სიმონის ტომის თავკაცი, რომელიც ისრაელის მიერ ეგვიპტის დატოვებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ჩატარებულ აღრიცხვაში მონაწილეობდა. ის იყო სიმონის ტომის ლაშქრის მეთაური. კარვის სამსხვერპლოს მიძღვნის დროს მანაც მიიტანა შესაწირავი (რც. 1:4, 6; 2:12; 7:36—41; 10:19).