საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • pe თ. 17 გვ. 142-147
  • როგორ ამოვიცნოთ ქრისტეს დაბრუნება?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როგორ ამოვიცნოთ ქრისტეს დაბრუნება?
  • შენ შეგიძლია იცხოვრო მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • რატომ არ შეუძლია დაბრუნდეს, როგორც ადამიანი
  • ხორციელი სხეული არ ყოფილა ატაცებული ზეცაში
  • როგორ „დაინახავს მას ყოველი თვალი“
  • დაბრუნდება თუ არა ქრისტე დედამიწაზე?
  • სხეული
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ხორციელი სხეულით აღდგა იესო თუ სულიერით?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • ქრისტეს მეორედ მოსვლა
    მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
  • აღდგომა
    მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
იხილეთ მეტი
შენ შეგიძლია იცხოვრო მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე
pe თ. 17 გვ. 142-147

თავი 17

როგორ ამოვიცნოთ ქრისტეს დაბრუნება?

1. ა) რას დაჰპირდა ქრისტე თავის მოციქულებს? ბ) ქრისტეს დაბრუნების რა აუცილებლობა არსებობს?

„ისევ მოვალ“ (იოანე 14:3). ამას დაჰპირდა იესო თავის მოციქულებს სიკვდილის წინა ღამეს, როდესაც მათთან იყო. უსათუოდ დაგვეთანხმები, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, კაცობრიობას ესაჭიროება მშვიდობა, ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რაც თან სდევს ქრისტეს დაბრუნებას სამეფო ძალაუფლებით. მაგრამ როგორ დაბრუნდება ქრისტე? ვინ იხილავს მას და როგორ?

2. ა) როდესაც დაბრუნდება, სად წაიყვანს ქრისტე თავის მიმდევრებს, მოციქულების ჩათვლით? ბ) როგორი სხეულები აქვთ მათ ზეცაში?

2 ქრისტე აღარ დაბრუნდება დედამიწაზე საცხოვრებლად. ნაცვლად ამისა, ისინი, რომლებმაც მასთან ერთად უნდა იმეფონ, ატაცებული იქნებიან, რათა იესოსთან ერთად იყვნენ ზეცაში. იესომ უთხრა თავის მოციქულებს: „ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ“ (იოანე 14:3). ამრიგად, ქრისტეს დაბრუნებისას ისინი, რომლებიც ზეცაში იქნებიან ამაღლებული, ხდებიან სულიერი პიროვნებები და დიდებულ სულიერ სხეულში ხედავენ ქრისტეს (1 კორინთელთა 15:44). მაგრამ თუ ხედავენ ქრისტეს მისი დაბრუნებისას დედამიწაზე დარჩენილი ადამიანები, რომლებიც არ იქნებიან ამაღლებული ზეცაში?

რატომ არ შეუძლია დაბრუნდეს, როგორც ადამიანი

3. ბიბლიის რომელი მტკიცებები ცხადყოფს, რომ ადამიანები მეტად ვეღარ იხილავენ ქრისტეს?

3 ზუსტად იმავე ღამეს იესომ უთხრა მოციქულებს: „კიდევ ცოტაც და წუთისოფელი ვეღარ მიხილავს“ (იოანე 14:19). ‘წუთისოფელში’ იგულისხმება კაცობრიობა. მაშასადამე, აქ იესომ გასაგებად თქვა, რომ ზეცაში ამაღლების შემდეგ, დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები მეტად ვეღარ იხილავდნენ მას. პავლე მოციქული წერდა: „თუ ხორციელად ვიცნობდით კიდეც ქრისტეს, ახლა აღარ ვიცნობთ“ (2 კორინთელთა 5:16).

4. რა გვიჩვენებს, რომ ქრისტე ბრუნდება როგორც ძლევამოსილი, უხილავი, სულიერი პიროვნება?

4 მიუხედავად ამისა, ხალხს სწამს, რომ ქრისტე იმავე ფიზიკური სხეულით დაბრუნდება, რომელიც სიკვდილამდე ჰქონდა და დედამიწის ყველა მცხოვრები იხილავს მას. მაგრამ ბიბლია ამბობს, რომ ქრისტე დაბრუნდება დიდებით თავის ყველა ანგელოზთან ერთად და დაჯდება „თავისი დიდების ტახტზე“ (მათე 25:31). ქრისტე რომ კვლავ ადამიანად მოსულიყო და მიწიერ ტახტზე გამეფებულიყო, ანგელოზებზე უფრო დაბალ მდგომარეობას დაიკავებდა. მაგრამ იესო უფრო ძლევამოსილი და დიდებული გვევლინება, ვიდრე ღმერთის სხვა სულიერი ძეები და ამიტომ ისევე უხილავია, როგორც ისინი (ფილიპელთა 2:8–11).

5. რატომ არ შეუძლია ქრისტეს ფიზიკური სხეულით დაბრუნება?

5 მაგრამ 1 900 წელზე მეტი ხნის წინ აუცილებელი იყო, რომ იესო დამცირებულიყო და გამხდარიყო ადამიანი. მას თავისი სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლე მსხვერპლად უნდა შეეწირა, როგორც გამოსასყიდი. ერთხელ იესომ ეს შემდეგი სიტყვებით განმარტა: „პური, რომელსაც გავცემ, ხორცია ჩემი, რომელსაც წუთისოფლის სიცოცხლისათვის გავცემ“ (იოანე 6:51). ამრიგად, იესომ მსხვერპლად შესწირა თავისი ხორციელი სხეული კაცობრიობისთვის. რამდენ ხანს უნდა ემოქმედა ამ მსხვერპლს? ამაზე პასუხს იძლევა მოციქული პავლე: „ამ ნებით ვართ ჩვენ განწმედილნი იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით“ (ებრაელთა 10:10). რადგანაც ქრისტემ თავისი სხეული ქვეყნიერების სიცოცხლისთვის გაიღო, მას მეტად აღარ შეეძლო მისი დაბრუნება, რომ კვლავ ადამიანი გამხდარიყო. სწორედ ამ ძირითადი მიზეზის გამო იესო აღარასოდეს დაბრუნდება დედამიწაზე იმ სხეულით, რომელიც მან ერთხელ და სამუდამოდ შესწირა მსხვერპლად.

ხორციელი სხეული არ ყოფილა ატაცებული ზეცაში

6. რატომ სწამს მრავალ ადამიანს, რომ ქრისტე ხორციელი სხეულით ამაღლდა ზეცაში?

6 მრავალ ადამიანს მაინც სწამს, რომ ქრისტე ხორციელი სხეულით ამაღლდა ზეცაში და მიუთითებენ იმ ფაქტზე, რომ აღდგენის შემდეგ მისი სხეული სამარხში აღარ იყო (მარკოზი 16:5–7). აღდგენის შემდეგ იესო ხორციელი სხეულით ეცხადებოდა თავის მოწაფეებს, რათა დაემტკიცებინა, რომ ცოცხალია. ერთხელაც მან მოციქულ თომას შესთავაზა, რომ ხელი ჩაეყო მისი ფერდის ჭრილობაში, რათა ერწმუნა, რომ იესო ნამდვილად აღდგენილი იყო (იოანე 20:24–27). ნუთუ არ ცხადყოფს ეს, რომ ქრისტე აღდგენილი იქნა იმავე სხეულით, რომელშიც მოკვდა?

7. რა ამტკიცებს, რომ ქრისტე ამაღლდა ზეცაში, როგორც სულიერი პიროვნება?

7 არა, ეს არ არის ამის დამამტკიცებელი. ბიბლია გასაგებად ამბობს: „რადგან ქრისტეც მოკვდა ერთხელ ჩვენი ცოდვების გამო . . .მოკლულ იქნა ხორცით და გაცოცხლდა სულით“ (1 პეტრე 3:18). ხორცისა და სისხლის მქონე ადამიანებს არ შეუძლიათ ზეცაში ცხოვრება. ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგენილთა შესახებ ბიბლია ამბობს: „ითესება მშვინვიერი [ფიზიკური, აქ] სხეული და აღდგება სულიერი სხეული. . . ხორცსა და სისხლს არ ძალუძს ღვთის სასუფევლის დამკვიდრება“ (1 კორინთელთა 15:44–50). ზეცაში ცხოვრება შეუძლიათ მხოლოდ სულიერ პიროვნებებს სულიერი სხეულით.

8. რა დაემართა ქრისტეს ფიზიკურ სხეულს?

8 მაშ რა დაემართა იესოს ხორციელ სხეულს? ნუთუ სამარხი ცარიელი არ იპოვეს მისმა მოწაფეებმა? დიახ, რადგანაც ღმერთმა არ დატოვა იესოს სხეული სამარეში. რატომ გააკეთა მან ეს? რომ შესრულებულიყო ბიბლიაში დაწერილი სიტყვები (ფსალმუნი 15:10; საქმეები 2:31). ამიტომ, იეჰოვამ მართებულად მიიჩნია, რომ იესოს სხეულისთვის გაეკეთებინა იმის მსგავსი რამ, რაც გაუკეთა მოსეს სხეულს (მეორე რჯული 34:5, 6). გარდა ამისა, სხეული რომ სამარხში დარჩენილიყო, იესოს მოწაფეები ვერ გაიგებდნენ, რომ ის მკვდრეთით იქნა აღდგენილი, რადგან მათ იმ დროს ჯერ კიდევ სრულად არ ესმოდათ სულიერი საქმეები.

9. რატომ იყო თომასთვის შესაძლებელი, ხელი ჩაეყო მკვდრეთით აღმდგარი იესოს ფერდის ჭრილობაში?

9 მაგრამ ნუთუ ის ფაქტი, რომ მოციქულ თომას შეეძლო იესოს ფერდის ჭრილობაში ხელის ჩაყოფა, არ მიუთითებს, რომ იესო იმავე სხეულით იყო მკვდრეთით აღდგენილი, რომლითაც ძელზე იყო გაკრული? არა, იესო უბრალოდ ხორცს ისხამდა ისე, როგორც ამას წარსულში აკეთებდნენ ანგელოზები. მან თომას დასარწმუნებლად გამოიყენა ჭრილობიანი სხეული. იესო ეჩვენებოდა, ანუ ეცხადებოდა მათ, როგორც ნამდვილი ადამიანი, რომელსაც შესწევს ჭამისა და სმის უნარი, იმ ანგელოზების მსგავსად, რომლებსაც ერთხელ აბრაამი გაუმასპინძლდა (დაბადება 18:8; ებრაელთა 13:2).

10. საიდან გამომდინარეობს, რომ იესო სხვადასხვა ფიზიკური სხეულით ევლინებოდა მოწაფეებს?

10 იმ დროს, როცა იესო თომას გამოეცხადა იმ ფიზიკური სხეულის მსგავსი სხეულით, რომლითაც მოკვდა, ის მოწაფეებთან მოვლინების დროს ასევე სხვა ფიზიკურ სხეულებსაც ღებულობდა. მაგალითად, მარიამ მაგდალელს იესო მებაღე ეგონა. სხვა შემთხვევებში მისი მოწაფეები მაშინვე ვერ სცნობდნენ მას. ხოლო როდესაც იცნობდნენ, ეს ხდებოდა არა მისი გარეგნობის, არამედ ამა თუ იმ გამონათქვამის ან მოქმედების საფუძველზე (იოანე 20:14–16; 21:6, 7; ლუკა 24:30, 31).

11, 12. ა) როგორ დატოვა ქრისტემ დედამიწა? ბ) ამიტომ, როგორ დაბრუნდება ქრისტე?

11 მკვდრეთით აღდგენიდან 40 დღის განმავლობაში იესო ფიზიკური სხეულით ეცხადებოდა თავის მოწაფეებს (საქმეები 1:3). შემდეგ ის ზეცაში ამაღლდა. მაგრამ ზოგიერთმა შესაძლოა იკითხოს: «ნუთუ ორმა ანგელოზმა არ უთხრა მოციქულებს, რომ იესო „ისევე მოვა, როგორც ზეცად აღმავალი იხილეთ“?» (საქმეები 1:11, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). დიახ, მათ თქვეს ეს. მაგრამ ყურადღება მიაქციე, რომ ითქვა „ისევე“ და არა — იმავე სხეულით. როგორ დატოვა იესომ დედამიწა? წყნარად, საერთო ყურადღების მიპყრობის გარეშე. მხოლოდ მისმა მოწაფეებმა იცოდნენ ამის შესახებ. ქვეყნიერებას არ უხილავს ეს.

12 ყურადღება მიაქციე, თუ როგორ აღწერს ბიბლია ცაში აღმავალი იესოს განშორებას მოციქულებთან: „სანამ ისინი უყურებდნენ მას, ამაღლდა იგი და ღრუბელმა მოაფარა მათ თვალს“ (საქმეები 1:9). მაშასადამე, როდესაც იესო ზეცაში ამაღლდა, მოციქულების თვალთაგან ღრუბელმა დაფარა. ზეცაში აღმავალი იესო უხილავი გახდა მათთვის. მათ მეტად აღარ შეეძლოთ მისი დანახვა. ის ზეცაში ამაღლდა სულიერი სხეულით (1 პეტრე 3:18). ამრიგად, მისი დაბრუნებაც უნდა ყოფილიყო უხილავად, სულიერი სხეულით.

როგორ „დაინახავს მას ყოველი თვალი“

13. როგორ უნდა გვესმოდეს გამოთქმა „დაინახავს მას [ქრისტეს] ყოველი თვალი“, როცა მოვა ღრუბლებით?

13 მაგრამ როგორ უნდა გავიგოთ გამოცხადების 1:7-ის სიტყვები? აქ მოციქული იოანე წერს: „აჰა, ის მოდის ღრუბლებით და დაინახავს მას ყოველი თვალი, ისინიც, რომელთაც განგმირეს იგი, და აქვითინდება მის წინაშე დედამიწის ყველა ტომი“. ბიბლია აქ სიტყვას „დაინახავს“ არ იყენებს პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ შეგრძნების, ანუ გაგების აზრით. ასე რომ, თუ ვინმე ჩაუღრმავდება ან გაიგებს რამე საქმეს, მაშინ შესაძლოა თქვას: „ვხედავ“. სინამდვილეში, ბიბლიაც, ‘თქვენი გულის თვალების’ შესახებ ლაპარაკობს (ეფესელთა 1:18). მაშასადამე, გამოთქმა — „დაინახავს მას ყოველი თვალი“ — ნიშნავს, რომ მაშინ ყველა გაიგებს, ანუ შეიგნებს, რომ ქრისტე უკვე ესწრება.

14. ა) ვინ იგულისხმება მათში, ვინც ‘განგმირა’ იესო? ბ) რატომ იქნება დიდი მწუხარება, როდესაც ბოლოს და ბოლოს ყოველი შეიგნებს, რომ ქრისტე ესწრება?

14 ადამიანები, რომლებმაც ნამდვილად „განგმირეს“ იესო, უკვე დიდი ხანია, რაც აღარ არიან ცოცხლები. მაშასადამე, ეს ის პირები არიან, რომლებიც ამჟამად ზიანს აყენებენ ქრისტეს მიმდევრებს და ამით ბაძავენ პირველ საუკუნეში მცხოვრებ ადამიანებს (მათე 25:40, 45). მალე დადგება დრო, როცა ქრისტე დასჯის ასეთ ბოროტ პირებს. ისინი ამის შესახებ წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულნი. როდესაც ეს განაჩენი სისრულეში იქნება მოყვანილი, ისინი ‘დაინახავენ’, ანუ შეიგნებენ, თუ რა ხდება და ნამდვილად, დიდი იქნება მათი მწუხარება!

დაბრუნდება თუ არა ქრისტე დედამიწაზე?

15. ხშირად, რა მნიშვნელობით გამოიყენება სიტყვა „დაბრუნება“?

15 სიტყვა „დაბრუნება“ ყოველთვის არ ნიშნავს ვინმეს დაბრუნებას გარკვეულ ადგილზე. მაგალითად, როგორც ამბობენ, ავადმყოფს „დაუბრუნდა ჯანმრთელობა“. და ყოფილი ხელისუფალი შეიძლება „დაუბრუნდეს ხელისუფლებას“. ამავე აზრით უთხრა ღმერთმა აბრაამს: „დათქმულ ჟამს, გაის ამ დროს ისევ მოვალ [დავბრუნდები, აქ] შენთან და, ნახავ ვაჟი ეყოლება სარას“ (დაბადება 18:14; 21:1). იეჰოვა არ დაბრუნებულა პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ ყურადღება მიაპყრო სარას, რომ შეესრულებინა დანაპირები.

16. ა) როგორ ბრუნდება ქრისტე დედამიწაზე? ბ) როდის დაბრუნდა ქრისტე და რა მოხდა მაშინ?

16 ამრიგად, ქრისტეს დაბრუნებაც არ ნიშნავს დედამიწაზე პირდაპირი მნიშვნელობით დაბრუნებას. ეს უფრო იმის მიმანიშნებელია, რომ იესო მიიღებს სამეფო ძალაუფლებას და ყურადღებას მიაპყრობს დედამიწას. ამისთვის ქრისტეს არ ესაჭიროება თავისი ზეციერი ტახტის მიტოვება და პირდაპირი გაგებით, დედამიწაზე დაბრუნება. როგორც წინამდებარე თავიდან დავინახეთ, ბიბლია გვატყობინებს, რომ ახალი წელთაღრიცხვით 1914 წელს იესოსთვის დადგა ღმერთის მიერ დანიშნული დრო, რომ დაბრუნებულიყო და დაეწყო მეფობა. მაშინ ზეცაში გაისმა შეძახილი: „ახლა დადგა ჩვენი ღვთის ხსნა, ძალა და მეფობა და მისი ქრისტეს ხელმწიფება“ (გამოცხადება 12:10).

17. რა მოგვცა იესომ თავისი უხილავი დაბრუნების ამოსაცნობად?

17 რამდენადაც ქრისტეს დაბრუნება უხილავია, წამოიჭრება კითხვა: არსებობს თუ არა რაიმე მტკიცება, რომ ეს ნამდვილად მოხდა? დიახ, არსებობს. ქრისტემ თავად მოგვცა ხილული „ნიშანი“, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია ამოვიცნოთ მისი უხილავი თანდასწრება და ქვეყნიერების აღსასრულის მოახლოება. მოდი, განვიხილოთ ეს „ნიშანი“.

[სურათი 142-ე გვერდზე]

ქრისტემ თავისი სხეული მსხვერპლად შესწირა. მას აღარასოდეს შეეძლო უკან დაებრუნებინა იგი და ისევ ადამიანი გამხდარიყო.

[სურათები 144, 145 გვერდებზე]

მარიამ მაგდალელმა რატომ მიიჩნია აღდგენილი იესო მებაღედ?

რომელი ფიზიკური სხეულის ჭრილობაზე შეახებინა ხელი თომას აღდგენილმა იესომ?

[სურათი 147-ე გვერდზე]

ქრისტე უნდა დაბრუნებულიყო ისევე, როგორც დატოვა დედამიწა. როგორ დატოვა მან დედამიწა?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება