ბაალ-ბერითი
[ბატონი შეთანხმებისა; ერთხელ გვხვდება მსჯ. 9:46-ში როგორც ელ-ბერითი, რაც ნიშნავს: ღმერთი შეთანხმებისა]
შექემის ბაალი, რომლის თაყვანისცემაც ისრაელებმა მსაჯულ გედეონის სიკვდილის შემდეგ დაიწყეს (მსჯ. 8:33). მას სავარაუდოდ შეთანხმების დამცველად მიიჩნევდნენ, რაზეც მისი სახელი მოწმობს.
როგორც ჩანს, ბაალ-ბერითის სახლს შექემში თავისი საგანძურიც ჰქონდა (მსჯ. 9:4). რთვლის დროს შექემელები ბაალ-ბერითის პატივსაცემად დღესასწაულს მართავდნენ, რომელიც მის ტაძარში მსხვერპლშეწირვითა და ტრაპეზით გვირგვინდებოდა. სწორედ ბაალ-ბერითის ტაძარში ნადიმზე შეზარხოშებულებმა დაწყევლეს აბიმელექი და გაალმა იქ აუჯანყა მეფე აბიმელექს შექემელები (მსჯ. 9:27—29). მოგვიანებით აბიმელექის შიშით შექემის კოშკის მცხოვრებლებმა ელ-ბერითის (ბაალ-ბერითი) სახლის სამალავს შეაფარეს თავი, სადაც ისინი აბიმელექმა და მისმა ხალხმა გამოწვეს (მსჯ. 9:46—49).