52 ᲛᲐᲠᲙᲝᲖᲘ
„მსახურებაში დამეხმარება“
ᲒᲐᲑᲔᲓᲣᲚᲔᲑᲐ ამ მამაკაცს ახალგაზრდობიდანვე გამოარჩევდა. როდესაც ხელკეტებითა და მახვილებით შეიარაღებულმა ბრბომ იესო ქრისტე შეიპყრო, ყველა მოციქული გაიქცა. თუმცა, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ერთ ახალგაზრდას ეყო იმის გამბედაობა, რომ შორიახლოს გაჰყოლოდა მას. ის ბრბოს შეუმჩნეველი არ დარჩენია და ისინი მის შეპყრობასაც შეეცადნენ, მაგრამ ვერ შეძლეს. მან თავისი სელის სამოსი შეატოვა მათ და „შიშველი“ ანუ სანახევროდ შემოსილი გაიქცა. ამ შემთხვევას მხოლოდ მარკოზის სახარებაში ვხვდებით, რის გამოც მიიჩნევა, რომ ეს ახალგაზრდა კაცი, რომლის სახელიც მოხსენიებული არაა, თავად ამ სახარების ავტორია.
მარკოზი, რომელსაც იოანესაც ეძახდნენ, იერუსალიმში, სავარაუდოდ, დედასთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც საკმაოდ შეძლებული ქალი იყო. იესოს სიკვდილის შემდეგ კრება მის სახლში იკრიბებოდა. სწორედ იქ მივიდა მოციქული პეტრეც, როცა ღამით ანგელოზმა ციხიდან გაათავისუფლა. ეჭვგარეშეა, მარკოზი იესოს მოციქულებსაც იცნობდა და ბევრ მის მოწაფესაც. ის მათ მაგალითზეც ისწავლიდა, რას ნიშნავს, იყო გაბედული.
ახ. წ. 46 წლისთვის მარკოზის ბიძაშვილი ბარნაბა მოციქულ პავლესთან ერთად იერუსალიმში ჩავიდა, სადაც ახალგაზრდა მარკოზმა მათი ყურადღება მიიქცია. ამიტომ როდესაც ანტიოქიაში დაბრუნდნენ, ის თან წაიყვანეს. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ პავლემ და ბარნაბამ მარკოზს მისიონერულ მოგზაურობაში გაყოლა შესთავაზეს. ეს მისი მხრიდან საკმაოდ დიდ გაბედულებას მოითხოვდა, რადგან იმ დროს მგზავრობა არც უსაფრთხო იყო და არც ადვილი. მოგვიანებით პავლემ თავისი მოგზაურობები ასე აღწერა: „ხშირად ვყოფილვარ . . . განსაცდელში მდინარეებზე, ყაჩაღებისგან, . . ქალაქში, უკაცრიელ ადგილას, ზღვაზე“ (2 კორ. 11:26).
მიუხედავად ამისა, მარკოზი მზადყოფნით დასთანხმდა ამ შეთავაზებას, გაჰყვა ამ ორ გულანთებულ მქადაგებელს და თავმდაბლად ემსახურებოდა მათ. მარკოზი ყველაფრის გასაკეთებლად უნდა ყოფილიყო მზად, რასაც ასეთი პატივსაცემი ძმები დაავალებდნენ. ტვირთად ხომ არ დააწვებოდა ეს საქმე? ამაზე ბიბლიაში არაფერია ნათქვამი, თუმცა იმას კი ვიგებთ, რომ როდესაც პამფილიაში ჩავიდნენ, მან დატოვა პავლე და ბარნაბა და იერუსალიმში დაბრუნდა. მისი ნაბიჯი ორივეს გაუცრუებდა იმედს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამან განსაკუთრებით პავლეზე იმოქმედა.
როდესაც პავლე და ბარნაბა პირველი მისიონერული მოგზაურობიდან დაბრუნდნენ და შემდეგი მოგზაურობისთვის ემზადებოდნენ, ბარნაბამ მოისურვა, რომ მარკოზისთვის კიდევ ერთი შანსი მიეცათ და თან წაეყვანათ. მაგრამ პავლე ამის სასტიკი წინააღმდეგი იყო. ალბათ ფიქრობდა, რომ აღარ ღირდა მარკოზის ნდობა. ამის გამო პავლეს და ბარნაბას სერიოზული უთანხმოება მოუვიდათ – ისინი „გაცეცხლდნენ და ერთმანეთს დასცილდნენ“. ბარნაბამ მარკოზი კვიპროსზე წაიყვანა მსახურებისთვის, პავლემ კი სხვა თანამგზავრი იპოვა.
ასეთი სიტუაცია მარკოზისთვის ძალიან დამთრგუნველი იქნებოდა. მან ხომ იმ ადამიანს გაუცრუა იმედი, რომელსაც უდიდეს პატივს სცემდა, და ორ ახლო მეგობარს შორის განხეთქილების მიზეზი გახდა. თუმცა ასეთ გრძნობებს მან გასაქანი არ მისცა და არ შეწყვიტა იეჰოვას მსახურება.
მარკოზმა სერიოზული პასუხისმგებლობა დაკარგა, მაგრამ საკუთარ თავზე ხელი არ ჩაუქნევია.
მარკოზს არცერთ ეტაპზე არ შეუწყვეტია თანაქრისტიანებზე ზრუნვა, რაც პავლეს წერილიდანაც ჩანს. ახ. წ. 60-61 წლებისთვის პავლემ, რომელიც რომში შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, თანაქრისტიანებისთვის მიწერილ წერილში აღნიშნა, რომ მარკოზი მის გვერდით იყო და ის ნუგეშის წყაროდ მოიხსენია. მოგვიანებით, დაახლოებით ახ. წ. 62–64 წლებში, მას უკვე პეტრე მოციქული ახსენებს. როგორც ჩანს, მარკოზი შორეულ ბაბილონში წავიდა იმისთვის, რომ ხანში შესული მოციქულის გვერდით ყოფილიყო. ის პეტრესთვისაც ნუგეშის წყარო იქნებოდა და ამიტომაც უწოდებს მას თავის წერილში „შვილს“. პეტრე მარკოზს ბევრ რამეს მოუყვებოდა იესოს შესახებ. ამიტომ, როცა მოგვიანებით, სავარაუდოდ, რომში, მან სახარება დაწერა, ისეთი დეტალებიც ჩართო, რაც უშუალოდ თვითმხილველისგან, პეტრესგან, ჰქონდა მოსმენილი.
მარკოზს ბოლოჯერ წმინდა წერილებში პავლე მოიხსენიებს. იმ დროს მოციქული კვლავაც ციხეში იყო და ტიმოთეს სწერდა, რომ მასთან მისულიყო და თან მარკოზიც წაეყვანა. ის იმასაც აღნიშნავს, რატომ სთხოვდა მის წაყვანას: „მსახურებაში დამეხმარება“. ეჭვგარეშეა, მარკოზიც და ტიმოთეც სიხარულით გამოეხმაურებოდნენ პავლეს სიტყვებს და სიცოცხლის ბოლო დღეებში მოციქულისთვის კვლავაც ნუგეშის წყარო იქნებოდნენ. სირთულეების მიუხედავად ამ გამბედავმა კაცმა არ შეწყვიტა იეჰოვას მსახურება და თანამორწმუნეების დახმარება. ამიტომაც იყო, რომ ის და-ძმებსაც უყვარდათ და იეჰოვასაც.
წაიკითხეთ:
იმსჯელეთ:
რაში გამოჩნდა მარკოზის გაბედულება?
გამოიკვლიეთ
1) რა მოწმობს იმაზე, რომ მარკოზი შეძლებული ოჯახიდან იყო? (w10 3/15 6 ¶7–7 ¶1)
2) რა შედიოდა მარკოზის, როგორც დამხმარის, მოვალეობაში? (საქ. 13:5; w10 3/15 7 ¶5)
3) რა ტერიტორიებზე მოუწია მარკოზს მსახურების მიზნით წასვლა? (w10 3/15 8 ¶6–8) სურათი 1
სურათი 1: ზოგიერთი ქალაქი, სადაც მარკოზმა იმოგზაურა.
4) მოიყვანეთ იმის მტკიცებულება, რომ მარკოზს მოვლენების უშუალო თვითმხილველისგან, პეტრესგან, ჰქონდა მოსმენილი ზოგიერთი ისტორია (w08 2/1 26 ¶1).
რას სწავლობთ
მარკოზზე არსადაა ნათქვამი, რომ ის მოციქული ან წინასწარმეტყველი იყო. მიუხედავად ამისა, ის სხვებს თავმდაბლად ემსახურებოდა. ჩვენ როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას?
მართალია, რაღაც პერიოდი მარკოზმა დაკარგა პავლეს გვერდით მსახურების პატივი, მაგრამ ის კვლავაც ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას. რისი სწავლა შეგიძლიათ მისგან, თუ რაიმე პასუხისმგებლობა დაკარგეთ? სურათი 2
სურათი 2
როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ მარკოზს გაბედულებაში?
ფართოდ შეხედეთ საკითხს
რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?
როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?
მარკოზი იესომ თანამმართველად აირჩია. რატომ ხართ მადლიერი, რომ ასეთი მმართველი გეყოლებათ?
გაიგეთ მეტი
რით არის გამორჩეული მარკოზის სახარება?
მარკოზის მაგალითის საფუძველზე აუხსენით ბავშვებს, რატომ იქნება კარგი, რომ დაბრკოლებების მიუხედავად არ შეწყვიტონ იეჰოვას მსახურება.