საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „დამყნობა“
  • დამყნობა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • დამყნობა
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ზეთისხილი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ამწვანებული ზეთისხილი ღვთის სახლში
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • ო, ღვთის სიბრძნის სიღრმე!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • ბუნება
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „დამყნობა“

დამყნობა

კარგი ნაყოფის მომცემი ხის კვირტის გადანერგვა უნაყოფო ხეზე იმგვარად, რომ მოხდეს მათი შეზრდა. ხშირ შემთხვევაში დამყნობის მიზანია, როგორც სანამყენის (საუკეთესო ნაყოფი), ისე საძირე ხის (გამძლეობა) კარგი თვისებების გაერთიანება. შეზრდის შემდეგ დამყნობილი კვირტები ახალი ძირიდან იკვებება, თუმცა ისეთივე ნაყოფს იძლევა, როგორსაც ის ხე, საიდანაც აიღეს.

მოციქულმა პავლემ რომაელი ქრისტიანებისთვის მიწერილ წერილში არაიუდეველი ქრისტიანები შეადარა ველური ზეთისხილის ტოტებს, რომლებიც დამტვრეული ტოტების ნაცვლად დაემყნენ ბაღის ზეთისხილს. ცხადია, ეს არაბუნებრივი დამყნობა იქნებოდა. „ბუნებრივ ტოტებს“ წარმოადგენდნენ იუდეველები, რომლებმაც ურწმუნოების გამო დაკარგეს მესიის ზეციერ სამეფოში შესვლის შესაძლებლობა. არაიუდეველი ქრისტიანების ანუ ველური ზეთისხილის ტოტების დამყნობა ბაღის ზეთისხილის „ბუნებრივი ტოტების“ ადგილას უცხოტომელ ქრისტიანებს არ აძლევდა გამედიდურების საფუძველს, რადგან თავიანთი მდგომარეობის შენარჩუნებას მხოლოდ რწმენით შეძლებდნენ. გარდა ამისა, ველური ზეთისხილის ტოტების დამყნობა ბაღის ზეთისხილზე იმ მუდმივი კავშირის მაგალითია, რომელიც იუდეველ და უცხოტომელ ქრისტიანებს შორის ანუ „ღვთის ისრაელის“ წევრებს შორის დამყარდა (რმ. 11:17—24; გლ. 3:28; 6:16; შდრ. ინ. 15:1—6; იხ. ზეთისხილი).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება