საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „დრაკონი“
  • დრაკონი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • დრაკონი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ღვთის სამეფოს დაბადება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
  • ნუ შეგეშინდებათ შიშის მომგვრელი მხეცების
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2019
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2004
  • სატანა [მოწინააღმდეგე]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „დრაკონი“

დრაკონი

ნათარგმნია ბერძნული სიტყვიდან დრაკონ, რაც მიუთითებს შემზარავ მონსტრზე, გველისმაგვარ შთანმთქმელზე. ბიბლიაში ეს სიტყვა 13-ჯერ არის გამოყენებული სატანა ეშმაკის აღსანიშნავად და ისიც მხოლოდ სიმბოლიზმით სავსე წიგნ „გამოცხადებაში“. სატანა არის „დიდი ალისფერი დრაკონი, რომელსაც შვიდი თავი და ათი რქა“ აქვს და რომელმაც „კუდი მოუსვა ცის ვარსკვლავების [ანგელოზების] მესამედს“. წარღვნამდე მან წააქეზა ეს ანგელოზები, რომ ხორცი შეესხათ, რის შემდეგაც ისინი დემონები გახდნენ (გმც. 12:3, 4; იუდ. 6). ამ დემონებთან ერთად ზეციდან დედამიწაზე „გადმოგდებულ იქნა დიდი დრაკონი, ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია“ (გმც. 12:7—9). ამ დამცირებულ მდგომარეობაში მყოფი ის ღვთის ზეციერი „ქალის“ შთამომავლებიდან დანარჩენებს დევნის, რომელთაც დამოწმების საქმე აკისრიათ (გმც. 12:13—17).

სწორედ დრაკონით წარმოდგენილი სატანა აძლევს ძალასა და დიდ ძალაუფლებას შვიდთავიან და ათრქიან სიმბოლურ მხეცს, რომელსაც მთელი დედამიწა სცემს თაყვანს (გმც. 13:2—4). იოანემ აგრეთვე იხილა, რომ „დემონების მიერ შთაგონებული“ ბაყაყების მსგავსი სიტყვები, რომლებიც „მიდიან მთელი მსოფლიოს მეფეებთან“, დრაკონის, იგივე სატანის, მხეცისა და ცრუწინასწარმეტყველის პირიდან გამოვიდა. ამის შედეგად მმართველები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბებიან „ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს ... ადგილზე, რომელსაც ებრაულად არმაგედონი ჰქვია“ (გმც. 16:13—16). ამ უდიდესი ომის შემდეგ ციდან ჩამომავალი ანგელოზი შეიპყრობს „დრაკონს, ძველ გველს, რომელიც არის ეშმაკი და სატანა“, შებოჭავს მას და ათასი წლით უფსკრულში ჩააგდებს (გმც. 20:1—3; იხ. სატანა).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება