საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ბაალ-ზებუბი“
  • ბაალ-ზებუბი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ბაალ-ზებუბი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ბუზი (II) [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ბელზებელი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ახაზია
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ბაალი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ბაალ-ზებუბი“

ბაალ-ზებუბი

[ბატონი ბუზებისა]

ბაალი, რომელსაც ფილისტიმელები ეკრონში სცემდნენ თაყვანს. არსებობს იმის დამამტკიცებელი ფაქტები, რომ ებრაელები ცრუღმერთების სახელებს მსგავსი ჟღერადობის დამამცირებელი სახელებით ცვლიდნენ. ასე რომ, დაბოლოება „ზებუბი“ შესაძლოა რას-შამრას ტექსტების მიხედვით ბაალის ერთ-ერთი წოდების „ზაბულის“ (მთავარი) ან „ზებულის“ სახეცვლილებაა. მაგრამ ზოგი მეცნიერის აზრით ეს სახელი მას მისმა თაყვანისმცემლებმა მიაკუთვნეს, რადგან მას ბუზების წარმომქმნელად და შესაბამისად ახლო აღმოსავლეთში გავრცელებული ამ მწერის ბატონ-პატრონად თვლიდნენ. ზოგის აზრით კი ბაალ-ზებუბი იყო ღმერთი, რომელიც ორაკულს ბუზის ფრენისა თუ ბზუილის მიხედვით აცხადებდა (2მფ. 1:2).

როცა ისრაელის მეფე ახაზია სერიოზულად დაშავდა, მან მაცნეები გაგზავნა ბაალ-ზებუბთან იმის საკითხავად, გამოჯანმრთელდებოდა თუ არა. თავისი წინასწარმეტყველის, ელიას მეშვეობით იეჰოვამ გაკიცხა ახაზია: „ნუთუ არ არის ღმერთი ისრაელში, ეკრონის ღმერთთან, ბაალ-ზებუბთან რომ გზავნი შენს ხალხს საკითხავად? ვეღარ ადგები საწოლიდან, რომელზეც წევხარ, რადგან მოკვდები“ (2მფ. 1:2—8; იხ. ბელზებელი).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება