საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ფადანი“
  • ფადანი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ფადანი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ფადან-არამი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • აბრაამის მოგზაურობა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • არამ–ნაჰარაიმი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იაკობის ცხოვრებაში მომხდარი მოვლენები
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ფადანი“

ᲤᲐᲓᲐᲜᲘ

[შესაძლოა ნიშნავს დაბლობს [ვაკეს]]

„ფადან-არამის“ შემოკლებული ფორმა (დბ. 35:9; 48:7); შესაძლოა იგივე სირია (დბ. 28:6, 7; ოს. 12:12, სქ.). ფადანი იყო ქალაქ ხარანის გარშემო არსებული რეგიონი ჩრდილოეთ შუამდინარეთში (დბ. 28:7, 10; 29:4). მართალია, ზოგიერთები ფადანსა და არამ-ნაჰარაიმს (ნიშნავს „ორ მდინარეს შორის მდებარე არამს“ და, ჩვეულებრივ, ითარგმნება როგორც შუამდინარეთი) ერთმანეთთან აიგივებენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ფადანი არამ-ნაჰარაიმის მხოლოდ ნაწილს წარმოადგენდა (დბ. 24:10; 25:20). ჩვენ ეს იმ ფაქტის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არამ-ნაჰარაიმის შემადგენლობაში შედიოდა მთიანი რეგიონი, რასაც ვერ ვიტყოდით ფადანზე, თუ სწორად გვესმის მისი სახელწოდების მნიშვნელობა როგორც „დაბლობი, ვაკე“ (რც. 23:7; კნ. 23:4).

პატრიარქი აბრაამი გარკვეული ხნის განმავლობაში სახლობდა ფადანში, ქალაქ ხარანში (დბ. 12:4; 28:7, 10). მოგვიანებით, მისი ვაჟი ისაკი და შემდეგ მისი შვილიშვილი იაკობი დაქორწინდნენ იმ ქალებზე, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ და მისი ნათესავების შთამომავლები იყვნენ (დბ. 22:20—23; 25:20; 28:6). იაკობმა 20 წელი გაატარა ფადანში, როდესაც ემსახურებოდა თავის სიმამრ ლაბანს (დბ. 31:17, 18, 36, 41). იქ მას შეეძინა 11 ვაჟი და ქალიშვილი დინა (დბ. 29:20—30:24). მისი მე-12 ვაჟი ბენიამინი ქანაანში დაიბადა (დბ. 35:16—18, 22—26; 46:15; 48:7).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება