საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „იუდეველი“
  • იუდეველი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იუდეველი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • პროზელიტი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • რომაელებისთვის მიწერილი წერილი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ბიბლიის წიგნი 45 — რომაელები
    „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
  • ტყვეობა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „იუდეველი“

იუდეველი

[იუდასგან, იუდას]

იუდასტომელი; ეს სახელწოდება მხოლოდ ისრაელის ათტომიანი სამეფოს განადგურების შემდეგ ჩნდება ბიბლიაში. ხიზკიას დროს ესაიამ ეს სიტყვა განსაზღვრებად გამოიყენა ფრაზაში „იუდეველთა ენა“ (ეს. 36:11, 13). სამხრეთ სამეფოს, ჩვეულებრივ, იუდას უწოდებდნენ, ხალხს კი — იუდას ძეებს ან იუდას ძეების ტომს. ხალხის აღსანიშნავად ეს სახელწოდება ბიბლიაში პირველად გამოიყენა მეფეების წიგნების დამწერმა, სავარაუდოდ, იერემიამ, რომელმაც წინასწარმეტყველად მსახურება ძვ. წ. 647 წელს დაიწყო (იხ. 2მფ. 16:6; 25:25). გადასახლების შემდეგ ამ სახელით მოიხსენიებდნენ სამშობლოში დაბრუნებულ ნებისმიერ ისრაელს (ეზრ. 4:12; 6:7; ნემ. 1:2; 5:17) და დროთა განმავლობაში დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ებრაელებს უცხოტომელებისგან მათ განსასხვავებლად (ესთ. 3:6; 9:20). თავს იუდეველად აცხადებდა ისიც, ვინც იუდეველთა რწმენა მიიღო და წინადაცვეთილი პროზელიტი გახდა (ესთ. 8:17). ებრაულ წერილებში სიტყვა „ხიზანიც“ შეიძლება გულისხმობდეს იუდეველთა რელიგიაში მოქცეულს (იერ. 22:3); ზოგ შემთხვევაში ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში განსხვავების საჩვენებლად ასეთი ადამიანები მოიხსენიებიან პროზელიტებად (სქ. 2:10; 6:5; 13:43).

როცა იესო ჯერ კიდევ პატარა იყო, იერუსალიმში მისულმა ასტროლოგებმა იკითხეს: „სად არის იუდეველთა მეფე რომ დაიბადა?“ (მთ. 2:1, 2). იესოს წამების ბოძზე პილატემ გააკეთა წარწერა: „იესო ნაზარეთელი, იუდეველთა მეფე“ (ინ. 19:19).

გადატანითი მნიშვნელობით. იმის საჩვენებლად, რომ იუდეველები ცდებოდნენ, როცა თავიანთი წარმომავლობით ამაყობდნენ და ღვთის კეთილგანწყობის მოპოვების საშუალებად კანონის დაცვას მიიჩნევდნენ, მოციქულმა პავლემ თქვა: „ის კი არ არის იუდეველი, ვინც გარეგნულად არის ასეთი, და ის კი არ არის წინადაცვეთა, რაც გარეგნულად ჩანს ხორცზე, არამედ იუდეველია ის, ვინც შინაგანად არის ასეთი და ვისი გულიც წინადაცვეთილია სულით და არა დაწერილ კანონთა კრებულით. ასეთ ადამიანს ქება აქვს არა ადამიანთაგან, არამედ ღვთისგან“ (რმ. 2:28, 29). იუდას სახელის მნიშვნელობაზე (ნიშნავს ქებულს, საქებარს) გაკეთებული მინიშნებით პავლემ დაანახვა მკითხველს, რომ ღვთისგან ქების მისაღებად საჭირო იყო ღვთის სულის გავლენით მთელი გულით მსახურება. ეს აზრები ჰგავს პავლეს მიერ რომაელების მე-4 თავში მოყვანილ მსჯელობას, რომლის თანახმადაც, აბრაამის ნამდვილი შთამომავლები მისნაირი რწმენის მქონე ადამიანები არიან. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ქრისტიანულ კრებაში არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ეროვნებას, რადგან „არ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი [უცხოტომელი]“ (გლ. 3:28). მკვდრეთით აღმდგარმა იესო ქრისტემ სმირნის კრებას მანუგეშებელი სიტყვებით მიმართა იმ დევნის გამო, რასაც ისინი ძირითადად იუდეველებისგან იტანდნენ: „ვიცი მათი მკრეხელობაც, ვინც ამბობს: იუდეველები ვართო, მაგრამ იუდეველები კი არა, სატანის სინაგოგა არიან“ (გმც. 2:9).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება