საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wcg თ. 18 გვ. 86-გვ. 89
  • ის გაბედული და ფრთხილი იყო

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ის გაბედული და ფრთხილი იყო
  • გაბედულად იარეთ ღვთის გზით
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • გამოიკვლიეთ
  • რას სწავლობთ
  • ფართოდ შეხედეთ საკითხს
  • გაიგეთ მეტი
  • „იეჰოვას მახვილი და გედეონისა!“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • გედეონი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • გედეონი ამარცხებს მიდიანელებს
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • გედეონი და 300 მეომარი
    ბიბლიური მოთხრობები
იხილეთ მეტი
გაბედულად იარეთ ღვთის გზით
wcg თ. 18 გვ. 86-გვ. 89

18 ᲒᲔᲓᲔᲝᲜᲘ

ის გაბედული და ფრთხილი იყო

ბეჭდური ვერსია
ბეჭდური ვერსია

ᲘᲡᲠᲐᲔᲚᲘ კიდევ ერთხელ განუდგა იეჰოვას, რის გამოც ის მეტად აღარ მფარველობდა მათ. ამას ის მოჰყვა, რომ მიდიანელებმა მათი ჩაგვრა დაიწყეს. ისინი ისრაელის ტერიტორიაზე იჭრებოდნენ და მოსავალს ანადგურებდნენ. ბოლოს მტრისგან გაწამებულმა ისრაელებმა იეჰოვას შესთხოვეს შველა. მანაც წინასწარმეტყველი გაუგზავნა მათ და უთხრა, რომ ყველა ეს უბედურება ურჩობის გამო დაატყდათ თავს. მიუხედავად ამისა, იეჰოვას არ მიუტოვებია ისინი. იმ პერიოდში ცხოვრობდა ერთი მამაკაცი, სახელად გედეონი. ის გაბედული ადამიანი იყო, თუმცა, იმავდროულად, ფრთხილიც. გედეონი მიდიანელებისგან მალულად, სავარაუდოდ, კლდეში ნაკვეთ დიდ საწნახელში, ჩუმად ცეხვავდა ხორბალს, რომ სხვებისთვისაც გაემართა ხელი.

იეჰოვა ანგელოზის მეშვეობით სწორედ ამ მამაკაცს ავალებს თავისი ხალხის ხსნას. გედეონი ანგელოზს ნიშანს სთხოვს, რაზეც ის თანხმდება და მისთვის მიტანილ მსხვერპლს ცეცხლი შთანთქავს, ანგელოზი კი უჩინარდება. იმ ღამეს იეჰოვა გედეონს ეცხადება და ეუბნება, რომ დაანგრიოს მამამისის მიერ აგებული ბაალის სამსხვერპლო და აჩეხოს სათაყვანო ბოძი. ამის შემდეგ კი მან იეჰოვას სამსხვერპლო უნდა აუგოს და მასზე მსხვერპლი შესწიროს. გედეონი გაბედულებას ავლენს და ემორჩილება იეჰოვას. თუმცა სიფრთხილეს იჩენს და ამას ღამით აკეთებს, რომ მამამისმა და ქალაქის მკვიდრებმა არ დაინახონ.

ამ მოვლენების შემდეგ მიდიანელების უზარმაზარი ჯარი ამალეკელებთან და აღმოსავლელებთან ერთად იზრეელის ველზე იკრიბება. მაშინ იეჰოვას სული გადმოდის გედეონზე. ის მაცნეებს გზავნის ისრაელის რამდენიმე ტომში და მეომრებს კრებს. გედეონს სურს, დარწმუნდეს, ნამდვილად უჭერს თუ არა მხარს იეჰოვა, ამიტომ მას სასწაულის მოხდენას სთხოვს. იეჰოვაც თანხმდება და იმ ღამით სასწაულს ახდენს – გედეონს დილით კალოზე გაფენილი მატყლი სველი ხვდება მაშინ, როცა მთელი მიწა მშრალია. ის მომდევნო დღესაც სთხოვს ღმერთს სასწაულის მოხდენას. ოღონდ ამჯერად პირიქით – მატყლი უნდა იყოს მშრალი, მიწა კი – სველი. ყველაფერი ზუსტად ასე ხდება.

Მართალია, გედეონის ჯარი მტრის ჯარს რიცხობრივად ბევრად ჩამოუვარდებოდა, მაგრამ მას იეჰოვას ბრძანებით კიდევ უფრო უნდა შეემცირებინა თანამებრძოლთა რაოდენობა.

ღვთის მხარდაჭერით გულმოცემული გედეონი თავის 32 000-კაციან ჯარს მტრის დაახლოებით 135 000-კაციანი ჯარის წინააღმდეგ მიუძღვის. ისრაელები ხაროდის წყაროსთან არიან დაბანაკებულნი. ამ დროს იეჰოვა გედეონს ეუბნება, რომ მისი ჯარი ძალიან დიდია. გედეონიც სახლში უშვებს იმ კაცებს, რომლებსაც ბრძოლის ეშინიათ. მასთან მხოლოდ 10 000 მებრძოლი რჩება. თუმცა იეჰოვა თვლის, რომ ესეც ბევრია, ამიტომ გედეონს ეუბნება, რომ მეომრები წყაროზე ჩაიყვანოს და დააკვირდეს, ვინ როგორ დალევს წყალს. ვინც წყაროსთან მუხლებზე დადგება წყლის დასალევად, გედეონმა სახლში უნდა გაუშვას. მხოლოდ ისინი უნდა დატოვოს, ვინც სიფრთხილეს გამოიჩენს და პეშვით ამოიღებს წყალს. საბოლოო ჯამში, გედეონთან 300 მეომარი რჩება.

მხნეობა რომ შემატოს, იეჰოვა მას კიდევ ერთ ნიშანს აძლევს. ის გედეონს ეუბნება, რომ ღამით მტრის ბანაკში შეიპაროს. ის ასეც იქცევა და ესმის, როგორ ჰყვება ერთი ჯარისკაცი თავის სიზმარს, რომლის თანახმადაც ისრაელი გაიმარჯვებს. მოსმენილით გამხნევებული გედეონი თავის მეომრებთან ბრუნდება და ეუბნება, როგორ უნდა მოიქცნენ. ისინი უჩვეულო საბრძოლო სტრატეგიას ირჩევენ – ღამით გარს ერტყმიან მიდიანის ბანაკს და თან საყვირები და დიდი დოქები მიაქვთ, რომლებშიც ჩირაღდნები აწყვია. გედეონი საყვირს აყვირებს, დოქს ლეწავს და ჩირაღდანს ზემოთ სწევს. ამ ნიშანზე მეომრებიც მსგავსად იქცევიან და იძახიან: „იეჰოვას მახვილი და გედეონის მახვილი!“. ეს ტაქტიკა ამართლებს, მტრები ფიქრობენ, რომ ისინი დიდი ჯარით არიან გარემოცული. ამიტომ თავზარი ეცემათ და იბნევიან. შემდეგ იეჰოვა ისე აკეთებს ყველაფერს, რომ ისინი ერთმანეთის ხოცვას იწყებენ. მხოლოდ 15 000 კაცი ახერხებს გაქცევით თავის შველას.

გედეონს და მის თანამებრძოლებს ჩირაღდნები უჭირავთ მარცხენა ხელში და მარჯვენით საყვირებს აყვირებენ. ძირს დალეწილი დოქები ჩანს.

გედეონი ედევნება მათ და საბოლოოდ ამარცხებს მტერს, მათ წინამძღოლებს კი სიკვდილით სჯის. ის იმ ისრაელებსაც არ ტოვებს დაუსჯელს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ამ საღვთო ბრძოლაში. ამის შემდეგ ხალხი გედეონის გამეფებას მოისურვებს, მაგრამ ის ამბობს, რომ მხოლოდ იეჰოვა უნდა იყოს მათი წინამძღოლი. იეჰოვამ მართლაც არ მოაკლო კურთხევები ამ გაბედულ და ერთგულ კაცს. მან ღრმა სიბერემდე იცხოვრა და მისი მსაჯულობის დროს ისრაელში მშვიდობა იყო. საუკუნეების შემდეგ მოციქულმა პავლემ ის დიდი რწმენის მქონე მამაკაცებსა და ქალებს შორის მოიხსენია (ებრ. 11:32).

წაიკითხეთ:

  • მსაჯულები 6:1–7:22; 8:4–23, 28

იმსჯელეთ:

რაში გამოჩნდა გედეონის გაბედულება?

გამოიკვლიეთ

  1. 1) რატომ იყო ჯარისკაცის მიერ სიზმარში ნანახი ქერის მრგვალი პური გედეონის ჯარის შესაფერისი სიმბოლო? (მსაჯ. 7:13; it „ქერი“ ¶7)

  2. 2) რატომ დააბნია და შეაშინა სამასი საყვირის ხმამ მიდიანელები? (it „რქა“ ¶3) სურათი 1

    ვერძის რქა.

    სურათი 1: ვერძის რქას საყვირად იყენებდნენ.

  3. 3) რა უნდა გაეკეთებინათ გედეონსა და მის თანამებრძოლებს მიდიანელთა დასამარცხებლად? (w04 10/15 15, 16 ¶9, 10) სურათი 2

    რუკაზე ნაჩვენებია მთაგორიანი ლანდშაფტი და მონიშნულია გზა, რომელიც გედეონმა და მისმა მეომრებმა იზრეელის ველიდან იოგბეჰამდე გაიარეს, როდესაც მიდიანელებს მისდევდნენ.

    სურათი 2: გედეონმა მიდიანელებს იოგბეჰამდე დაახლოებით 80 კმ სდია (ზუსტი გზა უცნობია).

  4. 4) რა ადასტურებს გედეონის ისტორიის სანდოობას? (w05 4/15 32)

რას სწავლობთ

  • მართალია, გედეონმა ღვთის ხალხს გაამარჯვებინა, მაგრამ თავმდაბლობა არ დაუკარგავს და მასზე განაწყენებულ ხალხს რბილად დაელაპარაკა, რომ მშვიდობა შეენარჩუნებინა (მსაჯ. 8:1–3). როგორ დაეხმარება გედეონის მაგალითი ოჯახისთავებსა და უხუცესებს, თუ ვინმე განაწყენდება მათზე?

  • რა შემთხვევებში შეიძლება დაგვჭირდეს სიფრთხილე და გამბედაობა? სურათი 3

    ფოტოკოლაჟი: თინეიჯერი და სკოლაში ზეწოლას ხვდება. ორ სურათზე ნაჩვენებია სხვადასხვა სცენა. და სკოლის დერეფანში მიდის და უყურებს პოსტერს, რომელიც გეი ცხოვრების წესს უწევს პროპაგანდას. მის უკან ორი ხელიხელჩაკიდებული გოგონა მოდის და ხელზე ორივეს სამაჯური უკეთია ცისარტყელის ფერებში. მოგვიანებით კლასში კლასელები ამ დასაც სთავაზობენ სამაჯურს. ის ტაქტიანად ეუბნება მათ უარს, თუმცა კლასელებს ეუცნაურებათ მისი საქციელი.

    სურათი 3

  • როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ გედეონს გაბედულებაში?

ფართოდ შეხედეთ საკითხს

  • რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?

  • როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?

  • რას ჰკითხავთ მკვდრეთით აღმდგარ გედეონს?

გაიგეთ მეტი

როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ გედეონს, თუ გარკვეული თეოკრატიული პასუხისმგებლობა მოგენდობათ?

„მოკრძალებულებთან . . . სიბრძნეა“ (w00 8/1 16–18 ¶11–15)

გამოიყენეთ ეს დასურათებული ბიბლიური ისტორია და ასწავლეთ შვილებს იეჰოვაზე მინდობა.

„იეჰოვამ გააძლიერა გედეონი“ (ijwis სტატია 13)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება