საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „თვინიერება“
  • თვინიერება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • თვინიერება
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • განივითარეთ თვინიერება და გული გაუხარეთ იეჰოვას
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2019
  • ნუ დაკარგავთ ღვთის კეთილგანწყობილებას ცვლილებების მიუხედავად
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • შეინარჩუნეთ თვინიერება ზეწოლის დროს
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2021
  • იეჰოვა აფასებს თვინიერ ადამიანებს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „თვინიერება“

თვინიერება

რბილი ხასიათი, რომელიც გამორიცხავს სიამაყესა და პატივმოყვარეობას; შინაგანი განწყობა, რომელიც ეხმარება ადამიანს მოთმინებით, გაღიზიანების, აღშფოთებისა და შურისძიების სურვილის გარეშე აიტანოს მისთვის მიყენებული ზიანი. ის თავმდაბლობის განუყოფელი თვისებაა (იხ. თავმდაბლობა; რბილი ხასიათი). თვინიერად ნათარგმნი ებრაული სიტყვა ‛ანავ ნაწარმოებია ფუძიდან ‛ანაჰ, რაც დაჩაგვრას, დამდაბლებასა და დამცირებას ნიშნავს.

ადამიანი თვინიერი პირველ რიგში ღვთის წინაშე უნდა იყოს და ამავე დროს ადამიანებთან ურთიერთობაშიც. მაგალითად, „თვინიერები უფრო მეტად გაიხარებენ იეჰოვათი“ (ეს. 29:19). თვინიერები, როგორც წესი, სწავლებას ექვემდებარებიან — იეჰოვა „თავის გზას ასწავლის თვინიერებს“ (ფს. 25:9). ღვთისგან წვრთნას, თუნდაც მძიმე გადასატანი იყოს, ისინი მზადყოფნით იღებენ (ებ. 12:4—11). თვინიერნი სამართლიანობის აღდგენას იეჰოვას ანდობენ, არ რისხდებიან, უსამართლო მოპყრობას მოთმინებით იტანენ და იეჰოვას ელოდებიან (ფს. 37:8—11). მათ იმედი არ გაუცრუვდებათ, რადგან იეჰოვას რჩეული, იესეს „ძირკვიდან ამოსული ყლორტი“, „სიმართლით ამხილებს ხალხს დედამიწის თვინიერთა გულისთვის“ (ეს. 11:1—4).

მოსე. მოსე „უთვინიერესი კაცი იყო მთელი დედამიწის ზურგზე“. მის წინააღმდეგ მიმართულ კრიტიკას ის გულისწყრომის გარეშე ხვდებოდა (რც. 12:3). მოსეს თვინიერება იმ ეპიზოდშია ნახსენები, რომელშიც აღწერილია მირიამისა და აარონის დრტვინვა მოსეს წინააღმდეგ. იეჰოვამ მალევე მიიღო ზომები, ვინაიდან მათი ჩივილი, ფაქტობრივად, იეჰოვას წინააღმდეგ ჩივილს ნიშნავდა (რც. 12:1—15).

ბიბლიის ზოგიერთი კრიტიკოსი მოსეს თავის ქებაში უთვლის საკუთარი თავის უთვინიერეს კაცად მოხსენიებას. ზოგი კრიტიკოსი ირწმუნება, რომ ეს მუხლი მოგვიანებით დაემატა წმინდა წერილს. ზოგიც ამ მუხლის საფუძველზე ამტკიცებს, რომ ხუთწიგნეული მოსეს არ დაუწერია. ერთ თეოლოგიურ ნაშრომში აღნიშნულია: „თუ მათ [მოსეს სიტყვებს] განვიხილავთ, არა proprio motu-დ [თავისი ინიციატივით], არამედ როგორც მოსეზე დავანებული სულიწმიდის კარნახით დაწერილს (შდრ. რიცხ. 11:17), მათში დავინახავთ ერთგვარ ობიექტურობას, რომელიც მათ უტყუარობასა და ინსპირაციას მოწმობს. ბიბლიის ამ თუ სხვა მონაკვეთებიდან, რომლებშიც მოსე გულახდილად ლაპარაკობს თავის შეცდომებზე (შდრ. რც. 20:12–ა.შ.; გმ. 4:24–ა.შ.; კნ. 1:37), გამოსჭვივის იმ კაცის უბრალოება, რომელიც საუბრობს თავის თავზე, მაგრამ არა თავის სასარგებლოდ (შდრ. წმ. მათე 11:28, 29). მოსემ თავის თავს თვინიერი იმიტომ უწოდა, რომ აეხსნა იმის მიზეზი, რატომ არ გადავიდა თავდაცვაზე და რატომ ჩაერია უფალი დაუყოვნებლივ ამ საქმეში“ (Cook’s Commentary).

იესო ქრისტე. იესო თვინიერი იყო, რადგან მან უდრტვინველად აიტანა ყველანაირი შეურაცხყოფა. უფრო მეტიც, კრავივით დაიკლა, ისე რომ კრინტიც არ დაუძრავს (ფლ. 2:5—8; ებ. 12:2; სქ. 8:32—35; ეს. 53:7). გარდა ამისა, ქრისტემ, როგორც „დიდმა მოსემ“, ხალხს თავი რბილ და გულით თავმდაბალ პიროვნებად გააცნო (მთ. 11:28, 29). ესაიას 61:1-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველებისამებრ ის იეჰოვას სულით იყო ცხებული „თვინიერთათვის სასიხარულო ცნობის საუწყებლად“. როცა იესომ ეს წინასწარმეტყველება თავისი მშობლიური ქალაქის, ნაზარეთის სინაგოგაში წაიკითხა, განაცხადა: „დღეს შესრულდა წმინდა წერილების ეს ადგილი, რაც ახლა მოისმინეთ“ (ლკ. 4:16—21). ღმერთმა განსაკუთრებული წყალობა გამოიჩინა თვინიერთა მიმართ, რადგან თავისი საყვარელი ძე გამოგზავნა მათთვის ხსნის შესახებ საუწყებლად (ფს. 149:4; იგ. 3:34).

სასიკეთო შედეგი. წინასწარმეტყველ სოფონიას მოწოდება დღესაც ვრცელდება ყველა თვინიერზე: „ეძებეთ იეჰოვა, დედამიწის თვინიერნო, მისი სამართლის დამცველნო! ეძებეთ სიმართლე, ეძებეთ თვინიერება, იქნებ თავშესაფარი პოვოთ იეჰოვას რისხვის დღეს“ (სფ. 2:3). გარდა ამისა, მათ ეძლევათ სხვა შესანიშნავი დაპირებები. მაგალითად: „თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფს. 37:11). პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, „თვინიერები შეჭამენ და გაძღებიან“ (ფს. 22:26).

იეჰოვა ისმენს თვინიერთა ლოცვებს და პასუხობს მათ; იეჰოვა მათ იმედს არასდროს გაუცრუებს, რასაც ვერ ვიტყვით ბოროტებზე, რომლებიც თვინიერებს გზა-კვალს ურევენ და მათ განადგურებას ცდილობენ (ამ. 2:7; 8:4; ფს. 10:17; 9:18). ჭეშმარიტია იგავებში ჩაწერილი სიტყვები: „ჯობია თავმდაბლობის სული გქონდეს და თვინიერებთან იყო, ვიდრე პატივმოყვარეებთან იყოფდე ნადავლს“ (იგ. 16:19).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება