საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ავზი, აუზი“
  • ავზი, აუზი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ავზი, აუზი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • თასი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • სპილენძის ზღვა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • კარავი (II)
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ტაძარი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ავზი, აუზი“

ᲐᲕᲖᲘ, ᲐᲣᲖᲘ

ებრაული სიტყვა საფ ბიბლიაში ავზად, აუზად და თასად ითარგმნება. წმინდა წერილები დაწვრილებით არ აღგვიწერს, როგორ გამოიყურებოდა ეს უძველესი ჭურჭელი. ზოგს საყოფაცხოვრებო დანიშნულებისთვის იყენებდნენ, მაგალითად თასებს, რომლებიც აბესალომისგან გამოქცეულ დავითსა და მის ხალხს მიუტანეს (2სმ. 17:27—29). მსგავს თასებში ჩაასხეს ეგვიპტეში ყოფნისას ისრაელებმა საპასექო მსხვერპლის სისხლი (გმ. 12:22) და ასეთი თასები წაიღო ტაძრიდან ბაბილონში ნაბუქოდონოსორმა (იერ. 52:19). იეჰოვამ იწინასწარმეტყველა: „თასად [საფ] ვაქცევ იერუსალიმს, ხალხებს რომ აბარბაცებს გარშემო“ (ზქ. 12:1, 2). რაც შეეხება ბერძნულ სიტყვა ნიპტერს, იოანეს 13:5-ში ის გამოყენებულია იმ ტაშტის აღსანიშნავად, რომელშიც იესომ მოწაფეებს ფეხები დაჰბანა.

საწმინდარში. ავზებსა და აუზს კარავში, მოგვიანებით კი ტაძარში წმინდა მსახურებისთვის იყენებდნენ. იეჰოვამ დაავალა მოსეს, რომ კარავში სხვა ნივთებთან ერთად წყლით სავსე აუზი ჰქონოდათ. ის და მისი სადგამი სპილენძისგან უნდა დაემზადებინათ. აუზი შეხვედრის კარავსა და სამსხვერპლოს შორის უნდა დაედგათ, რათა შეხვედრის კარავში შესვლამდე ან სამსხვერპლოსთან მსახურების შესრულებამდე მღვდელმთავარსა თუ მღვდლებს ხელ-ფეხი დაებანათ (გმ. 30:17—21; 31:9; 40:30, 31). ეს აუზი, რომელსაც ბიბლიის ზოგიერთ თარგმანში „საბანელი“ ეწოდება (სსგ, ბსგ), „შეხვედრის კარვის შესასვლელთან  მომსახურე ქალების სარკეებისგან“ იყო დამზადებული (გმ. 38:8).

მასორეტულ ტექსტში კონკრეტულად არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ როგორ უნდა გადაეტანათ კარვის აუზი. მაგრამ ბერძნული სეპტუაგინტა (ემთხვევა ძველ სამარიულ ხუთწიგნეულს) რიცხვების 4:14-ში ასეთ სიტყვებს ამატებს: „აიღონ მეწამული ნაჭერი და გადააფარონ აუზსა და მის სადგამს, მოათავსონ ლურჯ ტყავში და კეტებზე შედგან“.

კარვის აუზის აღსანიშნავად ებრაული სიტყვა ქიჲორიც გამოიყენება (გმ. 35:16). ეს სიტყვა იხმარება იმ ათი ავზის აღსანიშნავადაც, რომლებიც სოლომონმა ტაძრისთვის დაამზადებინა; მათში უნდა გაევლოთ ყველაფერი, რაც დასაწვავი შესაწირავისთვის იყო საჭირო (2მტ. 4:6, 14).

ხირამის მიერ ტაძრისთვის დამზადებული ათი სპილენძის ავზიდან თითოეული „ორმოც ბათს“ ანუ დაახლოებით 880 ლ წყალს იტევდა. თუ ეს ავზები ნახევარსფეროსებრი იყო, მაშინ მათი დიამეტრი დაახლოებით 1,8 მ იქნებოდა. თუ ავზები დიდმუცლიანი იყო და ყელისკენ ვიწროვდებოდა, მაშინ მას სხვა ზომები ექნებოდა. აღსანიშნავია, რომ ბიბლია არაფერს ამბობს მათი ფორმის შესახებ. მასში მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ თითო ავზი „ოთხი წყრთა იყო“ და თითოეული ოთხბორბლიან, მოჩუქურთმებულ საზიდარზე იდგა — ხუთი საზიდარი ტაძრის მარჯვნივ, ხუთიც — მარცხნივ (1მფ. 7:27—39).

კიდევ ერთი დიდი ზომის მოჩუქურთმებული აუზი ჩამოსხმული ზღვა იყო, რომელიც 12 ჩამოსხმულ ხარზე იდგა „მარჯვნივ  სამხრეთ-აღმოსავლეთით“. მასში ესხა მღვდლებისთვის განკუთვნილი წყალი. ის მრგვალი, ერთი კიდიდან მეორე კიდემდე ათი წყრთა (4,5 მ) და სიმაღლით 5 წყრთა (2,2 მ) იყო (2მტ. 4:2—6, 10).

თასები. ბიბლიაში მოხსენიებული სხვა ჭურჭლის მსგავსად, თასებიც თიხისგან, ხისგან ან ლითონისგან მზადდებოდა. ებრაული სიტყვა მიზრაკ აღნიშნავს ლითონის ჭურჭელს, რომელსაც, სავარაუდოდ, მსხვერპლშეწირვის დროს იყენებდნენ (გმ. 27:3; რც. 4:14; 7:13; 1მფ. 7:50; 2მტ. 4:8). სუფრისთვის იყენებდნენ დიდი ზომის თასებს, რომლებსაც ებრაულად ცალლახათს (იგ. 26:15) და სეფელს (მსჯ. 5:25) უწოდებდნენ. სიტყვა გულლაჰ თასს აღნიშნავს (ზქ. 4:2), თუმცა სოლომონისდროინდელ ტაძარში მდგარი სვეტების ბუღაურების აღსაწერად ითარგმნა, როგორც „თასისებური“ და „მრგვალი“ (1მფ. 7:41). ბერძნულში თასის აღსანიშნავად გამოიყენება სიტყვები ტრიბლიონ და ფიალე. ტრიბლიონი აღნიშნავს კერძის საჭმელად განკუთვნილ ღრმა ჯამს (მთ. 26:23), ხოლო ფიალე — თასს, რომელსაც ხშირ შემთხვევაში დასაღვრელი მსხვერპლისთვის იყენებდნენ (გმც. 16:2—17).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება