საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 83 გვ. 194-გვ. 195 აბზ. 1
  • იესო ათასობით ადამიანს აპურებს

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იესო ათასობით ადამიანს აპურებს
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • იესო ხალხს რამდენიმე პურითა და თევზით აპურებს
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • ხალხის სასწაულებრივად დაპურება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
  • უამრავი ადამიანის დაპურება
    ბიბლიური მოთხრობები
  • იესოს ბოლო ვახშამი
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 83 გვ. 194-გვ. 195 აბზ. 1
მოციქულები საჭმელს უნაწილებენ უამრავ ხალხს.

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 83

იესო ათასობით ადამიანს აპურებს

ახალი წელთაღრიცხვით 32 წელი იყო. ახლოვდებოდა პასექის დღესასწაული. იესოს მოციქულები მსახურებიდან დაბრუნდნენ და იესოსთან მივიდნენ. ისინი ძალიან დაღლილები იყვნენ. იესომ მოწაფეები ნავით ბეთსაიდაში წაიყვანა, რომ დაესვენათ. მაგრამ, როგორც კი ნავი ნაპირს მიადგა, იესომ დაინახა, რომ ათასობით ადამიანი გამოჰყოლოდა მათ. მიუხედავად იმისა, რომ იესოს თავის მოციქულებთან მარტო ყოფნა უნდოდა, ის ხალხს თბილად შეხვდა. მან განკურნა ავადმყოფები და მთელი დღე ღვთის სამეფოზე ასწავლიდა. როცა მოსაღამოვდა, მასთან მოციქულები მივიდნენ და უთხრეს: ხალხს ალბათ მოშივდა. გაუშვი, რომ საჭმელი იყიდონ.

ბავშვი იესოს აძლევს კალათას, რომელშიც თევზი და პურია.

იესომ მიუგო მათ: არ არის საჭირო წასვლა. თქვენ მიეცით საჭმელი. მოციქულებმა ჰკითხეს: ჩვენ წავიდეთ და პური ვიყიდოთ მათთვის? ერთ-ერთმა მოციქულმა, ფილიპემ, თქვა: 200 დინარის პურიც რომ ვიყიდოთ, ამდენ ხალხს როგორ ეყოფა?

იესომ ჰკითხა მათ: რამდენი პური გაქვთ? ანდრიამ მიუგო: ხუთი პური და ორი თევზი, მაგრამ ეს რას გვეყოფა? იესომ უთხრა: მომიტანეთ ეგ პური და თევზი. შემდეგ იქ მოგროვილ ხალხს უთხრა, ორმოცდაათ და ასკაციან ჯგუფებად დამსხდარიყვნენ. იესომ აიღო პური და თევზი, ცას ახედა და ილოცა. მერე პური და თევზი მოციქულებს გადასცა, მათ კი ხალხს ჩამოურიგეს. ქალებისა და ბავშვების გარდა, იქ 5 ათასი კაცი იყო შეკრებილი. ყველამ ჭამა და დანაყრდა. ბოლოს მოციქულებმა ნარჩენები მოაგროვეს, რომ არაფერი გაფუჭებულიყო. მორჩენილი პურის ნატეხებით 12 კალათა აავსეს. რა დიდებული სასწაული მოახდინა იესომ, არა?!

ამ ამბავმა ხალხზე ისე ძალიან იმოქმედა, რომ მათ იესოს გამეფება მოინდომეს. მაგრამ იესომ იცოდა, რომ ჯერ ვერ გახდებოდა მეფე, რადგან იეჰოვას ამისთვის სხვა დრო ჰქონდა დანიშნული. ამიტომ მან ხალხი გაუშვა, მოციქულებს კი უთხრა, გალილეის ზღვის მეორე ნაპირზე გადასულიყვნენ. ისინიც ჩასხდნენ ნავში და წავიდნენ, იესო კი მთაზე ავიდა. იცი, რისთვის? იმისთვის, რომ განმარტოებულიყო და ელოცა. როგორი დაკავებულიც არ უნდა ყოფილიყო, იესო ყოველთვის ნახულობდა დროს ლოცვისთვის.

„ისეთი საზრდოსთვის კი ნუ იშრომებთ, რომელიც ფუჭდება, არამედ ისეთისთვის იშრომეთ, რომელიც მარადიულ სიცოცხლეს მოგიტანთ და რომელსაც კაცის ძე მოგცემთ“ (იოანე 6:27).

კითხვები: რით აჩვენა იესომ, რომ ხალხზე ზრუნავდა? რას გვასწავლის ეს იეჰოვას შესახებ?

მათე 14:14–22; ლუკა 9:10–17; იოანე 6:1–15

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება