საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ფიქრი“
  • ფიქრი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ფიქრი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • იფიქრეთ სულიერზე!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
  • დაფიქრება, რომელიც სარგებლობის მომტანია
    გამოიღვიძეთ! — 2000
  • ლოცვა და ფიქრი აუცილებელია გულმოდგინე მქადაგებლისთვის
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2010
  • ჩემი გულის ზრახვები
    მთელი გულით უმღერეთ იეჰოვას
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ფიქრი“

ფიქრი

გუნებაში მსჯელობა, რისამე წარმოდგენა, აზრად ქონა, ამა თუ იმ საკითხში ჩაღრმავება, ინტენსიური კონცენტრირება რაიმე საკითხზე; ეს შეიძლება იყოს წარსულის გააზრება, აწმყოს გაანალიზება, მომავლის განჭვრეტა.

ადამიანმა ფიქრი რომ შეძლოს, ხელს არაფერი უნდა უშლიდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის თავის ფიქრებთან მარტო უნდა დარჩეს. მაგალითად, ისაკი საღამო ხანს მარტო გავიდა სასეირნოდ, რომ ეფიქრა, სავარაუდოდ, რებეკასთან სამომავლო ქორწინებაზე (დბ. 24:63). ფსალმუნმომღერალი ღამის სიჩუმეში გუშაგობისას ფიქრობდა შემოქმედის სიდიადეზე (ფს. 63:6). ადამიანის გულის ფიქრები სასარგებლო უნდა იყოს. ის უნდა ფიქრობდეს იეჰოვას დიდებულებასა და ნამოქმედარზე, იმაზე, რაც ღმერთს სიამოვნებს (ფს. 19:14; 49:3; 77:12; 143:5; ფლ. 4:8), და არა უკეთურობაზე (იგ. 24:1, 2).

ვინც სასარგებლო ფიქრს ეძლევა, დაუფიქრებლად არავის უპასუხებს; ის ყველაფერს კარგად აწონ-დაწონის თავის გულში და ისეთ რამეს არ იტყვის, რაც სანანებელი გაუხდება (იგ. 15:28).

როცა იესო ნავეს ძე ისრაელი ერის წინამძღოლად დაინიშნა, მას მიეცა მითითება, გადაეწერა იეჰოვას კანონი და დღედაღამ ეკითხა (ბიბლიის მრავალ თარგმანში „ეფიქრა“) (იეს. 1:8, სსგ, ბსგ). ამ მუხლში „ფიქრად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა ჰაგაჰ, ძირითადად, გაურკვეველი ბგერების წარმოთქმას ნიშნავს. იგი ზოგიერთ მუხლში ითარგმნება როგორც „კვნესა“, „ბრდღვინვა“, „ღუღუნი“ და „ბუტბუტი“ (ეს. 16:7; 31:4; 38:14; 59:3). ჰაგაჰ დაბალი ხმით ლაპარაკსა და ფიქრსაც ნიშნავს (ფს. 35:28; იგ. 15:28). „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ეს ებრაული სიტყვა იესო ნავეს ძის 1:8-ში (სქ.) სათანადოდ არის გადმოთარგმნილი, როგორც „დაბალი ხმით კითხვა“ (იხ. აგრ. ფს. 1:2, სქ.). დაბალი ხმით კითხვა და ფიქრი წაკითხულს ღრმად ბეჭდავს გონებაში. ერთ ლექსიკონში სიტყვა ჰაგაჰ ასე განიმარტება: „ფიქრში წასული ადამიანის დუდუნი“ (Gesenius’s Hebrew and Chaldee Lexicon, თარგმანი ს. ტრეგელსისა, 1901, გვ. 215; შდრ. ფს. 35:28; 37:30; 71:24; ეს. 8:19; 33:18).

მოციქულმა პავლემ ტიმოთეს მოუწოდა, ეფიქრა თავის საქციელზე, მსახურებასა და სწავლებაზე. როგორც ზედამხედველი, ტიმოთე განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოჰკიდებოდა იმას, რას და როგორ ასწავლიდა, და სანიმუშო უნდა ყოფილიყო ყველასთვის (1ტმ. 4:15).

არაჯანსაღი ფიქრი. მას შემდეგ, რაც პეტრე და იოანე მოციქულები ტაძრის მცველთა უფროსმა დააპატიმრა, იუდეველმა მმართველებმა კი აუკრძალეს იესოს სახელით სწავლება და დაემუქრნენ, ისინი იესოს დანარჩენ მოწაფეებთან მივიდნენ. მოწაფეებმა ღმერთს მიმართეს ლოცვით და დავითის წინასწარმეტყველური სიტყვები გაიმეორეს: «„რატომ ახმაურდნენ ერები და რატომ ფიქრობენ ხალხები ამაოებაზე? . .“. ჰეროდე და პონტიუს პილატე უცხოტომელებსა და ისრაელებთან ერთად შეიკრიბნენ ამ ქალაქში შენი წმინდა მსახურის, იესოს, შენი ცხებულის წინააღმდეგ იმის გასაკეთებლად, რისი მოხდენაც შენი ხელითა და შენი ნებით იქნა წინასწარ განსაზღვრული» (სქ. 4:1—3, 18, 21, 23—28).

როგორც კონტექსტიდან ჩანს, ამაოება, რომელზეც „ხალხები ფიქრობენ“, არის არა ის, რისკენაც ადამიანები ზოგადად ისწრაფვიან, არამედ იეჰოვასა და მისი მსახურების წინააღმდეგ მიმართული ყოვლად უშედეგო ფიქრები, საუბრები და ქმედებები (სქ. 4:25).

მეფე დავითმა თავის მოძულეთა და მისი სიკვდილის მსურველთა შესახებ თქვა: „მთელი დღე მზაკვრობაზე ბუტბუტებენ [ჰაგაჰის ერთ-ერთი ფორმა]“ (ფს. 38:12). მათი ფიქრები წამიერად გაელვებული აზრები კი არ ყოფილა, არამედ გულში ღრმად ფესვგადგმული ბოროტი ზრახვები. ასეთ ადამიანებზე „იგავებში“ ნათქვამია: „გულში ძარცვაზე ფიქრობენ და მათი ბაგეები იმაზე ლაპარაკობენ, როგორ გააუბედურონ სხვები“ (იგ. 24:2).

იესომ თავის მოძულეებს უთხრა: „ასე რატომ მსჯელობთ გულში?“ (მრ. 2:8). მათ შესახებ, ვინც უმართლოდ ჩქმალავდა ჭეშმარიტებას, მოციქული პავლე წერდა: „დაუჩლუნგდათ გონება და დაუბნელდათ უმეცარი გული“. ასეთ არაჯანსაღ ფიქრს ადამიანი დაღუპვამდე მიჰყავს (რმ. 1:18, 21).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება