საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ხანანი“
  • ხანანი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ხანანი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ზაქური
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ბანი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იგდალია
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ხატუში
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ხანანი“

ხანანი

[1—10: შეწყალება, მწყალობელი].

1. ბენიამინელი; შაშაკის ვაჟი (1მტ. 8:1, 23—25).

2. მააქას ძე; დავითის ერთ-ერთი ძლიერი მეომარი (1მტ. 11:26, 43).

3. აცელის ექვსი ვაჟიდან ერთ-ერთი; მეფე საულის შთამომავალი (1მტ. 8:33—38; 9:44).

4. „ჭეშმარიტი ღვთის კაცი“; იგდალიას ძე; სწორედ ხანანის ძეების სახლში, მათ სასადილო ოთახში გამოსცადა იერემიამ რექაბელები, რომ გაეგო, დაემორჩილებოდნენ თუ არა თავიანთი წინაპრის, იონადაბის ბრძანებას, არ დაელიათ ღვინო (იერ. 35:3—6).

5. ტაძარში მომსახურეების, ნეთინიმების ერთ-ერთი სახლეულობის უფროსი. ძვ. წ. 537 წელს ბაბილონის ტყვეობიდან ამ საგვარეულოს ზოგი წარმომადგენელი ზერუბაბელთან ერთად დაბრუნდა (ეზრ. 2:1, 2, 43, 46; ნემ. 7:46, 49).

6. ლევიანი, რომელიც ეზრასთან ერთად იერუსალიმში, წყლის კარიბჭის წინ, მოედანზე შეკრებილ ისრაელებს კანონს განუმარტავდა (ნემ. 8:1, 7). შესაძლოა ის იგივე №7 ან №10 იყოს.

7. ლევიანი, რომლის შთამომავალმაც (ან თავად მან) ბეჭდის დასმით დაადასტურა ნეემიას გამგებლობის პერიოდში დადებული „მტკიცე შეთანხმება“ (ნემ. 9:38; 10:1, 9, 10). თუ ეს მართლა ხანანი იყო, მაშინ შესაძლოა ის იგივე №6 ან №10 იყოს.

8, 9. ხალხის ორი თავკაცი, რომლის შთამომავლებმაც (ან თავად მათ) ბეჭდის დასმით დაადასტურეს ნეემიას გამგებლობის დროს დადებული მონანიების შეთანხმება (ნემ. 9:38; 10:1, 14, 22, 26).

10. ზაქურის ვაჟი, ლევიანი. ღვთის ერთგული მსახური, რომელიც ნეემიამ ლევიანებისთვის წილის მისაცემად დანიშნა. ამ საქმეს შელემია, ცადოკი და ფედაია ხელმძღვანელობდნენ (ნემ. 13:13). შესაძლოა ის იგივე №6 ან №7 იყოს.

[11—15: შესაძლოა ხანანიას შემოკლებული ფორმა]

11. ჰემანის თოთხმეტი ვაჟიდან ერთ-ერთი. დავითის მეფობის დროს მას საწმინდარში მგალობელთა მეთვრამეტე დანაყოფის ხელმძღვანელობა დაევალა (1მტ. 25:4—6, 9, 25).

12. წინასწარმხილველი, რომელმაც გაკიცხა იუდას მეფე ასა იმის გამო, რომ იეჰოვაზე მინდობის ნაცვლად სირიის მეფის მოკავშირე გახდა. მისმა ნათქვამმა განარისხა მეფე და ის საპყრობილეში ჩააგდეს (2მტ. 16:1—3, 7—10). ხანანი, როგორც ჩანს, მამა იყო წინასწარმეტყველ იეჰუსი, რომელმაც ისრაელის მეფე ბააშა და იუდას მეფე იეჰოშაფატი გაკიცხა (1მფ. 16:1—4, 7; 2მტ. 19:2, 3; 20:34).

13. მღვდელი „იმერის ძეთაგან“. იგი მათ შორის იყო, ვინც ეზრას დაემორჩილა და უცხოელი ცოლი გაუშვა (ეზრ. 2:36, 37; 10:10, 11, 20, 44).

14. ნეემიას ძმა. შუშანიდან ჩამოსულმა ხანანმა სხვა იუდეველებთან ერთად ნეემიას იერუსალიმის გალავნის მდგომარეობის შესახებ აცნობა (ნემ. 1:2, 3). გალავნის აღდგენის დასრულების შემდეგ ნეემიამ თავისი ძმა ხანანი ხანანიასთან ერთად იერუსალიმზე დააყენა (ნემ. 7:1, 2).

15. ლევიანი მღვდელი და მუსიკოსი, რომელმაც იერუსალიმის გალავნის მიძღვნის დროს ნეემიას მიერ მოწყობილ მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა (ნემ. 12:31—36).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება