ᲜᲔᲛᲡᲘ
წვრილი ჩხირი, რომელსაც აქვს წვეტიანი თავი და გახვრეტილი ბოლო, რომელშიც უყრიდნენ ძაფს ან ტყავის თასმას; იყენებდნენ საკერავ საშუალებად ან ამოსაქარგავად (გმ. 28:6; 35:34, 35; ეკ. 3:7; ლკ. 5:36). უძველეს ქალაქებში განხორციელებული არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს ძვლის ნემსები, რომელთაგან ზოგი სპილოს ძვლისგანაც კი იყო დამზადებული, თუმცა უმეტესწილად ბრინჯაოს ნემსებს იყენებდნენ. ისინი ძალიან ჰგავს დღევანდელ ნემსებს. პალესტინაში აღმოჩენილი ბრინჯაოს ნემსების სიგრძე მერყეობდა 4 სმ-დან 14 სმ-მდე, ხოლო ეგვიპტეში აღმოჩენილი ზოგიერთი ბრინჯაოს ნემსის სიგრძე შეადგენდა 8–9 სმ-ს.