საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 74 გვ. 176-გვ. 177 აბზ. 4
  • იესო ხდება მესია

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იესო ხდება მესია
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • იესოს ნათლობა
    ბიბლიური მოთხრობები
  • იესო ინათლება
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • იოანე ამზადებს გზას
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • „ის უნდა იზრდებოდეს, მე კი ვმცირდებოდე“
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 74 გვ. 176-გვ. 177 აბზ. 4
ღვთის სული მტრედის სახით გადმოვიდა იესოზე მას შემდეგ, რაც იოანემ მონათლა ის.

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 74

იესო ხდება მესია

იოანე მესიის შესახებ ქადაგებდა და ამბობდა: მოდის ის, ვინც ჩემზე დიდია. იესო დაახლოებით 30 წლის იყო, როცა გალილეიდან მივიდა მდინარე იორდანესთან, სადაც იოანე ხალხს ნათლავდა. იესოს უნდოდა, რომ იოანეს ისიც მოენათლა, მაგრამ იოანემ უთხრა: მე კი არ უნდა მოგნათლო, შენ უნდა მომნათლო. იესომ მიუგო: იეჰოვას სურს, რომ შენ მომნათლო მე. ასე რომ, ისინი ჩავიდნენ მდინარეში და იოანემ იესო წყალში სრული ჩაძირვით მონათლა.

წყლიდან ამოსვლის შემდეგ იესომ ლოცვით მიმართა იეჰოვას. ამ დროს გაიხსნა ცა და ღვთის სული მტრედის სახით გადმოვიდა მასზე. შემდეგ იეჰოვას ხმა გაისმა ზეციდან: შენა ხარ ჩემი საყვარელი ძე, მე მოგიწონე!

მას შემდეგ, რაც იესოზე იეჰოვას სული გადმოვიდა, ის ქრისტე ანუ მესია გახდა. ახლა ის უკვე მზად იყო, დაეწყო ის საქმე, რომლისთვისაც იეჰოვამ გამოგზავნა დედამიწაზე.

ნათლობის შემდეგ იესო უდაბნოში წავიდა და 40 დღე იყო იქ. როცა უკან დაბრუნდა, ის იოანესთან მივიდა. მისი დანახვისას იოანემ თქვა: აი ღვთის კრავი, რომელიც ადამიანებს ცოდვისგან გაათავისუფლებს. ამ სიტყვებით იოანემ ხალხს გააგებინა, რომ იესო მესია იყო. იცი, რა შეემთხვა იესოს უდაბნოში ყოფნის დროს? ამას შემდეგი მოთხრობიდან გაიგებ.

„ხმაც გაისმა ციდან: „შენა ხარ ჩემი საყვარელი ძე! მე მოგიწონე!“ (მარკოზი 1:11).

კითხვები: რატომ მოინათლა იესო? რატომ უწოდა იოანემ იესოს ღვთის კრავი?

მათე 3:13–17; მარკოზი 1:9–11; ლუკა 3:21–23; იოანე 1:29–34; ესაია 42:1; ებრაელები 10:7–9

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება