ᲑᲔᲗ-ᲥᲐᲠᲘ
[სახლი ვერძისა] — ეს ადგილი მოხსენიებულია მონათხრობში ისრაელების მიერ მიცფაში ფილისტიმელების დამარცხების შესახებ. ისრაელები ფილისტიმელებს „ბეთ-ქარის სამხრეთამდე“ მისდევდნენ (1სმ. 7:11). ბევრი მას ბეთ-ჰაქერემთან აიგივებს (იერ. 6:1; ნემ. 3:14), რომელიც, ზოგის აზრით, იერუსალიმის ტაძრის მთის დას. სამხრ.-დას.-ით დაახლ. 7,5 კმ-ში მდებარე თანამედროვე აინ-კარიმია (ენ-კერემი). თუ ეს ვარაუდი სიმართლეს შეესაბამება, ფილისტიმელები მიცფიდან ღრმა უადი-ბაით-ჰანინის გავლით სორეკის ველზე დაეშვნენ და იქიდან ფილისტიმელთა დაბლობზე გავიდნენ (იხ. ᲑᲔᲗ-ᲰᲐᲥᲔᲠᲔᲛᲘ).