საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • rs გვ. 414-გვ. 418
  • ხელახლა დაბადება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ხელახლა დაბადება
  • მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • თუ ვინმე გეუბნება. . .
  • რას ნიშნავს ხელახლა დაბადება?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • ზეცა
    მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
  • ხელახლა დაბადება გადარჩენის ერთადერთი გზაა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • ხელახლა დაბადება
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
rs გვ. 414-გვ. 418

ხელახლა დაბადება

განმარტება: ხელახლა დაბადება გულისხმობს წყალში მონათვლას („წყლისგან დაბადება“) და ღვთის სულით დაბადებას („სულისგან დაბადება“), რის შედეგადაც ადამიანი ხდება ღვთის ძე და მას ღვთის სამეფოში შესვლის შესაძლებლობა ეძლევა (იოან. 3:3—5). ეს ეხება როგორც იესოს, ისე 144 000-ს, რომლებიც ზეციერ სამეფოში მისი თანამემკვიდრეები იქნებიან.

რატომ არის აუცილებელი ქრისტიანებისთვის „ხელახლა დაბადება“?

ღვთის განზრახვით, ზეციერ სამეფოში იესო ქრისტესთან ერთად უნდა იყვნენ ერთგული ადამიანები, რომელთა რიცხვიც განსაზღვრულია.

ლუკ. 12:32: „ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ, რადგან თქვენმა მამამ მოისურვა თქვენთვის სამეფოს მოცემა“.

გამოცხ. 14:1—3: „გავიხედე და, აი, კრავი [იესო ქრისტე] დგას სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი . . . დედამიწიდან ნაყიდი“ (იხილეთ გვერდები 161, 162, „ზეცა“).

ადამიანი ვერ მოხვდება ზეცაში ხორციელი სხეულით.

1 კორ. 15:50: „გეუბნებით, ძმებო, რომ ხორცი და სისხლი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებს, ვერც ხრწნა დაიმკვიდრებს უხრწნელობას“.

იოან. 3:6: „ხორცისგან შობილი ხორცია, სულისგან შობილი კი — სული“.

ზეციერ სამეფოში მხოლოდ მათ შეუძლიათ შესვლა, ვინც „ხელახლა დაიბადა“ და, ამგვარად, ღვთის ძე გახდა.

იოან. 1:12, 13: „ვინც მიიღო [იესო ქრისტე], ყველას ღვთის შვილებად გახდომის უფლება მისცა, რადგან სწამდათ მისი სახელი. ისინი სისხლისგან, ხორციელი სურვილისგან ან მამაკაცის სურვილისგან კი არ იშვნენ, არამედ ღვთისგან“ (ფრაზაში „ვინც მიიღო“ არ იგულისხმება ყველა ადამიანი, ვისაც სწამს ქრისტე. ყურადღება მიაქციეთ, მე-11 მუხლიდან გამომდინარე, ვისზეა აქ საუბარი [„თავისიანებზე“ ანუ ებრაელებზე]. ეს შესაძლებლობა სხვა ეროვნების ადამიანებსაც მიეცათ, მაგრამ მხოლოდ მათ, ვინც „მცირეს სამწყსოს“ მიეკუთვნება).

რომ. 8:16, 17: „ეს სული თვითონვე მოწმობს ჩვენს სულთან ერთად, რომ ღვთის შვილები ვართ. და თუ შვილები ვართ, მემკვიდრენიც ვართ — ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი, თუკი მასთან ერთად ვიტანჯებით, რომ მასთან ერთად განვდიდდეთ კიდეც“.

1 პეტ. 1:3, 4: „კურთხეული იყოს ღმერთი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამა, რომელმაც დიდი გულმოწყალებით გვშობა ხელახლა, რათა იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის მეშვეობით ცოცხალი იმედი გვქონოდა და მიგვეღო უხრწნელი, წაუბილწველი და უჭკნობელი მემკვიდრეობა. ის ზეცაში ინახება თქვენთვის“.

რას გააკეთებენ ისინი ზეცაში?

გამოცხ. 20:6: „ისინი იქნებიან ღვთისა და ქრისტეს მღვდლები და მასთან ერთად იმეფებენ ათას წელს“.

1 კორ. 6:2: „განა არ იცით, რომ ქვეყნიერებას წმინდები გაასამართლებენ?“

გადარჩება ადამიანი, თუ „ხელახლა არ დაიბადა“?

გამოცხ. 7:9, 10, 17: «ამის შემდეგ [მას შემდეგ, რაც მოციქულმა იოანემ გაიგონა ხელახლა დაბადებულთა, სულიერი ისრაელის წევრთა, ქრისტეს მომავალ თანამმართველთა რიცხვი; შეადარეთ რომაელების 2:28, 29 და გალატელების 3:26—29] გავიხედე და, აი, უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან, იდგნენ ტახტისა და კრავის წინ თეთრი გრძელი სამოსლით შემოსილნი, ხელში პალმის ტოტები ეჭირათ და ხმამაღლა ამბობდნენ: „ხსნას ჩვენს ღმერთს, ტახტზე მჯდომს, და კრავს ვუმადლით“ . . . „ტახტთან მყოფი კრავი [იესო ქრისტე] დამწყემსავს და სიცოცხლის წყლის წყაროებისკენ წაუძღვება მათ“».

ქრისტიანობამდე მცხოვრები მორწმუნე ადამიანების მოხსენიების შემდეგ, ებრაელების 11:39, 40-ში ნათქვამია: „თუმცა თავიანთი რწმენით მიეცათ დამოწმება, არც ერთ მათგანს არ მიუღია დანაპირები, რადგან ღმერთმა უკეთესი გაითვალისწინა ჩვენთვის, რათა ისინი უჩვენოდ არ გასრულყოფილებულიყვნენ“ (ვინ იგულისხმება სიტყვაში „ჩვენთვის“? როგორც ებრაელების 3:1-დან ჩანს, „ზეციური მოწოდების მოზიარენი“. მაშასადამე, სრულყოფილი ცხოვრების იმედი, რომელიც ქრისტიანობამდე მცხოვრებ მორწმუნე ადამიანებს ჰქონდათ, არ უნდა იყოს დაკავშირებული ზეცასთან).

ფსალმ. 37:29: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“.

გამოცხ. 21:3, 4: „აი, ღვთის კარავი ადამიანებთანაა. იგი მათთან დამკვიდრდება, ისინი მისი ხალხი იქნებიან და თვითონ ღმერთი მათთან იქნება. მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“.

შესაძლებელია, ადამიანს ჰქონდეს ღვთის სული, თუ „ხელახლა არ არის დაბადებული“?

იეჰოვას ანგელოზმა იოანე ნათლისმცემლის შესახებ თქვა: „წმინდა სულით აღივსება დედის მუცლიდანვე“ (ლუკ. 1:15). მოგვიანებით იესომ თქვა: «ქალის მიერ ნაშობთა შორის არავინ ყოფილა იოანე ნათლისმცემელზე დიდი, მაგრამ ის, ვინც მცირეა ზეციერ სამეფოში, მასზე დიდია [რატომ? იოანე არ მოხვდებოდა ზეცაში და, ამგვარად, საჭირო არ იყო მისი „ხელახლა დაბადება“]. იოანე ნათლისმცემლის დროიდან აქამდე [როცა იესომ ეს სიტყვები წარმოთქვა] ზეციერი სამეფოსკენ მთელი ძალით ისწრაფვიან» (მათ. 11:11, 12).

იეჰოვას სული „ამოქმედდა“ დავითზე და მისით „ლაპარაკობდა“ (1 სამ. 16:13; 2 სამ. 23:2), თუმცა ბიბლიაში არსად არის ნათქვამი, რომ ის „ხელახლა დაიბადა“. საქმეების 2:34-ში წერია: „დავითი არ ასულა ზეცაში“. ასე რომ, მას არ სჭირდებოდა „ხელახლა დაბადება“.

რით განისაზღვრება დღეს, აქვს თუ არა ადამიანს ღვთის სული?

იხილეთ გვერდები 342, 343 („სული“).

თუ ვინმე გეუბნება. . .

„მე ხელახლა ვარ დაბადებული“.

შეგიძლია ასე უპასუხო: „ესე იგი თქვენ იმედი გაქვთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ქრისტესთან იქნებით ზეცაში . . . გიფიქრიათ იმაზე, თუ რას გააკეთებენ ისინი, ვინც ზეცაში წავლენ?“ შემდეგ შეგიძლია უთხრა: 1) «ისინი მეფეები და მღვდლები იქნებიან და ქრისტესთან ერთად იმეფებენ (გამოცხ. 20:6; 5:9, 10). იესომ თქვა, რომ ეს შესაძლებლობა მხოლოდ მათ ეძლევათ, ვინც „მცირე სამწყსოს“ მიეკუთვნება» (ლუკ. 12:32). 2) „თუ ისინი მეფეები იქნებიან, მაშინ უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებსაც უხელმძღვანელებენ. ვის უნდა უხელმძღვანელონ? . . ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ეს აზრები . . .“ (ფსალმ. 37:11, 29; იგავ. 2:21, 22).

„ხართ ხელახლა დაბადებული?“

შეგიძლია ასე უპასუხო: «როგორც დავაკვირდი, „ხელახლა დაბადებაში“ სხვადასხვა რამეს გულისხმობენ. პირადად თქვენ რას გულისხმობთ?»

ან შეგიძლია უთხრა: „თქვენ ალბათ გაინტერესებთ, ვაღიარებ თუ არა იესოს მხსნელად და მაქვს თუ არა მიღებული წმინდა სული. ეს ნამდვილად ასეა; წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენთან იესოზე არ ვისაუბრებდი“. შემდეგ შეგიძლია უთხრა: 1) „სამწუხაროდ, ბევრზე, ვინც თავს ქრისტიანს უწოდებს, ვერ იტყვი, რომ მასზე წმინდა სული მოქმედებს“ (გალ. 5:22, 23). 2) „არ ისურვებდით დედამიწაზე ცხოვრებას, ყველას რომ გამოევლინა ღვთისმოსაწონი თვისებები?“ (ფსალმ. 37:10, 11).

სხვა ვარიანტი: „თუ იმას გულისხმობთ, ვაღიარებ თუ არა ქრისტეს მხსნელად, მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად ვაღიარებ. ყველა იეჰოვას მოწმე აღიარებს ქრისტეს მხსნელად. მაგრამ ხელახლა დაბადებაში ჩვენ უფრო მეტს ვგულისხმობთ“. შემდეგ შეგიძლია უთხრა: 1) „იესოს თქმით, ხელახლა დაბადება აუცილებელია იმისათვის, რომ ადამიანი მოხვდეს ღვთის სამეფოში ანუ ზეციერ ხელისუფლებაში“ (იოან. 3:5). 2) „ბიბლია ამბობს, რომ ღვთის ნების შემსრულებელი მრავალი ადამიანი დედამიწაზე იცხოვრებს და მათ ეს ხელისუფლება უხელმძღვანელებს“ (მათ. 6:10; ფსალმ. 37:29).

კიდევ ერთი ვარიანტი: სულითცხებულებს შეუძლიათ ასე უპასუხონ: „დიახ. მაგრამ ბიბლია გვაფრთხილებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით თავდაჯერებულნი არ ვიყოთ. ყოველთვის უნდა ვამოწმებდეთ საკუთარ თავს, ნამდვილად ვაკეთებთ თუ არა იმას, რასაც ღმერთი და ქრისტე მოითხოვენ ჩვენგან“ (1 კორ. 10:12). შემდეგ შეგიძლია ჰკითხო: „რა პასუხისმგებლობა დააკისრა იესომ თავის ჭეშმარიტ მიმდევრებს?“ (მათ. 28:19, 20; 1 კორ. 9:16).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება