ნაწილი 1 – შემოქმედება
ბიბლია იწყება შემოქმედებითი პროცესების აღწერით. ის მოგვითხრობს, თუ როგორ შექმნა იეჰოვამ უმშვენიერესი სამყარო. მშობლებო, დაეხმარეთ შვილებს ბუნებაში არსებული საოცარი მრავალფეროვნების დანახვაში. ყურადღება გაუმახვილეთ იმაზე, თუ რამდენად აღმატებული ქმნილებაა ადამიანი ცხოველებთან შედარებით; ღმერთმა ადამიანებს მოგვცა ლაპარაკის, აზროვნების, გამოგონების, სიმღერისა თუ ლოცვის უნარი. დაეხმარეთ შვილებს, განივითარონ მადლიერების გრძნობა იეჰოვასადმი, რომელმაც დიდი ძალით, სიბრძნითა და განსაკუთრებული სიყვარულით შექმნა ყველა თავისი ქმნილება, მათ შორის, თითოეული ჩვენგანი.