საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 11 გვ. 32-გვ. 33 აბზ. 2
  • რწმენის გამოცდა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რწმენის გამოცდა
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • ღმერთმა გამოსცადა აბრაამი
    ბიბლიური მოთხრობები
  • ღვთის სიყვარულის უდიდესი მტკიცება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • იეჰოვამ მას „ჩემი მეგობარი“ უწოდა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2016
  • ვინ იყო აბრაამი?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 11 გვ. 32-გვ. 33 აბზ. 2
აბრაამი და ისაკი მიდიან მორიასკენ.

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 11

რწმენის გამოცდა

აბრაამმა თავის ვაჟს, ისაკს ასწავლა, რომ ჰყვარებოდა იეჰოვა და ერწმუნა მისი ყველა დანაპირები. მაგრამ ერთხელ, როდესაც ისაკი დაახლოებით 25 წლის იყო, იეჰოვამ აბრაამს ძალიან რთული დავალება მისცა. გაინტერესებს, რა იყო ეს?

ღმერთმა უთხრა აბრაამს: გთხოვ, წაიყვანე შენი ვაჟი და ადი მორიას მთაზე. იქ მსხვერპლად შემომწირე ის. აბრაამს არ ესმოდა, რატომ დაავალა ღმერთმა ეს, მაგრამ უარი არ უთქვამს ამ დავალების შესრულებაზე.

მეორე დღეს აბრაამი დილით ადრე ადგა, მოჰკიდა ხელი ისაკს და მორიას მთისკენ გაემართა. თან ორი მსახურიც გაიყოლა. სამი დღე იარეს და ბოლოს მორიას მთაც გამოჩნდა. აბრაამმა უთხრა მსახურებს: თქვენ აქ დაგველოდეთ. მე და ისაკი ავალთ მთაზე და მსხვერპლს შევწირავთ. შემდეგ მან ისაკს უთხრა, შეშა წამოეღო, თვითონ კი დანა აიღო და ორივენი გაუყვნენ მთისკენ მიმავალ გზას. ისაკმა ჰკითხა მამას: სად არის შესაწირი მსხვერპლი? აბრაამმა უპასუხა: იეჰოვა გამოაჩენს, შვილო.

ავიდნენ მთაზე და იქ სამსხვერპლო ააგეს. აბრაამმა ისაკს ხელ-ფეხი შეუკრა და სამსხვერპლოზე დააწვინა.

ისაკი გაკოჭილი წევს სამსხვერპლოზე, აბრაამს კი დანა უჭირავს ხელში.

როგორც კი აბრაამმა დანა აიღო, იეჰოვას ანგელოზმა დაუძახა ზეციდან: აბრაამ! ბიჭს არაფერი დაუშავო! ახლა ვიცი, რომ ნამდვილად გწამს ღმერთი, რადგან საკუთარ შვილს სწირავდი იეჰოვას. გაიხედა აბრაამმა და ბუჩქებში რქებით გახლართული ვერძი დაინახა. სწრაფად შეხსნა ისაკს თოკები და მის მაგივრად ვერძი შესწირა ღმერთს.

ამ დღის შემდეგ იეჰოვამ აბრაამს თავისი მეგობარი უწოდა. იცი რატომ? იმიტომ რომ აბრაამმა ის გააკეთა, რაც იეჰოვას უნდოდა, თუმცა ვერ ხვდებოდა, რატომ სთხოვა ღმერთმა ეს.

აბრაამი თოკებს ხსნის ისაკს.

იეჰოვამ ისევ გაუმეორა თავისი დანაპირები აბრაამს: გაკურთხებ და გავამრავლებ შენს შთამომავლობას. ეს იმას ნიშნავდა, რომ იეჰოვა ყველა კარგ ადამიანს აკურთხებდა აბრაამის ოჯახის მეშვეობით.

„ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16).

კითხვები: როგორ დაამტკიცა აბრაამმა, რომ ენდობოდა იეჰოვას? რას დაჰპირდა იეჰოვა აბრაამს?

დაბადება 22:1–18; ებრაელები 11:17–19; იაკობი 2:21–23

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება