საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „გოლიათი“
  • გოლიათი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გოლიათი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • „იეჰოვასია ბრძოლა“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
  • დავითი და გოლიათი
    ბიბლიური მოთხრობები
  • ლახმი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • „იეჰოვასია ბრძოლა“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2016
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „გოლიათი“

გოლიათი

ბუმბერაზი ქალაქ გათიდან, ფილისტიმელთა ლაშქრის მეომარი, რომელიც დავითმა მოკლა. გოლიათი გამოირჩეოდა თავისი სიმაღლით — ის ექვსი წყრთა და ერთი მტკაველი (2,9 მ) იყო. მისი სპილენძის ფირფიტებიანი ჯავშანი 5 000 შეკელს (57 კგ) იწონიდა, მისი შუბის რკინის წვერი კი — 600 შეკელს (6,8 კგ) (1სმ. 17:4, 5, 7). გოლიათი რეფაიმთა ნაშიერი იყო, ფილისტიმელთა ჯარს კი ის, შესაძლოა, დაქირავებული ჰყავდა (1მტ. 20:5, 8; იხ. რეფაიმი).

მას შემდეგ მალევე, რაც სამუელმა სცხო დავითი და იეჰოვას სული მოსცილდა მეფე საულს (1სმ. 16:13, 14), ფილისტიმელები სოქოში შეიკრიბნენ ისრაელთან შესაბრძოლებლად. შემდეგ ისინი ეფეს-დამიმში დაბანაკდნენ. ფილისტიმელთა ჯარი საულის ჯარის მოპირდაპირე მხარეს დადგა, მათ შორის კი ველი იყო. ფილისტიმელთა ჯარიდან გამოსული ბუმბერაზი მეომარი, გოლიათი, ხმამაღლა იწვევდა ისრაელებს, გამოეყვანათ კაცი და ერთი-ერთზე ებრძოლათ, შედეგად ცხადი გახდებოდა, რომელი ჯარი მოემსახურებოდა მეორეს. 40 დღის მანძილზე, დილა-საღამოს, ისრაელის ჯარი შეძრწუნებული ისმენდა ამ დამცირებას. არც ერთ ისრაელ ჯარისკაცს არ ეყო გამბედაობა, რომ ეს გამოწვევა მიეღო (1სმ. 17:1—11, 16).

ცოცხალი ღვთის, იეჰოვას დაცინვით გოლიათმა საკუთარ თავს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ახალგაზრდა მწყემს დავითზე ღვთის სული გადმოვიდა და მან გოლიათის გამოწვევა მიიღო. გოლიათი, რომელსაც წინ დიდი ფარით საჭურველთმტვირთველი მიუძღოდა, დავითისკენ გაემართა და მას თავისი ღმერთების სახელით წყევლიდა. საპასუხოდ დავითმა უთხრა: „შენ მახვილით, შუბითა და ხელშუბით გამოდიხარ, მე კი ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, ისრაელის რაზმების ღვთის სახელით გამოვდივარ, ვისაც შენ დასცინე“ (სურათი, ტ. 1, გვ. 745). დავითმა შურდულით ქვა სტყორცნა, შუბლში მოარტყა გოლიათს და ძირს დასცა. შემდეგ ზედ შესდგა და მისივე მახვილით მოჰკვეთა თავი. ამის დანახვაზე ისრაელებმა ყიჟინა დასცეს და ფილისტიმელებს მუსრი გაავლეს (1სმ. 17:26, 41—53).

„აიღო დავითმა ფილისტიმელის თავი და იერუსალიმში ჩაიტანა, მისი იარაღი კი თავის კარავში დააწყო“ (1სმ. 17:54). თუმცა სიონის ციხესიმაგრე დავითმა მოგვიანებით აიღო (2სმ. 5:7), იერუსალიმში ისრაელები უკვე დიდი ხანი ცხოვრობდნენ იებუსელებთან ერთად (იეს. 15:63; მსჯ. 1:8). როგორც ჩანს, მოგვიანებით დავითმა გოლიათის მახვილი საწმინდარში მიიტანა. ამაზე მიანიშნებს ის ფაქტი, რომ მღვდელმა ახიმელექმა ეს მახვილი დავითს გადასცა, როცა ის საულს გაურბოდა (1სმ. 21:8, 9).

კითხვებს ბადებს 2 სამუელის 21:19, სადაც ნათქვამია: „ბეთლემელი იაარე-ორეგიმის ვაჟმა, ელხანანმა მოკლა გათელი გოლიათი, რომლის შუბის ტარი საქსოვი ლილვის სისხო იყო“. პარალელურ მუხლში, 1 მატიანის 20:5-ში კი ნათქვამია: „ელხანანმა, იაირის ვაჟმა, მოკლა ლახმი, გათელი გოლიათის ძმა, რომლის შუბის ტარი საქსოვი ლილვის სისხო იყო“.

ამ შეუსაბამობის ასახსნელად შემოთავაზებული იყო რამდენიმე ვარიანტი. თარგუმში ჩაწერილია ტრადიციული შეხედულება, რომ ელხანანი იგივე დავითი იყო. ბიბლიის ერთ კომენტარში კი ნათქვამია, რომ სავსებით შესაძლებელია, გოლიათი ორი იყო; ამასთან, შესაძლოა გოლიათი ისეთივე ტიტული იყო, როგორიც „ფარაონი“, „რაბშაკე“ ან „სულთანი“ (Soncino Books of the Bible, ა. კოენის რედაქციით, ლონდონი, 1951, 1952). ბიბლეისტთა უმეტესობა გადამწერის შეცდომად მიიჩნევს იმას, რომ ერთგან მოხსენიებულია იაარე-ორეგიმი, მეორეგან კი — იაირი, აგრეთვე იმას, რომ მხოლოდ „მეორე სამუელში“ წერია სიტყვა „ბეთლემელი [ებრ. ბეთ ჰალლახმი], „მატიანეში“ კი — სახელი „ლახმი“ [ʼეთ-ლახმი] (იხ. იაარე-ორეგიმი; ლახმი).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება