მიჰყავდა, სამსონმა უთხრა: ‘ხელი მომაკიდებინე სვეტებზე, რომლებზეც ეს შენობა დგას’. მან იეჰოვას სთხოვა ძალა, სვეტებს მიაწვა და დაიყვირა: ‘დაე მოვკვდე ფილისტიმელებთან ერთად!’ ამ შენობაში 3 000 ფილისტიმელი იყო შეკრებილი. როცა სამსონი სვეტებს მიაწვა, შენობა ჩამოინგრა და ეს ბოროტი ხალხი გაანადგურა.

მსაჯულები, თავები 13—16.

კითხვები

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება