იში
[ესაიას შემოკლებული ფორმა, რაც ნიშნავს: ხსნა იეჰოვასგანაა].
1. იუდას შთამომავალი; აფაიმის ვაჟი და შეშანის მამა (1მტ. 2:3, 31).
2. იუდას კიდევ ერთი შთამომავალი (1მტ. 4:1, 20).
3. იორდანის აღმოსავლეთით მცხოვრები მენაშეს ნახევარი ტომის წინამძღოლი და საგვარეულოს თავკაცი (1მტ. 5:23, 24).
4. სიმონელი, რომლის ოთხ ვაჟზე „მატიანეში“ აღნიშნულია, რომ ისინი სათავეში ედგნენ ხუთას კაცს, რომლებმაც დაამარცხეს სეირის მთაზე მცხოვრები ამალეკელები (1მტ. 4:42, 43).