საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ბარაკი“
  • ბარაკი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ბარაკი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • რწმენით სძლია ბარაკმა ძლიერ ჯარს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • ახალი წინამძღოლი და ორი მამაცი ქალი
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • „გამოვჩნდი, დედა, ისრაელში“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
  • ორი მამაცი ქალი
    ბიბლიური მოთხრობები
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ბარაკი“

ბარაკი

[ელვა]

ნაფთალის ტერიტორიაზე კედეშში მცხოვრები აბინოამის ვაჟი; მსაჯულების პერიოდის დასაწყისში ისრაელები ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას განუდგნენ, რის გამოც ღმერთმა დაუშვა, რომ ისინი ქანაანის მეფე იაბინს 20 წლის მანძილზე შეევიწროებინა. ისრაელებმა იეჰოვას შეღაღადეს და მანაც ბარაკი დაუყენა მეთაურად (მსჯ. 4:1—3). მძიმედ შეიარაღებული ქანაანელებისგან განსხვავებით „ვერც ფარს დაინახავდი და ვერც შუბს ორმოცი ათას ისრაელს შორის“ (მსჯ. 5:8). მიუხედავად ამისა, იეჰოვამ ბარაკის დროს ისრაელს დაუვიწყარი გამარჯვება მოაპოვებინა (ფს. 83:9). ამის შესახებ წიგნ „მსაჯულებში“ ორი მონათხრობი ჩაიწერა (თავი 4; დებორასა და ბარაკის გამარჯვების სიმღერა, თავი 5), რომლებიც ერთმანეთს ავსებს და ცოცხლად აღწერს იმ დროს მომხდარ მოვლენებს.

წინასწარმეტყველმა ქალმა, დებორამ, რომელიც მაშინ ისრაელის მსაჯული იყო, აღძრა ბარაკი, ხალხის გასათავისუფლებლად სათავეში ჩადგომოდა ჯარს. ბარაკი დათანხმდა იმ პირობით, რომ დებორაც მასთან ერთად იქნებოდა ბრძოლის ველზე. სანამ გაჰყვებოდა, დებორამ უთხრა ბარაკს, რომ იეჰოვა იაბინის ლაშქრის მეთაურ სისერას ქალს ჩაუგდებდა ხელში (მსჯ. 4:4—9).

ბარაკმა 10 000 კაცს მოუყარა თავი ნაფთალისა და ზებულონის ტომებიდან და ისრაელის სხვა ტომებიდან (მსჯ. 4:6; 5:9—18) და თაბორის მთაზე ავიდა. როცა ეს ამბავი სისერას შეატყობინეს, ის თავის ჯართან ერთად, რომელსაც ცხრაასი დანებიანი ეტლი ჰქონდა, კიშონის დამშრალი ხევით (იზრეელის ველი) გაემართა ისრაელებისკენ. ისრაელთა მსუბუქად შეიარაღებული ჯარი ბარაკის მეთაურობით თაბორის მთიდან უშიშრად ჩამოვიდა კბილებამდე შეიარაღებულ ქანაანელებთან საბრძოლველად. მდინარე კიშონის უეცრად ადიდებული წყლის გამო მტრის ეტლები ვერც წინ მიდიოდნენ და ვერც უკან. „ციდან ვარსკვლავები იბრძოდნენ, თავიანთი გზებიდან ებრძოდნენ სისერას. კიშონის ხევმა წალეკა ისინი“. ბარაკმა ისარგებლა შემთხვევით და თავის ჯართან ერთად დაედევნა მტერს, სანამ „სისერას მთელი ბანაკი მახვილით არ დასცა; არავინ გადარჩენილა“ (მსჯ. 5:20—22; 4:10—16).

სისერამ მიატოვა თავისი ეტლი და მტრის ხელში ჩავარდნილი ჯარი, და კენიელი ხებერის ცოლის, იაელის კარვისკენ გაიქცა (იაბინს მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდა ხებერთან). იაელმა ის კარავში შეიპატიჟა. ჩაძინებულ სისერას მან საფეთქელში კარვის პალო ჩაარჭო და მიწაში ჩააჭედა. როცა ბარაკი იმ ადგილზე მივიდა, იაელმა ის თავის კარავში შეიყვანა. ბარაკი მიხვდა, რომ სისერაზე შესრულდა იეჰოვას ნათქვამი სიტყვა: იეჰოვამ ის ქალს ჩაუგდო ხელში (მსჯ. 4:17—22; 5:24—27). ამის შემდეგ „ნელ-ნელა მძიმდებოდა ისრაელის ძეთა ხელი იაბინზე, ქანაანის მეფეზე, სანამ არ მოიკვეთა იაბინი“. შედეგად, ისრაელის იმ მხარემ ორმოცი წელი დაისვენა (მსჯ. 4:23, 24; 5:31).

ბარაკი ერთგულების მაგალითია იმ ადამიანებთან ერთად, „რომლებიც რწმენით ამარცხებდნენ სამეფოებს ... ომში მამაცები ხდებოდნენ, უცხოელთა ჯარებს დევნიდნენ“ (ებ. 11:32—34).

შესაძლოა, ბარაკი არის 1 სამუელის 12:11-ში მოხსენიებული ბედანი (LXX-ისა და Sy-ის მიხედვით; იხ. ბედანი №1).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება