საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 70 გვ. 166-გვ. 167 აბზ. 2
  • ანგელოზები იესოს დაბადებას აცხადებენ

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ანგელოზები იესოს დაბადებას აცხადებენ
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • სად და როდის იბადება იესო
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • იესო ბოსელში დაიბადა
    ბიბლიური მოთხრობები
  • ვინ არის იესო ქრისტე დღეს?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
  • „გულში დასკვნებს აკეთებდა“
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 70 გვ. 166-გვ. 167 აბზ. 2
ანგელოზები იესოს დაბადებას ამცნობენ მწყემსებს.

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 70

ანგელოზები იესოს დაბადებას აცხადებენ

რომის იმპერიის მმართველმა, კეისარმა ავგუსტუსმა, ქვეყანაში მოსახლეობის აღწერის ბრძანება გასცა. ყველა იუდეველი თავის მშობლიურ ქალაქში უნდა წასულიყო და აღწერა გაევლო. იოსები და მარიამიც ადგნენ და წავიდნენ ბეთლემში, საიდანაც იოსების ოჯახი იყო წარმოშობით. ზუსტად იმ დროს მარიამს შვილი უნდა გაეჩინა.

როდესაც ისინი ბეთლემში ჩავიდნენ, ღამის გასათევი ვერ იპოვეს და გადაწყვიტეს, ბოსელში დარჩენილიყვნენ. მარიამმაც იქ გააჩინა შვილი, რომელსაც იესო დაარქვა; ბავშვი სახვევებში გაახვია და ბაგაში ჩააწვინა.

იმ ღამით ბეთლემთან ახლოს რამდენიმე მწყემსი გარეთ ცხვარს მწყემსავდა. მოულოდნელად მათ წინაშე ანგელოზი გამოჩნდა და იქაურობა იეჰოვას დიდებამ გაანათა. მწყემსებს შეეშინდათ, მაგრამ ანგელოზმა უთხრა მათ: ნუ გეშინიათ! თქვენთვის სასიხარულო ამბავი მაქვს. დღეს ბეთლემში მესია დაიბადა. ამ დროს ცაში ბევრი ანგელოზი გამოჩნდა. ისინი ამბობდნენ: დიდება ზეცაში ღმერთს და მშვიდობა დედამიწაზე ადამიანებს! ამის შემდეგ ანგელოზები გაუჩინარდნენ.

მწყემსებმა ერთმანეთს უთხრეს: მოდი ახლავე ბეთლემში წავიდეთ და მესია ვნახოთ; წავიდნენ და მივიდნენ ბოსელში, სადაც იოსები და მარიამი იყვნენ თავიანთ ახალშობილთან ერთად.

მწყემსების მონაყოლმა ყველა გააოცა. მარიამი ღრმად ჩაუფიქრდა ანგელოზის სიტყვებს და არასოდეს დავიწყებია მისი ნათქვამი. შემდეგ მწყემსები უკან დაბრუნდნენ და მადლობას უხდიდნენ იეჰოვას იმისთვის, რაც ნახეს და მოისმინეს.

„მე ღვთისგან ვარ და ახლა აქა ვარ. არც ჩემით მოვსულვარ აქ, მან გამომგზავნა“ (იოანე 8:42).

კითხვები: როგორ გააცხადეს ანგელოზებმა იესოს დაბადება? ვისთან მივიდნენ მწყემსები ბეთლემში?

ლუკა 2:1–20; ესაია 9:6

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება