სეფარი
იმ მიწის ერთ-ერთი საზღვარი, რომელზეც იოკტანის შთამომავლები ცხოვრობდნენ. ბიბლიაში ნათქვამია: „მათი საცხოვრებელი მეშადან სეფარამდე იყო გადაჭიმული, აღმოსავლეთის მთაგორიან მხარემდე“ (დბ. 10:29, 30). ზოგის ვარაუდით, ეს არის ქალაქი ზაფარი (ერთ დროს ჰიმიარიტების სამეფოს დედაქალაქი), რომელიც იემენში წითელი ზღვის უკიდურესი სამხრეთი ნაწილიდან ჩრდ.-აღმ-ით 160 კმ-ში მდებარეობს. სხვების აზრით, ეს არის მაჰრაში, არაბეთის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქი. ძველი სეფარის ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია.