საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „კარიბჭის მცველი“
  • კარიბჭის მცველი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • კარიბჭის მცველი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • კარიბჭე [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ტაძარი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • გუშაგი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მცველთა კარიბჭე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „კარიბჭის მცველი“

კარიბჭის მცველი

ძველ დროში კარიბჭის მცველები, რომელთაც კარის მცველებიც ეწოდებოდათ, იცავდნენ ქალაქის კარიბჭეებს, ტაძრის კარიბჭეებსა და სახლების ჭიშკრებსა თუ შესასვლელებს. ქალაქის კარიბჭეთა მცველებს ევალებოდათ, ღამით კარიბჭეები დაეკეტათ და მათთან ედარაჯათ. სხვა მცველები კარიბჭის ან კოშკის თავზე იდგნენ გუშაგებად, საიდანაც კარგად ხედავდნენ ყველაფერს და იტყობინებოდნენ, თუ ვინმე ქალაქს უახლოვდებოდა. ისინი კარიბჭის მცველებთან თანამშრომლობდნენ (2სმ. 18:24, 26). კარიბჭის მცველთა საქმიანობა მეტად საპასუხისმგებლო იყო, რადგან მათზე მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იყო ქალაქის უსაფრთხოება და მათი მეშვეობით ხდებოდა ქალაქის შიგნით და გარეთ მყოფი ხალხის ურთიერთობა (2მფ. 7:10, 11). მეფე ახაშვეროშის კარის მცველებს, რომელთაგან ორმა მის მოსაკლავად შეთქმულება მოაწყო, კარისკაცებიც ეწოდებოდათ (ესთ. 2:21—23; 6:2).

ტაძარში. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დავით მეფემ ორგანიზება გაუწია ლევიანებსა და ტაძარში მომსახურეთ, მათ შორის კარიბჭის მცველებს, რომელთა რაოდენობაც 4 000 იყო. კარიბჭის მცველთა თითოეული ჯგუფი შვიდ დღეს მორიგეობდა. მათ უნდა დაეცვათ იეჰოვას სახლი და თავის დროზე გაეღოთ და დაეკეტათ კარებები (1მტ. 9:23—27; 23:1—6). გარდა ამისა, ზოგს უნდა ეზრუნა ხალხის მიერ ტაძარში მიტანილ შესაწირავებზე (2მფ. 12:9; 22:4). მოგვიანებით, როცა მღვდელმთავარმა იეჰოიადამ იეჰოაში მეფედ სცხო, ტაძრის კარიბჭეებთან მცველები დააყენა, რათა მცირეწლოვანი მეფე უკანონოდ გამეფებული ათალიასგან დაეცვა (2მფ. 11:4—8). როდესაც მეფე იოაშმა კერპთაყვანისმცემლობა აღმოფხვრა, კარის მცველებმა ტაძრიდან ბაალის თაყვანისმცემლობისთვის გამოყენებული ნივთები გაიტანეს, რომლებიც შემდეგ ქალაქის გარეთ დაწვეს (2მფ. 23:4).

დედამიწაზე იესო ქრისტეს მსახურების დროს ჰეროდეს მიერ აშენებულ ტაძარში მღვდლები და ლევიანები კარის მცველებად და გუშაგებად მსახურობდნენ. მათ გამუდმებით უნდა ეფხიზლათ, რადგან შეიძლებოდა ტაძრის მთის მოხელე შემოვლისას მოულოდნელად დასდგომოდა მძინარეებს თავზე. სხვა მოხელე წილისყრით ანაწილებდა ტაძარში მომსახურეთა დავალებებს. როცა ის კარზე დააკაკუნებდა, გუშაგი ფხიზლად უნდა ყოფილიყო და კარი გაეღო მისთვის. მას შეიძლებოდა მძინარე გუშაგისთვის წაესწრო. სიფხიზლის შენარჩუნების აუცილებლობაზე მიშნაში ნათქვამია: «ტაძრის მთის მოხელე ყველა გუშაგს შემოუვლიდა ანთებული ჩირაღდნებით, რომლებიც წინ მიჰქონდათ. თუ რომელიმე გუშაგი არ ადგებოდა და არ ეტყოდა: „ო, ტაძრის მთის მოხელევ, მშვიდობა შენდა!“, ეს ჩაძინებაზე მიუთითებდა, ამიტომ მოხელე მას კვერთხით სცემდა და შეეძლო მისთვის ტანსაცმელი დაეწვა» (მიდოთი 1:2, ინგლისური თარგმანი ჰ. დენბისა; იხ. აგრეთვე გმც. 16:15).

კარიბჭის მცველები და გუშაგები საგუშაგოებზე იდგნენ, რათა ტაძარი მძარცველებისგან, უწმინდური ადამიანებისა და უცხო პირებისგან დაეცვათ.

სახლებში. მოციქულთა დღეებში ზოგ სახლს კარის მცველი იცავდა. მარკოზად წოდებული იოანეს დედის, მარიამის სახლში მომსახურე გოგონა როდემ ანგელოზის მიერ საპყრობილიდან გათავისუფლებული პეტრეს დაკაკუნებაზე კარი გააღო (სქ. 12:12—14). მღვდელმთავრის სახლში კართან მომსახურე გოგონამ პეტრეს ჰკითხა, ისიც ქრისტეს მოწაფე ხომ არ იყო (ინ. 18:17).

მწყემსები. ბიბლიურ დროში მწყემსებს თავიანთი ფარები ღამით ფარეხში ჰყავდათ. ფარეხს შემორტყმული ჰქონდა დაბალი ქვის ღობე ჭიშკრით. ზოგჯერ ფარეხში ღამით რამდენიმე ფარა ჰყავდათ, რომელთაც კართან მდგომი გუშაგი იცავდა. როგორც ჩანს, იესოს ეს ჩვეულება ჰქონდა მხედველობაში, როცა კართან მდგომი გუშაგი მოიხსენია და საკუთარ თავზე თქვა, რომ ღვთის ცხვრის მწყემსი და ფარეხის კარი იყო (ინ. 10:1—9).

ქრისტიანები. იესომ ხაზი გაუსვა ქრისტიანებისთვის სიფხიზლის აუცილებლობას, რადგან ის მოვიდოდა, როგორც იეჰოვას განაჩენის აღმსრულებელი. ქრისტიანი იესომ კარის მცველს შეადარა, რომელსაც პატრონმა უბრძანა, უცხო ქვეყნიდან სახლში დაბრუნებისას ფხიზლად დახვედროდა (მრ. 13:33—37; იხ. კარიბჭე; დაცვა).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება