ᲘᲝᲙᲛᲔᲐᲛᲘ
[ხალხმა აღმართოს ან ხალხი აღდგეს]
1. ეფრემის ტომის კუთვნილი ქალაქი, რომელიც კეჰათელ ლევიანებს გადასცეს (1მტ. 6:66, 68). იესო ნავეს ძის 21:22-ში იოკმეამი, როგორც ჩანს, „კიბცაიმადაა“ მოხსენიებული, რაც, სავარაუდოდ, ამ ადგილის უფრო ადრინდელი სახელწოდებაა. მისი ადგილმდებარეობა უცნობია.
2.მხარე, რომელიც ესაზღვრებოდა სოლომონის მიერ დანიშნული 12 ზედამხედველიდან ერთ-ერთის, ახილუდის ვაჟის, ბაანას, ტერიტორიას (1მფ. 4:12). შესაძლოა ეს იგივე იოკნეამია.