საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „შეხვედრის მთა“
  • შეხვედრის მთა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შეხვედრის მთა
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • მანათობელი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იეჰოვა დასცემს ქედმაღალ ქალაქს
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
  • მთა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ჩრდილოეთი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „შეხვედრის მთა“

შეხვედრის მთა

გამოთქმა, რომელიც მოხსენიებულია ესაიას 14:13-ში, სადაც ბაბილონის მეფე თავის გულში ამბობს: „ცაში ავალ; ღვთის ვარსკვლავების ზემოთ დავიდგამო ტახტს; დავჯდები შეხვედრის მთაზე, შორეულ ჩრდილოეთში“.

ზოგი ბიბლეისტის აზრით, „შეხვედრის მთაში“ იგულისხმებოდა შორეულ ჩრდილოეთში არსებული მაღლობი, სადაც ბაბილონელების რწმენით მათი ღმერთები მკვიდრობდნენ. თუმცა ესაიას 14:13-ში ჩაწერილი სიტყვები არ წარმოადგენს ბაბილონის მეფის შესახებ წინასწარმეტყველურ განაცხადს, ისინი მის პატივმოყვარეობასა და დამოკიდებულებას ირეკლავს (შდრ. ეს. 47:10). ისინი არის იმ იგავის ნაწილი, რომელსაც სამშობლოში დაბრუნებული ისრაელები მოყვებოდნენ ბაბილონის მეფეზე (ეს. 14:1—4). ამიტომ იმის გასარკვევად, თუ რა იგულისხმებოდა „შეხვედრის მთაში“, მხედველობაში უნდა მივიღოთ ბიბლიის თვალსაზრისი და არა ცრურელიგიური შეხედულებები, რომლებიც შეიძლებოდა ბაბილონის მეფეს ჰქონოდა. აშკარაა, რომ ბაბილონის მეფეს არ ენდომებოდა თავისი ტახტის იმ ღვთის ვარსკვლავებზე მაღლა დადგმა, რომელსაც ის ეთაყვანებოდა. გარდა ამისა, ესაიას 14:14-დან ნათლად ჩანს, რომ საუბარია არა ბაბილონელთა ღვთაებებზე, არამედ უზენაეს ღმერთზე. შესაბამისად, „შეხვედრის მთა“ უზენაეს ღმერთს უნდა უკავშირდებოდეს.

ესაიას დროს მხოლოდ ერთი მთა, სიონის მთა იყო (მასში იგულისხმებოდა მორიას მთაზე არსებული ტაძრის ტერიტორიაც), სადაც ღმერთი სიმბოლური გაგებით ხვდებოდა თავის ხალხს (შდრ. ეს. 8:18; 18:7; 24:23; იოლ. 3:17). ამ მთისთვის შეიძლებოდა „შეხვედრის მთაც“ ეწოდებინათ, რადგან საწმინდრის წინ ყველა ისრაელი მამაკაცი წელიწადში სამჯერ უნდა გამოცხადებულიყო იეჰოვას სახის წინაშე (გმ. 23:17). ამ მსგავსებას ხაზს უსვამს ფსალმუნის 48:1, 2, სადაც ნათქვამია, რომ სიონის მთა „შორეულ ჩრდილოეთში“ მდებარეობდა, ანუ იქ, სადაც „შეხვედრის მთა“ იყო.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება