ზაბაი
[შესაძლოა არის ზებადიას შემოკლებული ფორმა, რაც ნიშნავს: დაე, იეჰოვამ დააჯილდოოს]
ბენაის ძე, რომელიც გადასახლების შემდეგ ცხოვრობდა. ის მათ შორის იყო, ვინც ეზრას რჩევისამებრ უცხოელთან ცოლ-ქმრული კავშირი გაწყვიტა (ეზრ. 10:28, 44). სავარაუდოდ, ის იყო ბარუქის მამა, რომელიც იერუსალიმის გალავნის აღდგენაზე მუშაობდა (ნემ. 3:20).