ეფა (II)
[შესაძლოა ნიშნავს წყვდიადს].
1. მიდიანის ვაჟი და აბრაამისა და კეტურას შვილიშვილი (დბ. 25:1, 2, 4; 1მტ. 1:32, 33); ეფას შთამომავლებს, სავარაუდოდ, უამრავი აქლემი ჰყავდათ (ეს. 60:6).
2. ქალებ ხეცრონის ძის ხარჭა, რომელმაც სამი ვაჟი — ხარანი, მოცა და გაზეზი გაუჩინა მას. გაზეზი სავარაუდოდ შვილიშვილია და არა შვილი (1მტ. 2:46).
3. იუდასტომელი იაჰდაის ვაჟი (1მტ. 2:3, 47).