წმინდა მსახურება
მსახურება ან საქმე, რომელიც წმინდაა და უშუალოდ ღვთის თაყვანისცემას უკავშირდება.
ებრაული სიტყვა ʽავადის პირველადი მნიშვნელობაა „მსახურება“ (დბ. 14:4; 15:13; 29:15) და „შრომა“ (გმ. 34:21); ზოგჯერ ის „დამუშავებადაც“ ითარგმნება (დბ. 4:12; კნ. 28:39). როცა ʽავად იეჰოვას ან ცრუღმერთების კონტექსტში გამოიყენება, მიუთითებს თაყვანისცემაზე ანუ წმინდა მსახურებაზე (გმ. 10:26; კნ. 11:16). ბერძნული ზმნა ლატრევოც მსახურებას აღნიშნავს. ის ღვთის მსახურების მნიშვნელობით გამოიყენება (მთ. 4:10; ლკ. 1:74; 2:37; 4:8; სქ. 7:7; რმ. 1:9; ფლ. 3:3; 2ტმ. 1:3; ებ. 9:14; 12:28; გმც. 7:15; 22:3), მაგალითად საწმინდარსა და ტაძარში (ებ. 8:5; 9:9; 10:2; 13:10), აგრეთვე ცრუთაყვანისმცემლობის, მაგალითად ქმნილებებისადმი მსახურების მნიშვნელობით (სქ. 7:42; რმ. 1:25). ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში არსებითი სახელი ლატრეა მხოლოდ და მხოლოდ ღვთის მსახურების კონტექსტში გვხვდება (ინ. 16:2; რმ. 9:4; 12:1; ებ. 9:1, 6). ის განსხვავდება მისი სინონიმისგან დიაკონია, რომელიც ჩვეულებრივი, ყოველდღიური და არა წმინდა საქმის შესრულებას გულისხმობს.
ერთადერთი, ვინც იმსახურებს თაყვანისცემას და, შესაბამისად, წმინდა მსახურებას, იეჰოვა ღმერთია (მთ. 4:10; ლკ. 4:8). ღმერთთან განსაკუთრებული შეთანხმების საფუძველზე ებრაელებს წილად ერგოთ პატივი, რომ როგორც მის სულითცხებულ ძეებსა და „სამეფო სამღვდელოებას“, წმინდა მსახურება შეესრულებინათ ღვთისთვის. მაგრამ მათმა უმეტესობამ დაკარგა ეს შესაძლებლობა, რადგან იესო ქრისტე არ იწამა (რმ. 9:3—5, 30—33; 1პტ. 2:4—10). ერთ დროს ფარისეველი სავლეს მსგავსად, ბევრს ეგონა, რომ ქრისტეს მიმდევრების დევნით ღმერთს წმინდა მსახურებას უსრულებდა (ინ. 16:2; სქ. 26:9—11; გლ. 1:13, 14).