საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ნიკოლაე“
  • ნიკოლაე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ნიკოლაე
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ამერიკული სექტა ხართ?
    ხშირად დასმული კითხვები
  • ქრისტე კრებებს ელაპარაკება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • სექტა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • განიახლეთ თავდაპირველი სიყვარული!
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ნიკოლაე“

ნიკოლაე

[ხალხის დამპყრობელი].

1. ერთ-ერთი იმ შვიდი მამაკაციდან, რომლებსაც მოციქულებთან რეკომენდაცია გაეწიათ და რომლებიც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ იერუსალიმის კრებაში საკვების მიუკერძოებლად გასანაწილებლად აირჩიეს. ამ შვიდ მამაკაცს შორის მხოლოდ ნიკოლაე მოიხსენიება როგორც ანტიოქიელი პროზელიტი, რაც შესაძლოა იმაზე მიანიშნებდეს, რომ ის ერთადერთი არაებრაელი იყო მათ შორის. ხოლო რაც შეეხება დანარჩენი ძმების ბერძნულ სახელებს, ეს სახელები ებრაელებშიც ძალიან გავრცელებული იყო (სქ. 6:1—6).

2. ნიკოლაელთა სექტა (ნიკოლაელები) გამოცხადების წიგნში მოიხსენიება, კერძოდ შვიდი კრებისთვის განკუთვნილი შვიდი წერილიდან (გმც. 2, 3) ორში და ორივეგან უარყოფით კონტექსტში. „ეფესოს კრების ანგელოზი“ იესო ქრისტემ შეაქო „ნიკოლაელთა კრების საქმეების“ სიძულვილის გამო, რომელიც თავადაც სძულდა (გმც. 2:1, 6). თუმცა პერგამონის კრებაში ზოგიერთი „ნიკოლაელთა სექტის სწავლებებს“ ეჭიდებოდა და იესომ მათ მოუწოდა, რომ თავი დაენებებინათ ამ სწავლებებისთვის და მოენანიებინათ (გმც. 2:12, 15, 16).

წიგნ „გამოცხადების“ გარდა ნიკოლაელთა სექტა არსად მოიხსენიება. არაფერია ცნობილი არც ამ სექტის სწავლებებისა და საქმიანობის შესახებ, რომლებიც იესომ დაგმო და არც მისი წარმოშობისა თუ განვითარების შესახებ. გამოცხადების 2:14, 15-ში საუბარია „ბალაამის სწავლებაზე“, რომელმაც ისრაელი უზნეობასა და კერპთაყვანისმცემლობაში გახვია, რის შემდეგაც ვკითხულობთ: „შენ ისეთებიც გყავს, ნიკოლაელთა სექტის სწავლებებს რომ ეჭიდებიან“. ამ ორი აზრის ამგვარი დაკავშირება შესაძლოა ბალაამისა და ნიკოლაელთა სექტის სწავლებებს შორის მსგავსებაზე მიანიშნებდეს, თუმცა გამოცხადების წიგნი მათ შორის მიჯნას ავლებს. მხოლოდ სახელის გამო ეს სექტა არ უნდა დავუკავშიროთ ანტიოქიელ ნიკოლაეს (№1). მართალია, ძველი დროის საეკლესიო მწერლები ასე იქცეოდნენ, მაგრამ ეს ვარაუდი აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. საფუძველს მოკლებულია ის აზრიც, რომ ქრისტიანობას განმდგარმა რომელიღაცა სექტამ, მეტი წონა რომ ჰქონოდა, მისი სახელი დაირქვა. როგორც ჩანს, ბიბლია არაფერს გვამცნობს იმ ნიკოლაეს შესახებ, რომლის სახელითაც ეს სექტა გახდა ცნობილი.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება