საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 10 გვ. 30
  • გახსოვდეთ ლოტის ცოლი!

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გახსოვდეთ ლოტის ცოლი!
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • ლოტის ცოლი
    ბიბლიური მოთხრობები
  • ლოტი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • აბრაამთან დადებული შეთანხმება
    რას გვამცნობს ბიბლია?
  • სოდომი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 10 გვ. 30
ლოტის ცოლი მარილის სვეტად იქცა, ლოტმა და მისმა ქალიშვილებმა თავი დააღწიეს განადგურებას.

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 10

გახსოვდეთ ლოტის ცოლი!

ლოტი ქანაანში აბრაამთან, თავის ბიძასთან ცხოვრობდა. დროთა განმავლობაში აბრაამსა და ლოტს საქონელი ისე გაუმრავლდათ, რომ მიწები აღარ ჰყოფნიდათ. აბრაამმა უთხრა ლოტს: ვეღარ ვიცხოვრებთ ერთად. გთხოვ აირჩიე, რომელი მხარე გირჩევნია; შენ თუ ამ მხარეს წახვალ, მე მეორე მხარეს წავალ. ხედავ, რა კეთილი იყო აბრაამი?!

გაიხედა ლოტმა და ქალაქ სოდომთან ახლოს დაინახა გამწვანებული მხარე, სადაც ბევრი მდინარე იყო. ადგა და ოჯახთან ერთად იქ გადავიდა საცხოვრებლად.

სოდომსა და მის მეზობელ ქალაქ გომორაში ძალიან ცუდი ხალხი ცხოვრობდა. ისინი იმდენად ბოროტები იყვნენ, რომ იეჰოვამ ამ ორი ქალაქის განადგურება გადაწყვიტა. მაგრამ ღმერთს უნდოდა, რომ ლოტი და მისი ოჯახი გადაერჩინა და გასაფრთხილებლად ორი ანგელოზი გაგზავნა მათთან. ანგელოზებმა უთხრეს მათ: რაც შეიძლება სწრაფად გადით ამ ქალაქიდან! იეჰოვა ამ ქალაქის განადგურებას აპირებს.

ლოტი აგვიანებდა ქალაქიდან გასვლას, ამიტომ ანგელოზებმა მოჰკიდეს ხელი მას, მის ცოლსა და ორ ქალიშვილს, სასწრაფოდ გაიყვანეს ქალაქიდან და უთხრეს: გაიქეცით, რომ გადარჩეთ! უკან არ მოიხედოთ! თუ მოიხედავთ, დაიხოცებით.

სოდომი და გომორა ცეცხლით და გოგირდით ნადგურდება.

როცა ისინი ქალაქ ცოარს მიუახლოვდნენ, იეჰოვამ ციდან ცეცხლი და გოგირდი აწვიმა სოდომსა და გომორას. ორივე ქალაქი მთლიანად განადგურდა. ლოტის ცოლმა არ დაუჯერა იეჰოვას და უკან მოიხედა. ის მაშინვე მარილის სვეტად გადაიქცა. მაგრამ ლოტსა და მის ქალიშვილებს არაფერი მოსვლიათ, რადგან დაემორჩილნენ იეჰოვას. რა თქმა უნდა, ლოტის ცოლის დაუმორჩილებლობა ძალიან ატკენდა გულს მისი ოჯახის წევრებს. ამ შემთხვევიდან ვსწავლობთ, რომ ღმერთს ყოველთვის უნდა დავემორჩილოთ.

„გახსოვდეთ ლოტის ცოლი!“ (ლუკა 17:32).

კითხვები: რატომ გაანადგურა იეჰოვამ სოდომი და გომორა? რატომ იქცა ლოტის ცოლი მარილის სვეტად?

დაბადება 13:1–13; 19:1–26; ლუკა 17:28, 29, 32; 2 პეტრე 2:6–9

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება