საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 86 გვ. 200-გვ. 201 აბზ. 1
  • იესომ გააცოცხლა ლაზარე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იესომ გააცოცხლა ლაზარე
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • რატომ არ ჩქარობდა იესო?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • რა ხდება სიკვდილის შემდეგ?
    ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან
  • მართა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ლაზარე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 86 გვ. 200-გვ. 201 აბზ. 1
მკვდრეთით აღდგენილი ლაზარე და მისი დები, მარიამი და მართა

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 86

იესომ გააცოცხლა ლაზარე

ბეთანიაში ცხოვრობდნენ იესოს უახლოესი მეგობრები – ლაზარე და მისი დები, მარიამი და მართა. ერთხელ, როცა იესო პერეაში იყო, მარიამმა და მართამ შეუთვალეს, ლაზარე ძალიან ავად არის და სწრაფად მოდიო. მაგრამ იესო მაშინვე არ წავიდა მათთან. ის პერეაში კიდევ ორი დღე დარჩა, შემდეგ კი თავის მოწაფეებს უთხრა: წამოდით, ბეთანიაში წავიდეთ. ლაზარემ დაიძინა და უნდა გავაღვიძო. მოწაფეებმა უთხრეს იესოს: თუ დაიძინა, კარგია, მალე გამოჯანმრთელდება. შემდეგ იესომ პირდაპირ უთხრა მათ: ლაზარე მოკვდა.

როცა იესო ბეთანიაში ჩავიდა, ლაზარე უკვე ოთხი დღის დაკრძალული იყო. მართასთან და მარიამთან უამრავი ხალხი მიდიოდა სანუგეშებლად. როცა მართამ გაიგო, იესო მოდისო, მასთან შესახვედრად გაიქცა. „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა,“ – უთხრა მან იესოს. იესომ უპასუხა: შენი ძმა გაცოცხლდება. გწამს ეს, მართა? მან მიუგო: მწამს, რომ გაცოცხლდება აღდგომის დროს. იესომ მას უთხრა: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე“.

ამის შემდეგ მართა მარიამთან დაბრუნდა და უთხრა, რომ იესო იყო მოსული. მარიამიც გაიქცა მის სანახავად და ხალხიც თან გაჰყვა. ის იესოს ფეხებთან დაემხო და ტირილი დაიწყო. მან უთხრა იესოს: უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩვენი ძმა ისევ ცოცხალი იქნებოდა. როცა იესომ დაინახა, როგორ ტიროდა და იტანჯებოდა მარიამი, თვითონაც ატირდა. მისი ცრემლების დანახვაზე, ხალხმა წამოიძახა: ნახეთ, როგორ ჰყვარებია ლაზარე! ზოგი კი ამბობდა, რატომ არაფერი გააკეთა თავისი მეგობრის გადასარჩენადო. საინტერესოა, რას იზამდა იესო.

იესო სამარხთან მივიდა. შესასვლელზე დიდი ქვა იყო აფარებული. მან დაიძახა: მოაშორეთ ლოდი! მართამ უთხრა, რომ ის ოთხი დღის მკვდარი იყო და მისი სხეული უკვე აყროლდებოდა. მაგრამ ქვა მაინც გადააგორეს. იესომ ილოცა: მამა, მადლობა, რომ მისმენ. ვიცი, რომ ყოველთვის მისმენ, მაგრამ ამას ახლა აქ მდგომი ხალხის გასაგონად ვამბობ, რათა გაიგონ, რომ შენ გამომგზავნე. ამის შემდეგ მან ხმამაღლა დაიძახა: „ლაზარე, გამოდი!“. უცებ გასაოცარი რამ მოხდა. ლაზარე სამარხიდან გამოვიდა ტილოს ქსოვილში გახვეული. იესომ თქვა: „გახსენით, იაროს!“.

ბევრმა, ვინც ეს სასწაული ნახა, ირწმუნა იესო. მაგრამ ზოგი ფარისევლებთან წავიდა და მომხდარის შესახებ მოუყვა. ამის შემდეგ ფარისევლებმა გადაწყვიტეს, ლაზარეც მოეკლათ და იესოც. თორმეტიდან ერთი მოციქული, იუდა ისკარიოტელი, ჩუმად მივიდა ფარისევლებთან და ჰკითხა: რამდენს გადამიხდით, იესო რომ ხელში ჩაგიგდოთ? მათ უთხრეს, რომ 30 ვერცხლს გადაუხდიდნენ. იუდამ შესაფერისი მომენტის შერჩევა დაიწყო, რომ იესო ფარისევლებისთვის გადაეცა.

„ჩვენი ღმერთი მხსნელი ღმერთია; უზენაესი უფალი იეჰოვაა კაცთა მხსნელი სიკვდილისგან“ (ფსალმუნი 68:20).

კითხვები: მოჰყევი, როგორ გაცოცხლდა ლაზარე. რის გაკეთება გადაწყვიტეს ფარისევლებმა, როცა გაიგეს, რომ ლაზარე მკვდრეთით აღდგა?

მათე 26:14–16; იოანე 11:1–53; 12:10

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება