საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wcg თ. 51 გვ. 228-გვ. 231
  • „ნუგეშის ძე“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „ნუგეშის ძე“
  • გაბედულად იარეთ ღვთის გზით
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • გამოიკვლიეთ
  • რას სწავლობთ
  • ფართოდ შეხედეთ საკითხს
  • გაიგეთ მეტი
  • ბარნაბა — ‘ნუგეშისცემის ძე’
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • ბარნაბა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • „ხარობდნენ და კვლავ წმინდა სულით ივსებოდნენ“
    საგულდაგულოდ იქადაგეთ ღვთის სამეფოზე
  • „გაბედულად ლაპარაკობდნენ იეჰოვასგან მიღებული უფლებამოსილებით“
    საგულდაგულოდ იქადაგეთ ღვთის სამეფოზე
იხილეთ მეტი
გაბედულად იარეთ ღვთის გზით
wcg თ. 51 გვ. 228-გვ. 231

51 ᲑᲐᲠᲜᲐᲑᲐ

„ნუგეშის ძე“

ბეჭდური ვერსია
ბეჭდური ვერსია

ᲡᲐᲕᲚᲔᲡ გაქრისტიანებიდან სამი წელი გადის და ის ახლა უკან, იერუსალიმში, ბრუნდება, რომ იქაურ ქრისტიანებს შეხვდეს (გალ. 1:15–19). სავლე მათ და-ძმებად მიიჩნევს, მაგრამ მათზე იმავეს ვერ ვიტყვით – ისინი მასში კვლავ ქრისტიანების სასტიკ მდევნელს ხედავენ. როგორც ჩანს, ბევრს უჭირს იმის დაჯერება, რომ ის ნამდვილად შეიცვალა. თუმცა ერთი ქრისტიანი მის მიმართ თანაგრძნობით განეწყობა და ყოფნის იმის გამბედაობა, რომ დახმარების ხელი გაუწოდოს. ამ კაცს ბარნაბას ეძახიან.

იერუსალიმში ბარნაბას გარდა არავის ეყო გამბედაობა, რომ სავლესთვის დახმარების ხელი გაეწოდებინა.

ბარნაბა ბიბლიაში პირველად იოსების სახელით არის მოხსენიებული. დაახლოებით ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის დროს იოსებმა თავისი ნაკვეთი გაყიდა და ფული გაჭირვებული თანაქრისტიანების დასახმარებლად გაიღო. იმის გამო, რომ ყოველთვის მზად იყო, დახმარების ხელი გაეწოდებინა სხვებისთვის და ენუგეშებინა, მოციქულებმა მას „ბარნაბა“ შეარქვეს, რაც „ნუგეშის ძეს“ ნიშნავს. ზემოთ მოხსენიებული გაბედული ნაბიჯი მან ამ მოვლენიდან დაახლოებით სამი წლის შემდეგ, ახ. წ. 36 წლისთვის, გადადგა. როგორც ვკითხულობთ, იერუსალიმში ჩასულ სავლეს „ბარნაბა დაეხმარა [და] მოციქულებთან წაიყვანა“.

ბარნაბას, რომელიც თბილად იღიმის, ერთ სახლში შეჰყავს სავლე. იქ ორ მოციქულს წინ გრაგნილები უდევთ.

ასე ჩაეყარა საფუძველი მტკიცე და ხანგრძლივ მეგობრობას. სავლე იმდენად გულანთებული ქადაგებდა იერუსალიმში, რომ ზოგიერთმა ფანატიკურად განწყობილმა იუდეველმა მისი მოკვლა განიზრახა. ძმებმა გადაწყვიტეს, სავლე იქაურობისთვის გაერიდებინათ და მშობლიურ მხარეში, ტარსოსში, გაეგზავნათ. ამის შემდეგ ბარნაბა და სავლე ერთმანეთს დაახლოებით ცხრა წლის შემდეგ შეხვდნენ. ბარნაბა ძმებმა სირიის ანტიოქიაში გაგზავნეს, სადაც მან დიდად გაამხნევა ახალმოქცეულები, რადგან „კარგი ადამიანი იყო, . . წმინდა სულით სავსე და ღრმად მორწმუნე“. ანტიოქიაში სასიხარულო ცნობას იმდენად ბევრი გამოეხმაურა, რომ ბარნაბას დახმარება დასჭირდა და სავლეს წამოსაყვანად ტარსოსში ჩააკითხა. სავლეც გაჰყვა მას და ამის შემდეგ მხარდამხარ მსახურობდნენ. ერთად მათ იმასაც გაუწიეს ორგანიზება, რომ იერუსალიმში გაჭირვებული ქრისტიანებისთვის დახმარება ჩაეტანათ.

სავლე, რომელიც მოგვიანებით პავლეს სახელით მოიხსენიება, ძმებმა ბარნაბასთან ერთად ანტიოქიიდან მისიონერულ მოგზაურობაში გაგზავნეს. მათ გამბედაობა ამ საქმის შესასრულებლადაც სჭირდებოდათ. მაგალითად, როცა ისინი იკონიონში ჩავიდნენ, ზოგიერთმა იუდეველმა მათი ჩაქოლვა გადაწყვიტა. ამიტომ გაერიდნენ იქაურობას და ლისტრაში წავიდნენ. ამ ქალაქის მოსახლეობამ თავიდან იფიქრა, რომ ისინი ღმერთები იყვნენ. თუმცა ანტიოქიიდან და იკონიონიდან ჩამოსულმა მტრულად განწყობილმა იუდეველებმა გადაიბირეს იქაურები. საქმე იქამდე მივიდა, რომ პავლე ჩაქოლეს და ქალაქგარეთ გაათრიეს, რადგან მკვდარი ეგონათ. თუმცა ის გადარჩა და როცა იქ ლისტრელი ქრისტიანები მივიდნენ, წამოდგა და თავისი ფეხით შევიდა ქალაქში. წარმოიდგინეთ, როგორ გაახარებდა ბარნაბას იმის დანახვა, რომ პავლე ცოცხალი იყო. მეორე დღეს მათ უსაფრთხოდ დატოვეს ლისტრა. თუმცა არც ისე დიდი ხნის შემდეგ თანაქრისტიანების გასამხნევებლად უკან დაბრუნდნენ. მათგან ეს ნაბიჯიც დიდ გაბედულებას მოითხოვდა.

ბარნაბამ და პავლემ ერთად მართლაც ბევრი რამ გაიარეს და სიკვდილსაც არაერთხელ ჩახედეს თვალებში. თუმცა რაღაც ეტაპზე მათ მეგობრობას საფრთხე შეექმნა. ერთ-ერთი მოგზაურობის დროს ბარნაბას თავისი ბიძაშვილის, მარკოზის, წაყვანა უნდოდა. თუმცა პავლე ამ იდეის წინააღმდეგი იყო, რადგან თავის დროზე მარკოზმა ისინი მიატოვა. პავლეც და ბარნაბაც ჯიუტად იდგნენ თავის აზრზე. ბოლოს სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ „ორივენი გაცეცხლდნენ და ერთმანეთს დასცილდნენ“.

ამ დროს ბარნაბას გამბედაობა კიდევ ერთხელ გამოიცადა. როდესაც ორ ქრისტიანს შორის გაუგებრობა იჩენს თავს, ძალიან მარტივია, ადამიანმა ბრაზი გულში ჩაიტოვოს, ზურგს უკან ილაპარაკოს მასზე ან საერთოდ გაერიყოს კრებას. დიდი გამბედაობაა საჭირო, რომ ის საკუთარ თავზე მაღლა დადგეს, აპატიოს თანაქრისტიანს და იეჰოვასთანაც არ გაიფუჭოს ურთიერთობა.

ფაქტია, არც ბარნაბას და არც პავლეს აზრადაც არ მოსვლიათ, ხელი აეღოთ იეჰოვას მსახურებაზე. ბარნაბამ მარკოზთან ერთად კვიპროსისკენ აიღო გეზი, რომ იქ გაეგრძელებინათ მოწაფეების მომზადება. პავლემ კი სილასთან ერთად გააგრძელა გზა და იეჰოვას დახმარებით ისინიც ბევრ დიდ საქმეს აკეთებდნენ.

საბედნიეროდ, მათ არც წყენა ჩაიტოვეს გულში. ეს კარგად ჩანს იქიდან, როგორ მოიხსენიებს მოგვიანებით თავის წერილებში პავლე ბარნაბას და მარკოზს. მაგალითად, ერთგან აღნიშნა, რომ თავისი მეგობარი ბარნაბა მის მსგავსად შრომობდა (1 კორ. 9:6). სხვაგან კი თანაქრისტიანებს მოუწოდა, რომ თბილად მიეღოთ „ბარნაბას ბიძაშვილი მარკოზი“ (კოლ. 4:10, 11). მართალია, პავლე და ბარნაბა ერთად აღარ მსახურობდნენ, მაგრამ მათი მეგობრობა კვლავაც გაგრძელდა. ეჭვგარეშეა, ბარნაბა სიცოცხლის ბოლომდე ამართლებდა თავისი სახელის მნიშვნელობას და, სანამ შეეძლო, სასიხარულო ცნობით ანუგეშებდა ხალხს. ერთად მსახურების დროს ის ალბათ ახალგაზრდა მარკოზსაც ბევრს ასწავლიდა და ამზადებდა. ამ ახალგაზრდის გაბედულების მაგალითზე შემდეგ თავში ვისაუბრებთ.

წაიკითხეთ:

  • საქმეები 4:34–37; 9:23–31; 11:19–30; 12:25–13:5, 42–52; 14:1–26; 15:35–41

იმსჯელეთ:

რაში გამოჩნდა ბარნაბას გაბედულება?

გამოიკვლიეთ

  1. 1) ლევიანებს არ მიუღიათ სამკვიდრო ისრაელში. მაშ, საიდან ჰქონდა ლევიან ბარნაბას თავისი ნაკვეთი? (რიცხ. 18:20; საქ. 4:36, 37; w98 4/15 20 ¶4, სქ.)

  2. 2) რატომ მოიხსენიება ბარნაბა მოციქულად? (საქ. 14:14; it „ბარნაბა“ ¶3)

  3. 3) კვიპროსზე ბარნაბამ და პავლემ ერთ მამაკაცს, სერგიუს პავლუსს, უქადაგეს, რომელიც პროკონსულადაა მოხსენიებული. რატომ მოიხსენიებს ლუკა მას ამ წოდებით? (საქ. 13:7, 12; it „კვიპროსი“ ¶7) სურათი 1

    Bank of Cyprus Cultural Foundation Collection

    სურათი 1: კლავდიუსის გამოსახულებიანი მონეტა, რომელიც პავლესა და ბარნაბას კვიპროსზე ჩასვლის პერიოდში რომის იმპერატორი იყო. მონეტაზე კუნძულის მმართველი პროკონსულადაა მოხსენიებული.

  4. 4) რატომ არ არის გასაკვირი, რომ ლისტრელებმა პავლესა და ბარნაბასთვის მსხვერპლის შეწირვა მოინდომეს? (bt 97, ჩარჩო)

რას სწავლობთ

  • როგორ შეგვიძლია ბარნაბას მსგავსად ჩვენც გამოვავლინოთ ხელგაშლილობა?

  • მართალია, პირველ მისიონერულ მოგზაურობას ბარნაბა ხელმძღვანელობდა, მაგრამ მოგვიანებით პავლეს მასზე მეტი პასუხისმგებლობა მიენდო. თუმცა ბარნაბას ოდნავაც არ გასჩენია შურის გრძნობა. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას? სურათი 2

    ფოტოკოლაჟი: 1) შუა ხნის ასაკის ძმას სიამოვნებით მიჰყავს „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა, მის გვერდით კი ახალგაზრდა ძმა დგას, რომელიც სტატიას კითხულობს. მისი გამომეტყველებიდან ჩანს, რომ აფასებს ამ დავალებას; 2) წლების შემდეგ უკვე ხანში შესული უხუცესი, რომელიც „საგუშაგო კოშკის“ შესწავლას ატარებდა, აუდიტორიაში ზის და სიამოვნებით უსმენს იმ ახალგაზრდა ძმას, რომელიც ახლა თავად უძღვება შეხვედრას.

    სურათი 2

  • როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ ბარნაბას გაბედულებაში?

ფართოდ შეხედეთ საკითხს

  • რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?

  • როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?

  • ბარნაბა იესომ თანამმართველად აირჩია. რატომ ხართ მადლიერი, რომ ასეთი მმართველი გეყოლებათ?

გაიგეთ მეტი

როგორ ცხადყოფს პავლესა და ბარნაბას მაგალითი, რომ განსხვავებული ხასიათი ხელს არ უშლის თანამშრომლობას?

„მოაგვარებთ უთანხმოებებს და შეუწყობთ ხელს მშვიდობას?“ (w17.06 16–20)

ნახეთ, როგორ შეუძლიათ ძმებს მიჰბაძონ პავლესა და ბარნაბას და მოაგვარონ წამოჭრილი უთანხმოებები.

„რაღაც უნდა გვეღონა“ (3:23)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება