ᲐᲞᲝᲚᲝᲜᲘᲐ
[ეკუთვნის აპოლონს; აპოლონის ადგილი]
ქალაქი მაკედონიაში, რომელსაც ხმელთაშუაზღვისპირეთის სხვა ქალაქების მსგავსად სახელი ბერძენთა მზის ღმერთის, აპოლონის, პატივსაცემად დაერქვა. აპოლონია მდებარეობდა მიგდონიაში ამფიპოლისიდან დაახლოებით 35 კმ-ში და თესალონიკედან 45 კმ-ში, ანუ თითოეული ქალაქიდან დაახლოებით ერთი დღის სავალ მანძილზე. ტბა ბოლბეს სამხრ.-ით მდებარე ამ ქალაქზე გადიოდა ცნობილი რომაული გზა ვია ეგნაცია, თუმცა ქალაქს ისტორიაში არაფრით გაუთქვამს სახელი. როდესაც პავლე მეორე მისიონერულ მოგზაურობაში იმყოფებოდა, მან სილასთან ერთად გაიარა ეს ქალაქი. როგორც ჩანს, ეს მოხდა ახ. წ. 50 წლის გაზაფხულს ან ზაფხულის დასაწყისში (სქ. 17:1).