საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „თანაგრძნობა“
  • თანაგრძნობა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • თანაგრძნობა
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • „ჩვენი ღმერთი დიდად თანამგრძნობია“
    დაუახლოვდი იეჰოვას
  • მიჰბაძეთ იეჰოვას თანაგრძნობის გამოვლენაში
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2017
  • იყავით თანამგრძნობნი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1994
  • იყავით „დიდად თანამგრძნობნი“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „თანაგრძნობა“

თანაგრძნობა

გულშემატკივრობა, გასაჭირის გაზიარება და მწუხარების შემსუბუქების სურვილი. ებრაული სიტყვა ხამალ ნიშნავს თანაგრძნობას, შებრალებასა და დაზოგვას (გმ. 2:6; მლ. 3:17; იერ. 50:14). ბერძნული ზმნა ეკტირო თანაგრძნობის გამოვლენად ითარგმნება, ხოლო არსებითი სახელი ეკტირმოს თანაგრძნობის შინაგან განცდას აღნიშნავს (რმ. 9:15; 12:1; 2კრ. 1:3; ფლ. 2:1; კლ. 3:12; ებ. 10:28). ბერძნულ სიტყვაში სპლაგქნა (შიგნეული) თანაგრძნობა იგულისხმება (1ინ. 3:17).

თანაგრძნობის უბადლო მაგალითს იეჰოვა გვაძლევს, რაზეც ისრაელისადმი მისი დამოკიდებულება მოწმობს. როცა ეგვიპტეში იტანჯებოდნენ, ის არა მარტო თანაუგრძნობდა მათ, არამედ დაიხსნა კიდეც მჩაგვრელთა ხელიდან და სიყვარულით ზრუნავდა მათზე უდაბნოში (ეს. 63:7—9). მართალია, აღთქმულ მიწაზე შესვლის შემდეგ ისინი კვლავ და კვლავ ღალატობდნენ ღმერთს, მაგრამ ის მაინც ათავისუფლებდა მათ მტრებისგან, როცა შველას სთხოვდნენ (მსჯ. 2:11—19).

ბოლოს ისრაელებმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბეს, მათი საქციელი უპატიებელი გახდა. ისინი იქამდეც კი მივიდნენ, რომ იეჰოვას საწმინდარი კერპებით წაბილწეს. ისრაელები დასცინოდნენ წინასწარმეტყველებს და არაფრად აგდებდნენ იეჰოვას სიტყვას. ამიტომ უზენაესი ღმერთი მათ ვეღარ თანაუგრძნობდა. მან ისინი მეფე ნაბუქოდონოსორს ჩაუგდო ხელში, რითაც შესრულდა წინასწარმეტყველთა პირით წარმოთქმული განაჩენი (2მტ. 36:15—17; იერ. 13:14; 21:7; ეზკ. 5:11; 8:17, 18).

გაუმართლებელი თანაგრძნობა. ვინც იეჰოვას იცნობს, ცდილობს თანაგრძნობაში მას მიჰბაძოს (ეფ. 4:32—5:1). მაგრამ ზოგჯერ თანაგრძნობა გაუმართლებელია. თუ ადამიანი ცოდვის ჩადენას აგრძელებს და შეგნებულად უპირისპირდება იეჰოვას სამართლიან კანონებს, სწორი არ იქნება, თუ ვინმე თანაგრძნობის გამო მას დამსახურებულ სასჯელს თავიდან აარიდებს (კნ. 13:6—11; ებ. 10:28).

ცუდი შედეგი შეიძლება მოიტანოს იმან, თუ სხვების გავლენით თანაგრძნობას ვავლენთ ისეთი ადამიანების მიმართ, ვინც ღვთის თვალში ამას არ იმსახურებს. ამაზე მოწმობს მეფე საულის შემთხვევა. ღმერთს განაჩენი უნდა აღესრულებინა ამალეკელებზე, რომლებიც ეგვიპტიდან გამოსულ ისრაელებს უმიზეზოდ დაესხნენ თავს პირველები. საულს ნაბრძანები ჰქონდა, რომ არ დაენდო ისინი, მაგრამ მერე ხალხის ნებას დაჰყვა და ბოლომდე არ შეასრულა იეჰოვას ბრძანება. შედეგად იეჰოვამ უარყო საული, როგორც მეფე (1სმ. 15:2—24). ქრისტიანი საულის შეცდომას არ გაიმეორებს და იეჰოვას კეთილგანწყობას არ დაკარგვას, თუ გაიღრმავებს ღვთის სამართლიანი კანონების მიმართ მადლიერებას და მისადმი ერთგულებას პირველ ადგილზე დააყენებს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება