საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „Შხამიანი მცენარე“
  • Შხამიანი მცენარე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • Შხამიანი მცენარე
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ნაღველი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • შხამი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • გოგრა [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • სმირნა (II) [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „Შხამიანი მცენარე“

ᲨᲮᲐᲛᲘᲐᲜᲘ ᲛᲪᲔᲜᲐᲠᲔ

მართალია, ებრაულ სიტყვას რო’შ (იგივე როშ) ზოგი აიგივებს კონიოსთან, კოლოქვინტთან (კოლოცინტი) ან ყაყაჩოსთან, თუმცა უცნობია ზუსტად რომელ მცენარეზეა საუბარი. ეს ებრაული სიტყვა ზოგჯერ მიუთითებს 1) მწარე და შხამიან მცენარეზე (გდ. 3:5, 19), 2) შხამზე ან გესლზე (კნ. 32:33; იობ. 20:16) და 3) მოწამლულ წყალზე (იერ. 8:14; 9:15; 23:15). ეს მცენარე გადატანითი მნიშვნელობით მოხსენიებულია იმ შემთხვევებში, როცა საქმე ეხება სამართლის გამრუდებას (ოს. 10:4; ამ. 6:12) და განდგომილებს (კნ. 29:18; შდ. სქ. 8:23; ებრ. 12:15).

მესიის შესახებ ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ საჭმელად საწამლავს მისცემდნენ, რაშიც შესაძლოა შხამიანი მცენარე იგულისხმებოდა (ფს. 69:21). ეს მაშინ შესრულდა, როცა იესო ქრისტეს ბოძზე გაკვრამდე ნაღველნარევი ღვინო შესთავაზეს. მაგრამ როგორც კი გემო გაუსინჯა, უარი თქვა დალევაზე. როგორც ჩანს, ეს გამაბრუებელი სასმელი ტკივილის გასაყუჩებლად შესთავაზეს. ამ მოვლენის აღწერისას მათე თავის სახარებაში (27:34) იყენებს ბერძნულ სიტყვას ხოლე (ნაღველი); იგივე ბერძნული სიტყვაა გამოყენებული სეპტუაგინტაში ფსალმუნის 69:21-ში. თუმცა საინტერესოა, რომ მარკოზი თავის სახარებაში (მრ. 15:23) მოიხსენიებს ზმირინს; აქედან გამომდინარე, არსებობს მოსაზრება, რომ შხამიანი მცენარე ანუ ნაღველად წოდებული მწარე ინგრედიენტი სინამდვილეში ზმირინი იყო. დასაშვებია ის აზრიც, რომ ეს სასმელი ზმირინსაც შეიცავდა და ნაღველად წოდებულ მწარე ინგრედიენტსაც.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება