ნაწილი 1
საპირისპირო სქესი
რას გრძნობ, როცა სკოლის დერეფანში შეყვარებულებს ხედავ?
□ რეაქცია არა მაქვს
□ გული მწყდება
□ მშურს
მეგობრებმა კინოში გადაწყვიტეთ წასვლა. იქ ხედავ, რომ ყველას შეყვარებული ჰყოლია. რას იგრძნობ?
□ რეაქცია არ მექნება
□ უხერხულად ვიქნები
□ შემშურდება
ვთქვათ, გაიგე, რომ შენს საუკეთესო მეგობარს ვიღაც შეუყვარდა და მას ხვდება. რას იგრძნობ?
□ გამიხარდება
□ გული დამწყდება
□ შემშურდება
სადაც არ უნდა იყო — სკოლაში, ქუჩაში თუ სავაჭრო ცენტრში — შეყვარებულებს ყველგან შეხვდები. როცა მათ ხედავ, შეიძლება შენც გიჩნდება იმის დიდი სურვილი, რომ გყავდეს შეყვარებული. მაგრამ ხარ მზად ამისთვის? თუ ასეა, როგორ უნდა გაიგო, ვინ იქნება შენთვის შესაფერისი? და თუ შეგიყვარდება ვინმე, როგორ უნდა შეინარჩუნო ზნეობრივი სიწმინდე დაქორწინებამდე? პირველი ხუთი თავი პასუხს გაგცემს ამ კითხვებზე.
[მთელი 12, 13 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]