ნაწილი 8
გართობა და დასვენება
ერთობი ხოლმე სპორტით, მუსიკით, კომპიუტერული თამაშებით ან ფილმებისა და ტელეგადაცემების ყურებით?
□ იშვიათად
□ დღეში ერთხელ
□ დღეში რამდენჯერმე
ყველაზე მეტად ვინ ან რა ახდენს გავლენას შენს არჩევანზე გართობასა და დასვენებასთან დაკავშირებით?
□ თანატოლები
□ მშობლები
□ რეკლამა
გასართობად და დასასვენებლად შენ და შენი თაობის ახალგაზრდებს დღეს ძალიან დიდი არჩევანი გაქვთ. წინა თაობები ამაზე ვერც კი იოცნებებდნენ. მაგრამ დროში შეზღუდული ხარ და ის, რითაც გაერთობი, გავლენას მოახდენს შენს აზროვნებასა და შეხედულებებზე. რა დრო უნდა დაუთმო გართობასა და დასვენებას? რანაირად უნდა განსაზღვრო, თუ რით გაერთო და როგორ დაისვენო? 30—33-ე თავები დაგეხმარება სწორი არჩევნის გაკეთებაში.
[მთელი 244, 245 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]