საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wcg თ. 16 გვ. 78-გვ. 81
  • „წამოგყვები“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „წამოგყვები“
  • გაბედულად იარეთ ღვთის გზით
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • გამოიკვლიეთ
  • რას სწავლობთ
  • ფართოდ შეხედეთ საკითხს
  • გაიგეთ მეტი
  • რწმენით სძლია ბარაკმა ძლიერ ჯარს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • „გამოვჩნდი, დედა, ისრაელში“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
  • ახალი წინამძღოლი და ორი მამაცი ქალი
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • ორი მამაცი ქალი
    ბიბლიური მოთხრობები
იხილეთ მეტი
გაბედულად იარეთ ღვთის გზით
wcg თ. 16 გვ. 78-გვ. 81

16 ᲑᲐᲠᲐᲙᲘ ᲓᲐ ᲓᲔᲑᲝᲠᲐ

„წამოგყვები“

ბეჭდური ვერსია
ბეჭდური ვერსია

ᲘᲡᲠᲐᲔᲚᲛᲐ ზურგი აქცია იეჰოვას და იეჰოვაᲛაც, გაფრთხილებისამებრ, მტრის ხელში ჩაყარა ისინი. ქანაანის ერთ-ერთი მეფე, იაᲑინი, მათ სასტიკად ჩაგრავდა. იაბინს მხედართმთავრად ულმობელი კაცი, სისერა, ჰყავდა დაყენებული. მას 900 ცელიანი საომარი ეტლი და დიდძალი ჯარი ჰყავდა.

სისერა თავისი ჯარით 20 წლის განმავლობაში აოხრებდა ისრაელის მიწას. ისინი თავს ესხმოდნენ სოფელსა თუ ქალაქს და, როგორც ჩანს, იტაცებდნენ იქაურ ქალებს და აუპატიურებდნენ. ისრაელების უმეტესობას თავის დასაცავად იარაღიც კი არ ჰქონდა. ასეთი მძიმე ვითარების გამო ხალხი შიშით გზებზე ვეღარ დადიოდა და სოფლებიც დაცარიელდა.

იმ დროს ისრაელში მსაჯულობდა წინასწარმეტყველი ქალი, სახელად დებორა, და რთული სიტუაციების დროს ხალხი მასთან მიდიოდა ღვთის თვალსაზრისის გასაგებად. იეჰოვამ სწორედ მისი მეშვეობით გაუცხადა ერთ კაცს, სახელად ბარაკს, რომ ისრაელის მხსნელი და მსაჯული იქნებოდა. იეჰოვას მითითებისამებრ, ბარაკს 10 000 კაცი უნდა შეეკრიბა და თაბორის მთისკენ წასულიყო. წარმოიდგინეთ, როგორ გააოცებდა მას ეს მითითება. თუმცა იეჰოვა დაჰპირდა, რომ სისერასა და მის ჯარს ხელში ჩაუგდებდა.

თავმოყვარეობა ხომ არ შეელახა ბარაკს იმის გამო, რომ ქალმა მისცა მითითებები? სრულებითაც არა. პირიქით, დებორას ისიც კი სთხოვა, რომ თან გაჰყოლოდა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბარაკს რწმენა აკლდა. მას სჯეროდა, რომ იეჰოვა იყო დებორასთან. ამიტომ ეჭვი არ ეპარებოდა, რომ თუ ის მის გვერდით იქნებოდა, იეჰოვა მასაც დაუჭერდა მხარს. Მოგვიანებით ბარაკი პავლემაც მოიხსენია განსაკუთრებული რწმენის მქონე კაცებსა და ქალებს შორის (ებრ. 11:1, 2, 32). ბარაკის თხოვნას დებორა არ შეუშინებია და უთხრა: „წამოგყვები“. მან ის იმის შესახებაც გააფრთხილა, რომ იეჰოვა სისერას ქალის ხელში ჩააგდებდა.

ბარაკი საომრად უხმობს ხალხს და 10 000 მამაც მეომარს კრებს. მას თავისი ლაშქარი თაბორის მთაზე აჰყავს. ამ მთის სიმაღლე დაახლოებით 560 მეტრია და ის იზრეელის ველს გადაჰყურებს. ამ მთიდან დებორა, ბარაკი და მისი მეომრები კარგად ხედავენ, როგორ უახლოვდებათ სისერა საომარი ეტლებით.

დებორა, ბარაკი და მისი ჯარი თაბორის მთიდან აკვირდებიან, როგორ უახლოვდებათ სისერა საომარი ეტლებით.

რა სტრატეგიას აირჩევს ბარაკი? ერთი შეხედვით, უფრო გამართლებული იქნება, რომ სისერას მთის ფერდობზე შეებრძოლონ. იქ ეტლებს უფრო გაუჭირდებათ გადაადგილება და ისრაელებს გამარჯვების მეტი შანსი ექნებათ. მაგრამ ბარაკს კარგად ესმის, რომ ბრძოლაში გამარჯვება მხოლოდ და მხოლოდ იეჰოვას ხელშია. ამიტომ ითვალისწინებს დებორას რჩევას, მთიდან ეშვება და სისერასა და მის საომარ ეტლებს ველზე ხვდება შესაბრძოლებლად.

მსაჯულსა და წინასწარმეტყველ ქალს სასტიკ მხედართმთავართან და მის ჯართან მოუწიათ პირისპირ შეხვედრა.

სტრატეგიული თვალსაზრისით ეს დამარცხების ტოლფასია. მაგრამ იეჰოვა ხედავს მათ გაბედულებას და ხელს უმართავს. ის თავგზას უბნევს სისერასა და მთელ მის ჯარს. ამას თავსხმა წვიმაც ემატება. იზრეელის ველი ისე ტალახდება, რომ სისერას ეტლები შიგ ეფლობა. ასე რომ, მეომრებს ეტლიდან ჩამოსვლა და ხელჩართული ბრძოლა უწევთ. ამ ბრძოლაში სისერას მთელი ჯარი ნადგურდება.

რაც შეეხება თავად სისერას, ის თავის ხალხს შუა ბრძოლაში ტოვებს და გარბის იმ იმედით, რომ თავს უშველის. მაგრამ ბარაკი ედევნება. განვითარებულ მოვლენებს იეჰოვაც ადევნებს თვალს. სისერა მის განაჩენს ვერსად გაექცევა!

წაიკითხეთ:

  • მსაჯულები 4:1–16, 23, 24; 5:1–23

იმსჯელეთ:

რაში გამოჩნდა ბარაკისა და დებორას გაბედულება?

გამოიკვლიეთ

  1. 1) რა მდგომარეობაში იყვნენ ისრაელები, როცა მათ მიწაზე სისერა დათარეშობდა? (w15 8/1 12 ¶9)

  2. 2) რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ დებორა არ მიეკუთვნება იმ თორმეტ მსაჯულს, რომლებიც სამუელამდე იყვნენ ისრაელში? (w86 6/1 31 ¶6–8)

  1. 3) რა გაგებით ეწოდებოდა დებორას „დედა“ ისრაელში? (მსაჯ. 4:4, 5; 5:7; w15 8/1 13 ¶2) სურათი 1

დებორა პალმის ქვეშ ზის და განიხილავს ორი მამაკაცის დავას ცხვრის შესახებ. მისკენ ებრაელი ცოლ-ქმარი მიემართება.

სურათი 1

სურათი 1

  1. 4) რა იგულისხმეს ბარაკმა და დებორამ სიტყვებში: „ციდან ვარსკვლავები ებრძოდნენ სისერას“? (მსაჯ. 5:20; w05 1/15 25 ¶5)

რას სწავლობთ

  • როდის შეუძლია ძმას მიჰბაძოს ბარაკს, რომელმაც თავმდაბლად მიიღო ქალისგან დახმარება? სურათი 2

    და სამ ძმას უხსნის, როგორ მუშაობს გაგრილებისა და გათბობის სისტემა. ისინიც ყურადღებით უსმენენ და ჩანაწერებს აკეთებენ.

    სურათი 2

  • რატომ დასჭირდებოდა დებორას გამბედაობა, რომ ბარაკს გაჰყოლოდა?

  • ჩვენ რა შემთხვევაში შეიძლება დაგვჭირდეს მსგავსი გამბედაობა?

ფართოდ შეხედეთ საკითხს

  • რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?

  • როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?

  • რას ჰკითხავთ მკვდრეთით აღმდგარ ბარაკსა და დებორას?

გაიგეთ მეტი

გაიგეთ, როგორ გვარწმუნებს დებორასა და ბარაკის შემთხვევა, რომ იეჰოვა აფასებს ჩვენს ძალისხმევას.

„დაე თქვენმა მზადყოფნის სულმა განადიდოს იეჰოვა!“ (w17.04 28–32)

რა მხრივ არიან დებორა და ბარაკი ნდობის, მოკრძალებისა და მორჩილების მაგალითი?

„რწმენით სძლია ბარაკმა ძლიერ ჯარს“ (w03 11/15 28–31)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება