ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 78
ვასწავლით ღვთის სიტყვას
- 1. ღვთის სიტყვას როცა ვასწავლით, - სიხარულით ვტკბებით, - შეუდარებელი ძღვნით და - უხვი კურთხევებით. - ჩვენ ვბაძავთ იესოს, ღვთის ძეს, - თუ სიყვარულს ვავლენთ. - ვასწავლით და ვეხმარებით სხვებს, - ღმერთს დაუახლოვდნენ. 
- 2. რადგან ვასწავლით ღვთის სიტყვას, - გვსურს, მოვიქცეთ სწორად, - ყველა ხედავდეს, რომ ჩვენ ღვთის - სინათლეს ვირეკლავთ. - ღვთის სიტყვას ვიკვლევთ გულდასმით, - ვწვდებით მის სიღრმეებს. - იმ საუნჯეს, რაც ჩვენ გულში გვაქვს, - დღეს ვუზიარებთ სხვებს. 
- 3. ღვთისგან ვართ აღჭურვილნი, რომ - ვუქადაგოთ ყველას. - როცა ღმერთს თხოვნით მივმართავთ, - ის ისმენს ჩვენს ლოცვას. - ღვთის სიტყვა ჭეშმარიტია, - ძალზე ვაფასებთ მას. - დღეს ვისაც ვასწავლით, სულ მალე - თავად ასწავლის სხვას. 
(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 119:97; 2 ტიმ. 4:2; ტიტ. 2:7; 1 იოან. 5:14)