არაბი
[ჩასაფრება]
ქალაქი იუდას მთიან მხარეში, რომელიც ხებრონთან, დუმასა და სხვა მეზობელ ქალაქებთან ერთად არის მოხსენიებული (იეს. 15:48, 52, 54). მას აიგივებენ ხირბეთ ერ-რაბიესთან, რომელიც ხებრონის სამხრ.-დას.-ით დუმასა და ქარმელს შორის მდებარეობს. არაბელი ფაარაი (2 სმ. 23:35), როგორც ჩანს, ამ ქალაქიდან იყო.