ისრაელი და მის გარშემო მცხოვრები ხალხები
იეჰოვამ აბრაამს უთხრა: ‘წადი ურიდან, შუამდინარეთიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ’. იმ ქვეყანაში და მის გარშემო სხვა ხალხები ცხოვრობდნენ (დბ. 12:1—3; 15:17—21).
ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ ღვთის ხალხმა იცოდა, რომ წინააღმდეგობას შეხვდებოდა ისეთი მტრებისგან, როგორიც მაგალითად „მოაბის მთავრები“ იყვნენ (გმ. 15:14, 15). ამალეკელები, მოაბელები, ამონელები და ამორეველები იმ ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ, რომლებიც ისრაელებს უნდა გაევლოთ აღთქმულ ქვეყანაში შესასვლელად (რც. 21:11—13; რჯ. 2:17—33; 23:3, 4). ამასთან, ისრაელებს იმ მტრულად განწყობილი ერების წინააღმდეგაც მოუწევდათ ბრძოლა, რომლებიც აღთქმულ მიწაზე ცხოვრობდნენ.
ერები, რომლებიც აღთქმული მიწიდან უნდა განედევნათ
ღმერთმა თქვა, რომ ისრაელს უნდა „განედევნა“ შვიდი „მრავალრიცხოვანი ხალხი“ — ხეთელები, გირგაშელები, ამორეველები, ქანაანელები, ფერიზელები, ხიველები და იებუსელები — რომლებიც განადგურებას იმსახურებდნენ. ისინი მორალურად და რელიგიურად გახრწნილები იყვნენ და ეთაყვანებოდნენ ფალოსის ქვის სვეტებზე გამოსახულ ბაალს, მოლოქს, რომელსაც ბავშვებს სწირავდნენ და ნაყოფიერების ქალღმერთს — აშთორეთს (ასტარტე) (რჯ. 7:1—4; 12:31; გმ. 23:23; ლვ. 18:21—25; 20:2—5; მსჯ. 2:11—14; ფს. 105:37, 38).
ზოგჯერ ბიბლიაში მთელ იმ მიწას, რომელიც ღმერთმა ისრაელებს მისცა, „ქანაანი“ ეწოდება. ის მოიცავდა სიდონის ჩრდილოეთიდან „ეგვიპტის ხევამდე“ არსებულ ტერიტორიას (რც. 13:2, 21; 34:2—12; დბ. 10:19). მაგრამ ხანდახან გვხვდება ცალკეული ერების, ქალაქ-სახელმწიფოებისა და ხალხების სახელებიც. ზოგიერთ ხალხს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ჰქონდა ამ ტერიტორიაზე. მაგალითად, ფილისტიმელები ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ცხოვრობდნენ, ხოლო იებუსელები — მთებში, იერუსალიმთან ახლოს (რც. 13:29; იეს. 13:3). სხვები დროთა განმავლობაში იცვლიდნენ საცხოვრებელ ადგილს (დბ. 34:1, 2; 49:30; იეს. 1:4; 11:3; მსჯ. 1:16, 23—26).
ისრაელების ეგვიპტიდან გამოსვლის პერიოდში ყველაზე ძლიერ და გავლენიან ხალხად, როგორც ჩანს, ამორეველები ითვლებოდნენa (რჯ. 1:19—21; იეს. 24:15). მათ ხელში ჩაიგდეს მოაბელების ტერიტორია არნონის ხევამდე, თუმცაღა ამ ტერიტორიას — მდინარე იორდანეს გადაღმა, იერიხონის მახლობლად — მაინც „მოაბელების ველებს“ უწოდებდნენ. ამორეველი მეფეები ბაშანსა და გალაადზეც მეფობდნენ (რც. 21:21—23, 33—35; 22:1; 33:46—51).
მართალია ისრაელებს ღმერთი უჭერდა მხარს, მაგრამ მათ არ გაანადგურეს ყველა ის მსჯავრდადებული ერი, რომლებიც მოგვიანებით მახედ ექცნენ მათ (რც. 33:55; იეს. 23:13; მსჯ. 2:3; 3:5, 6; 4მფ. 21:11). მართლაც, ისრაელებმა გადაუხვიეს სწორი გზიდან, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი აფრთხილებდა მათ: „არ გაჰყვეთ უცხო ღმერთების კვალს, იმ ხალხების ღმერთთაგან, რომელნიც თქვენ ირგვლივ არიან“ (რჯ. 6:14; 13:7).
[სქოლიო]
a „ქანაანელების“ მსგავსად, „ამორეველებს“ ზოგჯერ ერთ ხალხს უწოდებდნენ, ზოგჯერ კი — ყველა იმ ხალხს, რომლებიც ამ მიწაზე ცხოვრობდნენ (დბ. 15:16; 48:22).
[რუკა 11 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ერები, რომლებიც აღთქმული მიწიდან უნდა განედევნათ
ფილისტიმი (დ8)
გ8 აშკელონი
გ9 ღაზა
დ8 აშდოდი
დ8 გათი
დ9 გერარი
ქანაანი (დ8)
ბ10 ამალეკელები
გ12 ხაცარ-ადარი (ადარი?)
გ12 კადეში (კადეშ-ბარნეა)
დ8 ლაქიში
დ9 ბეერ-შება
დ10 ამორეველები
დ11 ნეგები
ე4 დორი
ე5 მეგიდო
ე5 თაანახი
ე6 აფეკი
ე6 ხიველები
ე7 იებუსელები
ე8 ბეთ-შემეში
ე8 ხებრონი (კირიათ-არბა)
ე9 ხეთელები
ე9 დებირი
ე10 არადი (ქანაანის)
ე10 კენიელები
ე11 აკრაბიმი
ვ4 გირგაშელები
ვ6 შექემი
ვ7 ფერიზელები
ვ7 გილგალი
ვ7 იერიხონი
ვ8 იერუსალიმი
ზ2 ხიველები
ზ2 დანი (ლაიში)
ზ3 ხაცორი
ფინიკია (ვ2)
ე2 ტვიროსი
ვ1 სიდონი
ედომი (ვ12)
ვ11 სეირი
ზ11 ბოცრა
ამორეველები (სიხონი) (ზ8)
ზ6 გალაადი
ზ7 შიტიმი
ზ7 ხეშბონი
ზ9 აროერი
სირია (თ1)
ზ1 ბაალ-გადი
ზ2 ხიველები
ი1 დამასკო
მოაბი (თ10)
ამორეველები (ოგი) (ი5)
ზ6 გალაადი
თ3 ბაშანი
თ4 აშთაროთი
თ4 ედრეი
ამონი (ი7)
თ7 რაბა
[უდაბნოები]
თ12 არაბეთის უდაბნო
[მთები]
ე4 მ. ქარმელი
ე11 მ. ჰორი
ზ1 მ. ჰერმონი
ზ8 მ. ნებო
[წყლები]
გ6 ხმელთაშუა ზღვა (დიდი ზღვა)
ვ9 მარილოვანი ზღვა
ზ4 გალილეის ზღვა
[მდინარეები და დინებები]
ბ11 ეგვიპტის ხევი
ვ6 მდინარე იორდანე
ზ6 იაბოკის ხევი
ზ9 არნონის ხევი
ზ11 ზარედის ხევი
[სურათები 10 გვერდზე]
მარჯვნივ: ამორეველი მეფე ოგი მეფობდა ბაშანში, რომელიც განთქმული იყო ხარებითა და ცხვრებით.
ქვემოთ: მოაბი; მარილოვანი ზღვის გადაღმა იუდეის უდაბნო.
[სურათი 11 გვერდზე]
იეჰოვამ ისრაელს უთხრა, განედევნა ერები, რომლებიც ეთაყვანებოდნენ ცრუ ღმერთებს — ბაალს, მოლოქს და ნაყოფიერების ქალღმერთს, აშთორეთს (სურათზე).