ქელუბი
[კალათა, გალია].
1. იუდას შთამომავალი; შუხას ძმა და მეხირის მამა (1მტ. 4:1, 11); ამ სახელის ქელუბად წარმოთქმა დაფუძნებულია მასორულ ტექსტზე და ზოგ თარგმანში ის ამ ფორმით გვხვდება (აქ, ბსგ, სსგ, KJ, Ro, AT). მაგრამ სეპტუაგინტაში, ფეშიტასა და ვულგატაში (კლემენტის გადამუშავებული თარგმანი) მას ქალები ეწოდება და ქალებად მოიხსენიება ის სხვა თარგმანებშიც (Kx, La).
2. ეზრის მამა; ეზრი დავითის დროს მიწათმოქმედთა ზედამხედველად იყო დაყენებული (1მტ. 27:26).