ჰეროდიონი
რომაელებისთვის მიწერილ წერილში პავლე მას მოკითხვას უთვლის და ნათესავად მოიხსენიებს (რმ. 16:11). ზოგის აზრით, ამის მიზეზი შეიძლება მხოლოდ ის იყოს, რომ ორივენი იუდეველები იყვნენ და არა ის, რომ ის პავლეს ნათესავი იყო. ამ მოსაზრებას ისინი რომაელების 9:3-ზე აფუძნებენ. თუმცა ყველა იუდეველს, ვისაც მოკითხვას უთვლის, პავლე ნათესავს არ უწოდებს (შდრ. სქ. 18:2; რმ. 16:3), რაც იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ მასსა და ჰეროდიონს შორის უფრო ახლო ნათესაური კავშირი უნდა ყოფილიყო (იხ. ანდრონიკე).