საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ტრადიცია“
  • ტრადიცია

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ტრადიცია
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • იუდაიზმი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ზეპირი რჯული — რატომ დაიწერა ის?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • ბიბლიური თემები საუბრებისთვის
    ბიბლიური თემები საუბრებისთვის
  • იესო ქრისტე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ტრადიცია“

ტრადიცია

ცნობები, სწავლებები და ჩვეულებები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცა და დამკვიდრდა აზროვნებასა და ყოფაქცევაში. ბერძნული სიტყვა პარადოსის ნიშნავს გადაცემულს ანუ „იმას, რაც ზეპირსიტყვიერებით ან წერილობით გადაიცა“ (1კრ. 11:2, Int). ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ეს სიტყვა გამოიყენება ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში მართებულად და მისაღებად მიჩნეული ჩვეულებების ან ადათ-წესების აღსანიშნავად, აგრეთვე მცდარი ან ისეთი წეს-ჩვეულებების აღსანიშნავად, რომლებიც უმართებულო დაცვისა თუ მათდამი არასწორი დამოკიდებულების გამო მიუღებელი და საზიანო გახდა.

საუკუნეების მანძილზე იუდეველებმა არაერთი წეს-ჩვეულება შემოიღეს, მათ შორის ჩაცმულობასთან და ქორწინებასა თუ დაკრძალვასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები (ინ. 2:1, 2; 19:40). ახ. წ. პირველ საუკუნეში იუდეველთა თაყვანისმცემლობაშიც არსებობდა ზოგიერთი ჩვეულება, მაგალითად, პასექის დროს ღვინის გამოყენება და ტაძრის მიძღვნის აღნიშვნა (ლკ. 22:14—18; ინ. 10:22). მიუხედავად იმისა, რომ კანონით ამ წეს-ჩვეულებების დაცვა არ მოითხოვებოდა, იესოსა და მის მოციქულებს საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ. როცა სინაგოგები იუდეველთა თაყვანისმცემლობის ადგილი გახდა, შაბათობით იქ შეკრება და თაყვანისცემა ჩვეულებად იქცა. ლუკა წერს, რომ იესოც „ჩვეულებისამებრ, შაბათს სინაგოგაში“ დადიოდა (ლკ. 4:16).

მიუღებელი ადათ-წესები. იუდეველმა რელიგიურმა წინამძღოლებმა ღვთის ჩაწერილ სიტყვას დაუმატეს მრავალი ზეპირსიტყვიერი წეს-ჩვეულება, რომლებსაც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევდნენ. პავლე (სავლე), რომელიც გაქრისტიანებამდე ფარისეველი იყო, თავგამოდებით იცავდა იუდაურ ტრადიციებს, რაშიც მისაღები და მიუღებელი წეს-ჩვეულებები შედიოდა. მაგრამ „ადამიანთა მცნებების“ დაცვამ მას ქრისტიანთა დევნისკენ უბიძგა (მთ. 15:9). მაგალითად, იუდეველები ისე არ ჭამდნენ, თუ ხელებს იდაყვებამდე არ დაიბანდნენ, რადგან მტკიცედ იცავდნენ „წინაპართა ადათ-წესებს“ (მრ. 7:3). ამის მიზანი ჰიგიენის დაცვა კი არ იყო, არამედ რიტუალის შესრულება, რომელიც თითქოსდა მეტ ღირსებას შესძენდა მათ ღვთის თვალში (იხ. ხელის დაბანა). ქრისტემ დაანახვა მათ, რომ უსაფუძვლოდ აკრიტიკებდნენ მის მოწაფეებს ადამიანთა ამ და სხვა უსარგებლო მცნებების დაუცველობის გამო (მთ. 15:1, 2, 7—11; მრ. 7:4—8; ეს. 29:13). გარდა ამისა, რელიგიურმა წინამძღოლებმა ძალა დაუკარგეს ღვთის სიტყვას და დაარღვიეს ღვთის მცნება კორბანის (ღვთისთვის განკუთვნილი ძღვენი) წეს-ჩვეულებით (გმ. 20:12; 21:17; მთ. 15:3—6; მრ. 7:9—15; იხ. კორბანი).

იესო და მისი მოწაფეები არასდროს ციტირებდნენ იუდეველთა ზეპირ გადმოცემებს თავიანთი სწავლებების მხარდასაჭერად. ისინი ყოველთვის ღვთის დაწერილ სიტყვას მიმართავდნენ (მთ. 4:4—10; რმ. 15:4; 2ტმ. 3:15—17). ქრისტიანული კრების ჩამოყალიბების შემდეგ არაბიბლიური იუდაური ადათ-წესების დაცვა «მამა-პაპის ადათ-წესებით დამკვიდრებული [ბერძ. პატროპარადოტუ, „მამების გადმოცემული“] უსარგებლო საქციელი» იყო (1პტ. 1:18). გაქრისტიანების შემდეგ იუდეველებმა მიატოვეს ასეთი ადათ-წესები. როცა კოლოსეში ზოგი ცრუმასწავლებელი მოუწოდებდა სხვებს, გაჰყოლოდნენ თაყვანისცემლობის ამ ფორმას, პავლემ გააფრთხილა თანაქრისტიანები, არ ყოფილიყვნენ გატაცებულნი „ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით, რომლებიც ეთანხმება ადამიანთა ადათ-წესებს“. როგორც ჩანს ის, ძირითადად, იუდაურ ადათ-წესებს გულისხმობდა (კლ. 2:8, 13—17).

ქრისტიანული ჩვეულებები. თუ ჩვეულება ზეპირსიტყვიერი ან მაგალითის მეშვეობით გადმოცემული ხელმძღვანელობაა, მაშინ მოციქულ პავლეს შეეძლო, ქრისტიანული კრებებისთვის გადაეცა უშუალოდ იესოსგან მიღებული ცნობები, როგორც მისაღები ჩვეულებები. ამის ერთ-ერთი მაგალითია უფლის ვახშმის აღნიშვნასთან დაკავშირებული მითითებები (1კრ. 11:2, 23). მოციქულთა სწავლებები და დატოვებული მაგალითი ქრისტიანებისთვის უთუოდ დასაცავი ჩვეულება გახდა. ამგვარად, პავლე, რომელიც საკუთარი ხელით შრომობდა, რათა თანაქრისტიანებს ტვირთად არ დასწოლოდა (სქ. 18:3; 20:34; 1კრ. 9:15; 1თს. 2:9), მართებულად ურჩევდა თესალონიკელ ქრისტიანებს, ჩამოშორებოდნენ ყოველ ძმას, რომელიც წესრიგს არღვევდა და მოციქულების „გადმოცემული წესების [პარადოსინ] მიხედვით“ არ დადიოდა. ვინც არ მუშაობდა, აშკარად არ მიჰყვებოდა მოციქულების დატოვებულ მაგალითს ანუ ჩვეულებას (2თს. 3:6—11).

ჩვეულებები, რომლებიც აუცილებელი იყო ღვთის თვალში წმინდა და წაუბილწველი თაყვანისმცემლობისთვის, დროთა განმავლობაში ღვთივშთაგონებული წმინდა წერილების ნაწილი გახდა. ამგვარად, იესოსა და მისი მოციქულების მიერ დატოვებული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წეს-ჩვეულებები ან მითითებები ზეპირად კი არ გადმოიცა, რაც დროთა განმავლოაბაში დაამახინჯებდა მათ, არამედ ზედმიწევნით ჩაიწერა ბიბლიაში მოგვიანებით მცხოვრები ქრისტიანებისთვის (ინ. 20:30, 31; გმც. 22:18).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება